ცნობილი პირველი ქალბატონები
კითხვა: როდესაც აშშ-ს პრეზიდენტად აირჩევენ ქალს, რას უწოდებენ მის მეუღლეს?
პასუხი: პირველ ჯენტლმენს.
რას საქმიანობს პირველი ლედი?
მიშელ ობამა – აშშ ამჟამინდელი პირველი ლედი
მიშელ ობამა – აშშ ამჟამინდელი პირველი ლედი
შეერთებული შტატების პირველი ლედი არის პრეზიდენტის მეუღლე. პირველი ლედის სამუშაო არ არის ჩვეულებრივი. ისინი არ იღებენ ანაზღაურებას. მათ ხშირად ნახულობს ხალხი. ეს მათ აძლევს საშუალებას, ესაუბრონ ამერიკელებს იმ საქმეებსა და პროექტებზე, რომლებისაც მათ სჯერათ. წლების წინ პირველი ქალბატონები მთელი ძალის-ხმევით მუშაობდნენ, რომ ღა-რიბებს დახმარებოდნენ, გაეუმ-ჯობესებინათ მათი გარემო, სკოლები და ბიბლიოთეკები და ამით ისინი უფრო კარგს ხდიდნენ ათასობით ბავშვის ცხოვრებას.ზოგიერთი პირველი ლედი უფრო ცნობილია, ვიდრე სხვები. ბევრი ცნობილი პირველი ლედი უფრო მეტად აქტიური და გამოკვეთილია, ვიდრე დანარჩენები.
ეს წიგნი არის სამ ყველაზე გავლენიან პირველ ლედიზე. თქვენ გაიცნობთ ელეონორ რუზველტს, ჟაკლინ კენედის და ჰილარი როდამ კლინტონს.
მარტა ვაშინგტონი
თქვენ ეს იცოდით?როდესაც ჯორჯ ვაშინ-გტონი იყო პრეზიდენტი, ხალხმა არ იცოდა, რა დაეძახათ მისი მეუღლის - მარტასთვის. ერთ დღესაც შეკრებილი ხალხი შეხვდა მარტა ვაშინგტონს ყვირი-ლით: „დღეგრძელი იყოს ლედი ვაშინგტონი!“ ამის შემდეგ დაიწყო ტერმინ პირველი ლედის გამოყენება. ის ლექსიკონს დაემატა 1934 წელს.
ელეონორ რუზველტი
პრეზიდენტი: ფრანკლინ რუზველტი.
არჩევის წელი: 1932.
თეთრ სახლში ყოფნის პერიოდი:1933-1945.
პირველი ლედის გამონათქვამი/ციტატა: „არავის შეუძლია თავი გაგრძნობინოს დამორჩილებულად შენი ნებართვის გარეშე“.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი ლედი იყო ელეონორ რუზველტი. მისი მეუღლე, ფრანკლინ რუზველტი, ამე-რიკის პრეზიდენტი იყო ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში. ისინი თეთრ სახლში გადა-ვიდნენ 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროს, როდესაც ბევრი ადამიანი უმუშევარი იყო.ისინი დარჩნენ 40-იანი წლების შუა პერიოდამდე, როდესაც შეერთებული შტატები ჩაბმული იყო მეორე მსოფლიო ომში.
სიმღერა ვაშინგტონში
1939 წელს დაგეგმეს, რომ ცნობილ მომღერალ მერიან ანდერსონს ემღერა ვაშინგტონის კონსტიტუციის დარბაზში. თუმცა ჯგუფმა, რომელსაც უწოდებდნენ „ამერიკის რევოლუციის ქალიშვილებს“, აუკრძალა მას ამ დარბაზში სიმღერა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მერიან ანდერსონი აფროამერიკელი გახლდათ. ელეონორ რუზველტმა პროტესტის ნიშნად დატოვა ჯგუფი ასეთი დისკრიმინაციის გამოვლენის შემდეგ. ამ ფაქტის შემდეგ მან მოიწვია ანდერსონი, რათა ემღერა ლინკოლნის მემორიალთან, რაც 75.000–მა ადამიანმა ნახა. მილიონზე მეტმა კი მოუსმინა ანდერსონის ულამაზეს ხმას რადიოთი.
მერიან ანდერსონი
მერიან ანდერსონი
ელეონორი მთელი ცხოვრება მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მდიდარი მშობლების შვილი იყო. ის მუშაობდა რეპორტიორად, ასევე იყო ქველმოქმედი, ეხმა-რებოდა იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდებოდა. ის იყო პრეზიდენტის მეუღლეებიდან პირველი, რომელმაც იმოგზაურა მთელი მსოფლიოს გარშემო. ის თავის გამოცდილებას უზიარებდა პრეზიდენტ რუზველტს და უყვებოდა იმ გაჭირვების შესახებ, რომელსაც ხალხი იტანდა.ის ეწვია ჯარისკაცებს ინგლისსა და წყნარი ოკეანის სამხრეთით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შეხვდა ათასობით დაჭრილ ჯარისკაცს და ესაუბრა მათ, როდესაც ისინი მკურნალობდნენ.ელეონორ რუზველტი იყო პრეზიდენტის მეუღლეებიდან პირველი, რომელიც მთელი გულმოდგინებით ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩართული იყო მსოფლიო პოლიტიკაში, იგი მაინც ცნობილია მსოფლიოს პირველი ლედის სახელით. 1945 წელს მისი მეუღლე გარდაიცვალა პოლიომიელიტით, რომლითაც იგი მთელი პრეზიდენტობის მანძილზე იტანჯებოდა.
