გურული ცხენოსნები ამერიკაში
ცოტა ხნის წინ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უნიკალური გამოფენა გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო ამერიკაში გურული ცხენოსნების მოგზაურობისა და წარმატებების ამსახველი მასალები. მასალებთან ერთად, გამოფენაზე გურულ ცხენოსნებზე ბევრი საინტერესო ისტორიაც მოვისმინეთ. ეს ამბავი თქვენც მოგეწონებათ.
1
1
გურულები ამერიკაში
გურული ცხენოსნების ნიჭი და შემოქმედება ამერიკასა და ევროპაში მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.
2
2
გურული მხედრები ამერიკის ქუჩებში
გურული მხედრები ამერიკის ქუჩებში
1892 წელს ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფოს დაარსების მეასე წლისთავს ზეიმობდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ქვეყანაში უამრავი საინტერესო ღონისძიება და სანახაობა ეწყობოდა. ცხენზე ჯირითი სანახაობებს შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო, ამიტომ სახელგანთქმული ცხენოსნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ. სწორედ ამ დროს გურული მხედრების ჯირითი საქარ-თველოში ამერიკიდან ჩამოსულმა წარმომადგენელმა ნახა და ისე მოიხიბლა, რომ 10-კაციანი ჯგუფი ამერიკაში მიიწვია. მხედრების ჯგუფს „ჩოხაგრძელა“ ერქვა.გურულები ჯერ იტალიაში ჩავიდნენ და თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს, შემდეგ საფრანგეთში და ბოლოს გემით ამერიკასაც მიაღწიეს. ყველა ქვეყანაში მაყურებელი მოხიბლული იყო ქართველი მხედრების ოსტატური ჯირითით, ცეკვითა და სიმღერით. „ჩოხაგრძელას“ ამერიკულ-ევროპული ტურნე 4 წელიწადს გაგრძელდა.
შემდეგი წარმატება ამერიკის აღმოჩენის 400 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს უკავშირდება. ამ ზეიმზე გურულ ცხენოსანთა ახალი ჯგუფი გაემგზავრა ამერიკაში. ცხენოსანთა ჯგუფს გამოცდილი მხედარი ლუკა ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში. ისინი დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ და განსაკუთრებულ ლაზათს ჰმატებდნენ გურულ მხედართა წარმოდგენებს.
3
3
ბუფალოს შოუ
4
4

5
5
ქართველი ცხენოსნები „ბუფალოს შოუს“ 1893 წელს შეუერთდნენ ინგლისში მოგზაურობის დროს და მაშინვე წარმოდგენის მთავარ გმირებად იქცნენ. 1893 წელს „ბუფალო შოუს“ ექვსი მილიონი ადამიანი დაესწრო. ასეთი წარმატება მას არასოდეს აღარ უნახავს.„ბუფალო შოუ“ 30 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მის წარმოდგენებს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაესწრო.
გურულ ცხენოსანთა წარმატებები
6
6

ლუკა ჩხარტიშვილის გურულ ცხენოსანთა ჯგუფი
ლუკა ჩხარტიშვილის გურულ ცხენოსანთა ჯგუფი
ქართველი ცხენოსნების გამოსვლა ამერიკული წარმოდგენების უმნიშვნელოვანეს ნაწილი იყო. ამ გამოსვ-ლებში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მაყურებლის ინტერესი გურული მოჯირითეების ხელოვნებისადმი მხოლოდ ინდიელებისა და კოვბოებისას თუ შეედრებოდა.გურულები 30 წელიწადზე მეტხანს გამოდიოდნენ ამერიკულ და ევროპულ სცენებზე. მათ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს. გურულების ჯირითმა დიდი გავლენა მოახდინა კოვბოების საცხენოსნო ხელოვნებაზე. მოგვიანებით მსგავსი ილეთები, „თავზეხელაღებული“ ჯირითი და ჰაერში ტრიალი კოვბოების საცხენოსნო ილეთებშიც აისახა.
7
7

8
8

მიუხედავად იმისა, რომ გურული ცხენოსნების მოგზაურობის შესახებ ბევრი მასალა განადგურებულია, დღემდე არსებობს 1905 წლის აფიშა. აფიშაზე მხედარი და ჯგუფის მეთაური - ლუკა ჩხარტიშვილია გამოსახული.
გურული მხედრების ცხოვრება ამერიკაში
9
9

„ფილადელფიაში ჩავედით მეორეჯერ. იქ ბევრი ნაცნობი ვნახეთ. ერთი იტალიელი გადამეკიდა და ჩხუბი გამიმართა. ჩხუბში სხვა იტალიელებიც ჩაერთვნენ. ბედად, იქვე შოუს მონაწილე ორი მექსიკელი და ინდიელი აღმოჩნდნენ. ისინიც ჩაერთვნენ ჩხუბში. დავჩაგრეთ იტალიელები. ერთმანეთს ძლივს მოგვაშორეს.“
10
10
ამერიკული გაზეთი კი 1901 წელს წერდა: „პრინც ლუკას ბრწყინვალე ჯირითი ბუფალო შოუს მთავარი სანახაობაა. პრინცი ჩამოვიდა ბათუმიდან. იგი შოუს 9 წლის წინ შეუერთდა. ლუკამ გვითხრა, რომ პრინცი მას მეგობრებმა შეარქვეს, ისევე, როგორც ინდიელები არქმევენ თავიანთ ბელადებს უცნაურ სახელებს. მთელ შოუში არ მოიძებნება პრინც ლუკაზე უფრო ამაყი ადამიანი. მისი ყველაზე დიდი მეგობარი კი ინდიელთა ბელადი „შავი მელია“ არის“.11
11
ამერიკულ გაზეთებში გურულებისა და ინდიელების მადის შესახებაც წერდნენ. ბუფალო ბილის შოუს მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 1000-მდე კატლეტს... ო, ეს მხედრები კი კატლეტის ნამდვილი მტრები არიან! მათ ხორცი დღეში სამჯერ უნდათ, თუმცა კიდევაც იმსახურებენ!“გურულების შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდა ამერიკულმა გაზეთმა: „თავისუფალ დროს მოჯირითეები ინდიელებთან ერთად თამაშობდნენ ბანქოს, მაგიდის ჩოგბურთს და, რა თქმა უნდა, სვამდნენ. ამერიკაში დაარსდა ყველაზე უცნაური გოლფ-კლუბი, სადაც გაერთიანებული იყო ბუფალო შოუს 9 წევრი: ინდიელები, იაპონელები, მექსიკელები და ამერიკელი კოვბოები. კლუბის პრეზიდენტად კი არჩეულია პრინცი ლუკა. ასე რომ, გურულები სპორტის ამ სახეობასაც მშვენივრად ფლობენ.“
12
12
ამერიკასა და ევროპაში გურული მხედრების წარმოდგენები 1917 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში 150-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მაყურებლის წინაშე. რამდენიმე გურული მხედარი ამერიკაშია დაკრძალული.