ფეხბურთი
ფეხბურთის თამაში
1
ფეხბურთი ბევრი ადამიანისათვის საყვარელი და საინტერესო თამაშია. მას სიამოვნებით უყურებენ ბიჭებიც და გოგონებიც. ფეხბურთი გუნდური თამაშია.2

თამაშის მიზანი მოთამაშეებს შორის მოხერხებულად გაძრომა და მოწინააღმდეგე გუნდის კარში ბურთის გატანაა. კარში ბურთის გატანას გოლი ეწოდება. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც გოლების მეტ რაოდენობას დააგროვებს.
3
ფეხბურთელებს თამაში მხოლოდ ფეხების საშუალებით შეუძლიათ. მათ ბურთთან ხელით ან მკლავით შეხება ეკრძალებათ. თუმცა, თავით ბურთის მოგერიება ან გადაგდება ნებადართულია.
4
ბურთზე ხელით შეხება გუნდის მხოლოდ ერთ წევრს, მეკარეს შეუძლია. ის კარში დგას და ბურთებს იგერიებს. მეკარე გუნდის მეთერთმეტე მოთამაშეა.
5

6
როდესაც მოთამაშეები ფეხბურთის თამაშის წესებს არღვევენ, ჯარიმდებიან. მათ მსაჯი წითელ ან ყვითელ ბარათებს უჩვენებს. თუ მოთამაშე ძალიან უხეშად არღვევს წესებს, მას წითელ ბარათს უჩვენებენ. წითელი ბარათი თამაშის დატოვებას გულისხმობს. ეს ფეხბურთელებისათვის ძალიან დიდი სასჯელია.
ყვითელ ბარათს გაფრთხილების ბარათსაც უწოდებენ. თუ მოთამაშემ ერთი თამაშის განმავლობაში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, ის სათამაშო მოედანს ტოვებს.
7
ფეხბურთის თამაში ძალიან დიდი ხნის წინ ჩინეთში დაიწყეს.8
