ტყეში ცხოვრობს

ტყეში ცხოვრობს ირემი.

ირემს რქები აქვს.

ირემი ლამაზი ცხოველია.

ტყეში ცხოვრობს მგელი.

მგელი ძაღლს ჰგავს.

მგელი ყმუის.

მგელი საშიში ცხოველია.

ტყეში ცხოვრობს დათვი.

დათვი მსუქანია.

დათვი დიდი ცხოველია.

ტყეში ცხოვრობს თაგვი.

თაგვი სოროში ცხოვრობს.

თაგვი პატარაა.

ტყეში ცხოვრობს ციყვი.

ციყვს ფუმფულა ბეწვი აქვს.

ციყვი ხეზე ცხოვრობს.

ტყეში ცხოვრობს ბუ.

ბუ ფრინველია.

ბუს ღამით არ სძინავს.

ტყეში ცხოვრობს გიორგი.

მას პატარა ქოხი აქვს.

გიორგი ტყის მცველია.