დინოზავრები

დინოზავრები

დინოზავრები ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ადამიანები და სხვა ცხოველები გაჩნდებოდნენ. ისინი 230 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს. 65 მილიონი წლის წინათ კი გადაშენდნენ. დღეს არავინ იცის რა იყო მათი დაღუპვის მიზეზი. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ დინოზავრები არ გადაშენებულან, განვითარდნენ და სახე იცვალესო. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მათი გარეგნობით, ცხოვრების წესით. ამიტომ გადაწყვიტეს, მიწაში სამარხები გაეთხარათ, რომ რაიმე საინტერესო ფაქტები ეპოვნათ. 1824 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა უილიამ ბაქლენდმა იპოვა პირველად დინოზავრის სამარხი, სადაც აღმოაჩინა მისი ყბის ძვალი. ეს ძვალი ბაქლენდმა მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც მეგალოზავრი უწოდა, რაც „დიდ ხვლიკს“ ნიშნავს. „დინოზავრის“ სახელი კი პირველად 1842 წელს გაჩნდა და იგი ბრიტანელმა მეცნიერმა, რიჩარდ ოუენმა შემოიტანა.

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე....

ყველაზე დიდი დინოზავრი – სეისმოზავრია, მისი სიგრძე უნდა ყოფილიყო 50 მეტრი, ასევე ზოგს ჰგონია, რომ ყველაზე დიდი დინოზავრი იყო არგენტინაზავრი, მისი სიგრძე და წონა უცნობია.

ყველაზე დიდი მტაცებელი – გიგანტოზავრი, სიგრძე - 12.5 მეტრი. წონა - 8 ტონა.ყველაზე გრძელი მტაცებელი – სპინოზავრი, სიგრძე 17 მეტრი, წონა უცნობია.ყველაზე გრძელი კისერი -  მამენჩიზავრი – 15 მეტრი.

ყველაზე დიდი თავი – პენტაცერატოპსი ან ტოროზავრი, თავის სიგრძე 3 მეტრს აღემატება.ყველაზე პატარა დინოზავრი – კუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი. ყველაზე გრძელი სახელი – აქვს დინოზავრს, რომელსაც უწოდებენ მიკროპაქიცეფალოზავრს.ყველაზე სახელგანთქმული – ტირანოზავრი.