მყინვარები და აისბერგები

შესავალი

მყინვარიც და აისბერგიც ორივე ყინულის დიდი მასაა, მაგრამ ისინი მდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მყინვარები ხმელეთზე გვხვდება, ხოლო აისბერგები - წყლის ქვეშ, ოკეანეებში. მათი წარმოქმნა ძალიან საინტერესო პროცესია და დიდი დრო სჭირდება. მყინვარი აგრეთვე ითვლება მტკნარი წყლის ყველაზე დიდ საბადოდ. მხარე, სადაც არის მყინვარი, მდიდარია სასარგებლო წყაროს წყლებით, რომლებშიც მარილის რაოდენობა მინიმალურია. ასეთი წყლები სასმელი წყლებია.

აისბერგებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ მტკნარ წყალს. ისინი მყინვარს მოწყვეტილი ნაწილებია, რომლებიც შემდეგ წყალში დაცურავენ.

მყინვარების წარმოქმნა

მყინვარის გაჩენას ძალიან დიდი დრო და ძალიან დაბალი ტემპერატურა სჭირდება. მყინვარი ხომ ერთად დაგროვებული თოვლია. ძალიან დიდხანს უნდა ითოვოს, ტემპერატურა კი სულ დაბალი იყოს, რომ მყინვარები გაჩნდეს. ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, ეს მყინვარები ლღვებიან. მაგრამ მათ შეუძლიათ ტემპერატურის შენარჩუნებაც. როცა მყინვარს მზე აცხუნებს, ის იწყებს დნობას, მაგრამ, ამავე დროს, მზის სხივების 90%-ს ირეკლავს და უკან აბრუნებს. ხოლო დანარჩენი ათი პროცენტი მას ნელ-ნელა ადნობს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მტკნარი წყლები. მზის სხივების არეკვლა მყინვარისთვის თავდაცვის იარაღია და მას სრულიად გაქრობა აღარ ემუქრება.

მყინვარი

აისბერგის წარმოქმნა

აისბერგი მყინვარის ნაწილია. აისბერგი ჩამოტყდება მყინვარს და მერე თავისთვის დაცურავს წყალში. ყველაზე ხშირად აისბერგებს ვხვდებით ანტარქტიდასა და გრენლანდიაზე. ყველაზე დიდი აისბერგები ანტარქტიდის ახლოს დაცურავენ.

აისბერგი

აისბერგები ძირითადად თეთრი ფერისაა, მაგრამ იშვიათად ლურჯი და მწვანე აისბერგებიც არსებობენ. რატომ აქვს აისბერგს ასეთი განსხვავებული ფერები, ჯერ უცნობია და ეს მეცნიერებს არ გამოუკვლევიათ.

როგორც უკვე ვთქვით, აისბერგები დაცურავენ ოკეანეში, ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი ნელ-ნელა დნებიან. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ერთ ადგილზე დიდხანს ჩერდებიან და აღარ იძვრიან. ასეთ აისბერგს ყინულის კუნძულს ეძახიან. მაგალითად, ასეთი ყინულის კუნძულია ანტარქტიდაზე და მას პობედა ჰქვია. როდესაც ტემპერატურა აიწევს და ეს კუნძული გალღობას დაიწყებს, იგი ამოძრავდება.

მყინვარიც და აისბერგიც ერთი და იმავე ნივთიერებისაგან შედგება და ორივე სასარგებლოა ადამიანებისათვის. მაგრამ აისბერგი ამავე დროს ძალიან საშიშიცაა. თუ მას წყალში მოცურავე გემი დაეჯახა, გემი იღუპება. აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს წყლის ზედაპირზე, დიდი ნაწილი კი წყლის ქვეშაა. გემზე შეიძლება ეს ვერ შენიშნონ და შეეჯახონ. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც აისბერგებია, გემებისთვის მოძრაობა საშიშია.

ბოლოსიტყვაობა

5

ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, არ აქვს საშუალება, რეალურად ნახოს მყინვარი ან აისბერგი. მაგალითად, მეც არ მინახავს არც ერთი, თუმცა, ძალიან მაინტერესებს. ძალიან ბევრი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი არსებობს აისბერგებისა და მყინვარების შესახებ. ისინი საინტერესოდ გადმოგვცემენ მომხდარ ფაქტებს, მათ შესახებ მეცნიერების კვლევებს და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ასე უფრო მეტი გაიგოთ ამ ბუნებრივი მოვლენების შესახებ.