მსოფლიოს გამორჩეული საფეხბურთო სტადიონები

ფეხბურთი სპორტული თამაშია. ის აღიარებულია მსოფლიო სპორტად. ფეხბურთი ბევრ ადამიანს უყვარს. ადამიანები გულშემატკივრობენ საყვარელი საფეხბურთო გუნდის თამაშებს. საფეხბურთო თამაშები სტადიონებზე ტარდება.

სტადიონი არის საფეხბურთო მოედანი და მაყურებლების ადგილები. საფეხბურთო მოედანი 90-120მ სიგრძისაა. სტადიონი სხვადასხვა ზომის არის. გამორჩეული საფეხბურთო სტადიონები გამორჩეული არიან თავიანთი სიდიდითაც. ისინი განსაკუთრებით უყვარს გულშემატკივრებს. გამორჩეულ საფეხბურთო სტადიონებზე საუკეთესო ფეხბურთელები თამა-შობდნენ. ასეთი ცნობილი სტადიონები არის ბრაზილიაში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ინგლისში.

მარაკანა

„მარაკანა“ ძალიან დიდი საფეხბურთო სტა-დიონია. ის ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მდებარეობს. ბრაზილია კი სამხრეთ ამერიკაშია. მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. ჩემპიონატში მონაწილეობენ მსოფლიოს ქვეყნების ნაკრები გუნდები. 1950 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდა. სწორედ ამ ჩემპიონატისთვის ააშენეს სტადიონი „მარაკანა“. მას ათასობით მუშა აშენებდა. იმ დროისთვის „მარაკანა“ ყველაზე დიდი სტადიონი იყო. სტადიონი 181 ათას ადამიანს იტევდა.

სტადიონზე გამართული პირველი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიის და ურუგვაის გუნდები შეხვდნენ. სტადიონზე 174 ათასი ადამიანი მივიდა. თამაში ურუგვაიმ მოიგო. ის ჩემპიონი გახდა.

„მარაკანა“ განსაკუთრებული ადგილია ბრაზი-ლიელებისთვის. ცნობილია, რომ მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი.

ამ სტადიონზე უთამაშიათ ცნობილ ფეხ-ბურთელებს - პელეს, გარინჩას, რომარიოს, ზიკოს და სხვებს. პელე ფეხბურთის მეფედ არის აღიარებული. პელესათვის ეს უსაყვარლესი და გამორჩეული სტადიონია. მან „მარაკანას“ სტადიონზე გაიტანა თავისი მეათასე გოლი.

„მარაკანას“ სტადიონზე ცნობილი მომღერლები კონცერტებს ატარებენ. ჯგუფმა „როლინგ სტოუნზმა“, ფრენკ სინატრამ, მადონამ - „მარაკანას“ სტადიონზე იმღერეს. საფეხბურთო სტადიონზე გამართულ კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მას ასობით ათასი ადამიანი ესწრება ხოლმე.

ამჟამად „მარაკანას“ სტადიონი დახურულია. ის უნდა შეაკეთონ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ რიო დე ჟანეიორში ჩატარდება. „მარაკანა“ კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპი-ონატის თამაშებს.

სან სირო

საფეხბურთო სტადიონი „სან სირო“ იტალიის ქალაქ მილანშია. ის ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში. სან-სიროს სტადიონზე 85 000 ადამიანი ეტევა. იტალიელებს ის ძალიან უყვართ. ამ სტადიონზე ორი დიდი საფეხბურთო კლუბი თამაშობს: „მილანი“ და „ინტერი“. „მილანი“ და „ინტერი“ ცნობილი და გამორჩეული იტალიური გუნდებია.

სტადიონს „ჯუზეპე მეცასაც“ უწოდებენ. ჯუზეპე მეცა ცნობილი ფეხბურთელი იყო. ის „ინტერში“ თამაშობდა. სტადი-ონს ორი სახელი აქვს: „სან სირო“ და „ჯუზეპე მეცა“. საინტერესოა, რომ „მილანის“ გულშემატკივრები მას „სან სიროს“ უწოდებენ, „ინტერის“ გულშემატკივრები კი - „ჯუ-ზეპე მეცას“.

როგორც წესი, „სან სიროზე“ ხვდებიან ერთმანეთს „მილანი“ და „ინტერი“. „მილანისა“ და „ინტერის“ დაპირისპირებას „მადონინას“ უწოდებენ. „მილანისა“ და „ინტერის“ თამაშით გაიხსნა „სან-სიროს“ სტადიონი 1929 წელს. თამაში „ინტერმა“ მოიგო ანგარიშით - 6:3.

მილანის საფეხბურ-თო კლუბში თამაშობდა ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე.

