მაგნა კარტა

თავისუფლების დიდი ქარტია არის 1215 წელს ინგლისში მიღებული დოკუმენტი, რომელიც დღეს მსოფლიოშია ცნობილი. მას „მაგნა ქარტას“ სახელითაც მოიხსენიებენ. ქარტია, ზოგადად, არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კანონებს ან რაიმე უფლებებს.

1215 წელს ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტია შეიქმნა რომის პაპს, მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და ინგლისელ ბარონებს შორის. ქარტიის მიზანი იყო, დაედგინა მეფის უფლებები. ამ ქარტიის თანახმად, მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, ისიც, ყველა ადამიანის მსგავსად, უნდა დამორჩილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ეღიარებინა, რომ მას არ ჰქონდა შეუზღუდავი ძალაუფლება.

ჯონ უმიწაწყლო

მეფე ჯონ უმიწაწყლო დაეთანხმა ქარტიის პირობებს, თუმცა, სინამდვილეში არ იცავდა მათ. დიდებულებისათვის იგი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო და მას საკუთარი უფლებების დასაცავად ხშირად იყენებდნენ.

თავისუფლების დიდი ქარტია

თავისუფლების დიდ ქარტიაში ჩამოთვლილი იყო უფლებები: მაგალითად, ყველაავისუფალ მოქალაქეს უფლება ჰქონდა, მემკვიდრეობით მიეღო და გადაეცა საკუთრება. გათავისუფლებულიყო ზედმეტი ხარჯებისა და გადასახადებისაგან. ქარტია ამკვიდრებდა სასამართლოს გამართვის უფლებას და ყველა ადამიანს აცხადებდა კანონის წინაშე თანასწორად. კანონს ერთნაირად უნდა დაეცვა და დაესაჯა მეფეც და უბრალო მოქალაქეც.

თავისუფლების დიდი ქარტიის შექმნამ ხელი შეუწყო პარლამენტის ჩამოყალიბებას, რომელმაც მეფის ძალაუფლება შეზღუდა და გადაინაწილა. ეს ფაქტი ყველა ადამიანს ხდიდა უფლებამოსილს. კანონი კი იცავდა მის უფლებებს.