რაგბი

რაგბი მსოფლიოში ცნობილი სპორტული თამაშია. ის თავდაპირველად 1823 წელს ინგლისში გამოიგონეს. რაგბის და ფეხბურთის თამაში ადრე ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ფეხბურთში ბურთის ხელით თამაში შეიძლებოდა. ეს რაგბიშიც ნებადართული იყო. თუმცა ფეხბურთში ბურთის მხოლოდ ხელში დაჭერა შეიძლებოდა. რაგბიში კი ბურთიანად გაქცევაც შეეძლო მოთმაშეს.

ამბობენ, რომ ეს თამაში ინგლისის ქალაქ რაგბიში გამოიგონეს. მას ეს სახელიც ამიტომ უწოდეს. ინგლისელმა მოთამაშეებმა სპორტის ახალი სახეობა მალე მთელ მსოფლიოს გააცნეს. ნელ-ნელა ფეხბურთისა და რაგბის თამაშის წესებიც შეიცვალა. ფეხბურთში ბურთის დაჭერა აღარ შეიძლება. რაგბის წესების მიხედვით კი, მოთამაშეს შეუძლია ბურთის წაღება, გადაწოდება, ბურთის მიწაზე დადება და ა.შ. ფეხბურთისაგან განსხვავებით, რაგბის ბურთი ოვალურია.

რაგბის თითოეულ გუნდში 15 მონაწილეა. მოედანზე ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს. თამაშის მიზანია, გუნდმა ბევრი ბურთი შეაგდოს კარში და ქულები დააგროვოს. კარში გატანილ ბურთს ლელო ჰქვია. ერთი ლელოს გატანა 5 ქულით ფასდება. გუნდი, რომელიც ქულათა ყველზე მეტ რაოდენობას დააგროვებს, გამარჯვებულად ითვლება.

რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტია. საქართველოში რაგბის მსგავსი სპორტი ადრეც არსებობდა. მას ლელო ერქვა. ლელო გურიაში წარმოიშვა. დღეს მას აღარ თამაშობენ. რაგბის კი ბევრი მოთამაშე ჰყავს. საქართველოს რაგბის გუნდი ძალიან ძლიერია. მათ მსოფლიოში არაერთი გამარჯვება მოიპოვეს.

რაგბი სასარგებლო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სპორტია. თამაში აკაჟებს და აძლიერებს სხეულს.