ჭადრაკი

ჭადრაკი

ჭადრაკის დაფა

ჭადრაკის დაფა

ჭადრაკი თამაშის ერთ-ერთი სახეობაა. იგი დიდ ყურადღებას, გონიერებას და ბევრ ფიქრს მოითხოვს. ჭადრაკს მთელ მსოფლიოში თამაშობენ. თამაში საკმაოდ რთულია. მასში ორი მოთამაშეა ჩართული.

მათ წინ უდევთ დაფა, სადაც ჭადრაკის ფიგურებია განლაგებული. საჭადრაკო დაფა მათემატიკის რვეულს ჰგავს. მისი ერთი უჯრა გაფერადებული მუქად. მეორე კი შედარებით ღიაა. ასე გრძელდება მთელი დაფის ზედაპირზე. საჭადრაკო ფიგურებს თავისი სახელები აქვთ. თითო მოთამაშეს 16 ფიგურა ჰყავს: მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი. ფიგურები ფერების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. თექვსმეტი ფიგურა შავია, დანარჩენი თექვსმეტი კი - თეთრი. თეთრი ფიგურები თამაშს იწყებენ. მოთამაშეებს კენჭისყრით ხვდებათ თეთრი ან შავი ფიგურები.

ჭადრაკის ფიგურები: პაიკი, ეტლი, მხედარი, კუ, ლაზიერი, მეფე.

ჭადრაკის ფიგურები: პაიკი, ეტლი, მხედარი, კუ, ლაზიერი, მეფე.

ყოველი ფიგურა ჭადრაკის დაფაზე გადაადგილდება. ამ გადადგილებას ფიგურის სვლა ეწოდება. სვლები კეთდება რიგრიგობით. მოწინააღმდეგემ საკუთარი ფიგურის მოხერხებული სვლით შესაძლოა მოკლას მოთამაშის ფიგურა. მოკლული ფიგურა თამაშიდან გამოდის. მას დაფიდანაც იღებენ. ჭადრაკის თამაშის მიზანია მეფის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როცა გადაადგილება აღარ შეუძლია. მეფის „დაშამათებით“ თამაში სრულდება და ის მოთამაშე იგებს, ვინც მოწინააღმდეგის მეფეს კლავს.

ჭადრაკის ისტორია

ჭადრაკი ძალიან დიდი ხნის წინ ინდოეთში გამოიგონეს. ის ერთმა კაცმა შექმნა და მეფეს მიართვა. მეფეს თამაში ძალიან მოეწონა. კაცს ჰკითხა, რით დაგასაჩუქროო. კაცმა მას ხორბლის მარცვლები სთხოვა, ოღონდ იმდენი რამდენიც ჭადრაკის დაფიდან მოუწევდა. მარცვლები ამ კაცის მითითებით უნდა დაელაგებინათ. მან თქვა: პირველ უჯრაზე ერთი მარცვალი დადეთ, მეორეზე - 2, მესამეზე - 4, მეოთხეზე - 8, მეხუთეზე - 16, მეექვსეზე - 32 და ასე შემდეგ. ერთ უჯრაზე დადებულ მარცვალს უმატებდა მერე უჯრაზე დადებული მარცვლების რაოდენობას. ჭადრაკზე სულ 32 უჯრაა. როცა ხორბლის მარცვლების რაოდენობა დაითვალეს ძალიან დიდი რიცხვი გამოვიდა. მეფეს მოხსენეს, რომ ამდენი ხორბლის მარცვალი მთელ დედამიწას დაფარვსო. არავინ იცის, მისცეს თუ არა იმ კაცს ხორბლის მარცვლები... თუმცა, ჭადრაკის თამაშმა და ამ ლეგენდამ ჩვენამდე მოაღწია. ჭადრაკს თავდაპირველად ჩატურანგა ერქვა. ინდოეთიდან ეს თამაში აზიის სხვა ქვეყნებმა გაიცნეს. მათ თამაში მოეწონათ. დროთა განმავლობაში თამაშს სახელიც შეეცვალა. ჭადრაკი აზიიდან ევროპაში გავრცელდა, საბოლოდ კი ამერიკამდეც მიაღწია.

ჭადრაკს ყველგან დიდი ინტერესით თმაშობდნენ. კარგი მოჭადრაკეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მე-19 საუკუნეში კი ჭადრაკში პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ავსტრიელი ვილჰელმ შტაინიცი გახდა. თამაში დღესაც დიდი წარმტებით გრძელდება.