სტადიონს 5 ვარსკვ-ლავი აქვს მინიჭებული. 5 ვარსკვლავი უმაღლესი შეფასებაა. „სან სიროს“ საფეხბურთო სტადიონი ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

კამპ ნოუ

„კამპ ნოუ“ საფეხბურთო სტადიონია ბარსე-ლონაში. ბარსელონა ესპანეთის ქალაქია. „კამპ ნოუ“ ესპანურად „ახალ სტადიონს“ ნიშნავს.

იგი არის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი. ის 100 000 ადამიანს იტევს. ამიტომ ყველაზე დიდი სტადიონია მთელ ევროპაში.

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია. დღევანდელ დღეს „ბარსელონაში“ თამა-შობენ: ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკე და სხვები. სწორედ ამიტომ „ბარსელონას“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ლიონელ მესი თანამედროვე ფეხბურთის უძლი-ერეს მოთამაშედ არის აღიარებული.

„კამპ ნოუზე“ ცნობილ მომღერლებს კონცერტები აქვთ გამართული. მაიკლ ჯექსონი, ფრენკ სინატრა, ხულიო იგლესიასი, ლუ-ჩანო პავაროტი და ხოსე კარერასი „კამპ ნოუს“ სტადიონზე მღეროდნენ.

„კამპ ნოუს“ ესტუმრა რომის პაპი იოანე პავლე მეორე. რომის პაპი კათოლიკე ქრისტიანების მეთაურია. მას დიდი გავლენა აქვს. იოანე პავლე მეო-რე ბარსელონას ფან-კლუბში გაწევრიანდა 108000-ე ადამიანად. „კამპ ნოუ“ არის ხუთვარსკვლავიანი სტადიონი.

სანტიაგო ბერნაბეუ

„სანტიაგო ბერნაბეუ“ არის საფეხბურთო სტა-დიონი მადრიდში. მადრიდი ესპანეთის დედა-ქალაქია. ამ სტადიონზე მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი „რეალი“.

სანტიაგო ბერნაბეუ იყო საფეხბურთო კლუბ „რეალის“ პრეზიდენტი. ამიტომ დაერქვა სტადიონს ეს სახელი.

ესპანეთში ყველაზე დიდი სტადიონი არის „კამპ

ნოუ“. „სანტიაგო ბერნაბეუ“ „კამპ ნოუზე“ პატარაა, მაგრამ ესპანეთის ყველა სხვა სტადიონზე დიდია. იგი 80.400 ადამიანს იტევს.

„რეალი“ ერთ-ერთი ძლიერი გუნდია ევროპაში. მის შემადგენლობაში თამაშობდნენ იკერ კასილიასი, კრიშტიანუ რონალდუ, კაკა და სხვები.

სტადიონს აქვს განსაკუთრებული ოთახი. ამ ოთახში ინახება „რეალის“ ყველა ჯილდო. ევროპის ჩემპიონობის 9 და ესპანეთის ლიგის 32 თასი. ამ ოთახს „ტროფი რუმს“ უწოდებენ. „ტროფი რუმი“ ინგლისურად „ჯილდოების ოთახს“ ნიშნავს.

თანამედროვე „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონს უახლესი ტექნიკა აქვს. სტადიონზე მუშაობს 2500 ადამიანი. ამიტომ სტადიონი იდეალურ ფორმაშია.

უემბლი

ფეხბურთი ინგლისში შეიქმნა მეცხრამეტე საუკუნეში. ამიტომ ინგლისელებს ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. მათთვის ფეხბურთი მეტია, ვიდრე მხოლოდ თამაში. ფეხბურთი ინგლი-სელებისთვის ეროვნული სიამაყეა.

ინგლისელები ფეხბურთის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„უემბლის“ საფეხბურთო სტადიონი ლონდონშია. ლონდონი ინგლისის დედაქალაქია. „უემბლის“ სტადიონს „ახალ უემბლისაც“ ეძახიან. ის არის ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი მსოფლიოში. უემბლის სტადიონი 800 მილიონ ფუნტად აშენდა. რაც დაახლოებით 1,57 მილიარდი დოლარია, ხოლო ქართული ვალუტით - 2,4 მილიარდი ლარი.

„უემბლის სტადიონი“ 90.000 ადამიანს იტევს. „უემბლის“ სტადიონზე თამაშობს ინგლისის საფეხბურთო ნაკრები.

ამ სტადიონზე ბევრ ცნობილ მომღერალს აქვს კონცერტი გამართული. 1986 წელს ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა „ქუინმა“ უემბლის სტადიონზე კონცერტი გამართა. მას ათიაათასობით ადამიანი ესწრებოდა.