ჟაკლინ კენედი
პრეზიდენტი: ჯონ კენედი.არჩევის წელი: 1960.
თეთრ სახლში ყოფნის წლები: 1961-1963.
პირველი ლედის ფრაზა: „არსებობს ბევრი პატარა გზა, რომლითაც შეგიძლია გააფართოო შენი შვილის სამყარო. წიგნების სიყვა-რული მათ შორის საუ-კეთესო გზაა“.
ჟაკლინ კენედი გაიზარდა ნიუ-იორკში. მას უყვარდა ცხენები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალ დროს ცხენზე ამხედრებული ატარებდა. მან დაამთავრა ვასარის კოლეჯი, მუშაობდა ვაშინგტონის გაზეთის ფოტოგრაფად. ჟაკი 1952 წელს შეხვდა ახალგაზრდა კაცს ჯონ - იგივე “ჯეკ“ კენედის. კენედიმ უთხრა ჟაკლინს, რომ ის აუცილებლად გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ერთი წლის შემდეგ ჯეკი აშშ-ს სენატორი გახდა. ისინი დაქორწინდნენ 1953 წელს. კენედი პრეზიდენტად აირჩიეს
1960 წელს. კენედების ოჯახი გადავიდა თეთრ სახლში თავიანთი ორი ბავშვით – ქეროლაინით, რომელიც 3 წლისა იყო, და ჯონით, რომელიც ჯერ კიდევ ჩვილი იყო.
როდესაც ჟაკლინ კენედი გახდა პირველი ლედი, მან მოიპატიჟა მთელი ამერიკა თეთრი სახლის სანახავად. ტელეკომპანია „სიბიესის“ ოპერატორთა ჯგუფი დაჰყვებოდა ჟაკლინ კენედის 1962 წლის პერსონალური ტურის დროს.
ის ცდილობდა, თეთრი სახლი გარდაექმნა მუზეუმად და მისი მდიდარი ისტორია ეჩვენებინა ყველასთვის. პირველი ლედი ხელს უწყობდა ხელოვნების ისეთი სერიოზული დარგების განვითარებას, როგორებიცაა მხატვრობა და ცეკვა. ამერიკელებს შეუყვარდათ ჟაკლინ კენედი მისი სტილის, მოდურობისა და გრაციოზული მანერების გამო.
1963 წელს პრეზიდენტი კენედი მოკლეს. ჟაკლინის მხნეობამ ტრაგედიის დროს მთელი მსოფლიო აღტაცებაში მოიყვანა. 1978 წლიდან 1994 წლამდე, კიბოთი გარდაცვალებამდე, ყოფილი პირველი ლედი ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-იორკ სითიში.
ჰილარი როდამ კლინტონი
პრეზიდენტი: უილიამ ჯეფერსონ კლინტონი
არჩევის წელი: 1992
თეთრ სახლში ყოფნის წლები: 1993-2000
პირველი ლედის ფრაზა: „დემოკრატია არ შეიძლება იყოს ნამდვილი, თუ იქ ქალის ხმა არ ისმის“.
ჰილარი როდამი სწავლობდა იელის უნივერსიტეტის იური-დიულ სკოლაში, როცა ის შეხვდა იურისტ სტუდენტს ბილ კლინტონს. იურიდიული სასწავ-ლებლის დასრულების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და გადავიდნენ არკანზასში, „პატარა კლდეში“. ჰილარი კლინტონი მუშაობდა ადვოკატად და, ამავე დროს, ასწავლიდა არკანზასის იურიდიულ სკოლაში. ბილ კლინტონიც სამართალს ასწავლიდა, ხოლო მოგვიანებით იგი აირჩიეს არკანზასის გუბერნატორად. 12 წლის განმავლობაში ჰილარი იყო არკანზასის პირველი ლედი.ბილ და ჰილარი კლინტონები
ბილ და ჰილარი კლინტონები
როგორც ამერიკის პირველი ლედი, ჰილარი მუშაობდა ყველა ამერიკელის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ის გამოდიოდა მოხსენებებით, თუ რა მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისათვის იმუნიტეტი. ის რიცხავდა ფულს ჯანდაცვის პროექტებში.პრეზიდენტმა შესთავაზა ჰილარი კლინტონს, ეხელმძღვანელა ძლიერი ეროვნული ჯანდაცვის რეფორმისათვის და ის იყო პრეზიდენტის მეუღლეებიდან პირველი, რომელიც წარმოადგენდა ოფიციალურ სამთავრობო პოზიციას მისი ქმრის პრეზიდენტობის დროს.
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი პირველ ლედიდ ყოფნის პერიოდი იყო უფრო მეტად გავლენიანი, ვიდრე სხვა დანარჩენების. მან შექმნა თავისი ქმრის პოლიტიკის მონახაზები და არასოდეს მუშაობდა „სცენის უკან“, როგორც სხვა პირველი ქალბატონები.
2000 წელს ჰილარი როდამ კლინტონი აირჩიეს ნიუ-იორკიდან ამერიკის შეერთებული შტატების სენატორად. ის იყო პრეზიდენტის მეუღლეებიდან პირველი, რომელიც აირჩიეს აშშ-ის სენატში.
2009 წელს ჰილარი კლინტონი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. იგი არის პრეზიდენტის მეუღლეებიდან პირველი, რომელსაც ეკავა ასეთი მაღალი თანამდებობა.