უცნაური ცხოველები

დედამიწაზე ძალიან ბევრი უცნაური ცხოველია. ისინი დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ. ჩვენ უცნაური ცხოველებიდან ათი ყველაზე უცნაური შევარჩიეთ და გვინდა მათ შესახებ თქვენც მოგიყვეთ.

1. სქელტუჩა თევზი

უცნაურ ცხოველებში პირველი ადგილი უჭირავს სქელტუჩა თევზს. „სქელტუჩა“ წყნარ ოკეანეში ცხოვრობს. ის 30 სანტიმეტრი სიგრძისაა და მთლიანად ნაცრისფერია. თევზის სხეული სრიალაა. ამიტომ მისი დაჭერა რთულია.

საინტერესოა, რით იკვებება „სქელტუჩა“? ის საკვებისა-თვის შორს არ მიდის. ეს თევზი ძალიან მოხერხებული და ჭკვიანია. წყლის ფსკერზე კარგად იმალება და მშვიდად უცდის, როდის გამოჩნდება რომელიმე მისი საყვარელი საჭმელი. „სქელტუჩა“ პატარა კიბორჩხალებს,ზღვის ზღარბებსა და ლოკოკინებს ჭამს. თქვენ „სქელტუჩა“ ალბათ ძალიან ზარმაცი თევზი გგონიათ. მაგრამ ის ზარმაცი სულაც არ არის! თურმე ღრმა წყლებში თევზებს უფრო ნაკლები ენერგია აქვთ, ვიდრე ნაკლებად ღრმა წყალში. „სქელტუჩა“ კი, როგორც იცით, წყნარ ოკეანეში ცხოვრობს. ოკეანე ყველაზე დიდი და ღრმა წყალია დედამიწაზე. ოკეანეში მას ენერგიის შენახვა სჭირდება. „სქელტუჩა“ ამის გამო ემალება თავის მსხვერპლს და მას მოხერხებულად იჭერს. ასე მას ნაკლები ენერგია სჭირდება საკვების საშოვნელად.

2. ცხვირა მაიმუნი

ცხვირა მაიმუნს ხშირად პრობოსკის მაიმუნსაც ეძახიან. მას ძალიან დიდი ცხვირი აქვს. ცხვირა მაიმუნი ამიტომაც დაარქვეს. ცხვირა მაიმუნი სამხრეთ აზიაში, კუნძულ ბორნეოზე ცხოვრობს. მაიმუნი გარეგნულად თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი მაიმუნებისაგან. მაგრამ სხვებისაგან მას უზარმაზარი ცხვირით ვარჩევთ. მისი ცხვირი ისეთი დიდია, რომ ძალიან ჰგავს ბუშტს. მაიმუნი უმეტესად ხეზე ცხოვრობს. მას მიწაზე სიარული არ უყვარს. დაბლა მხოლოდ საკვების გამო ჩამოდის. ცხვირა მაიმუნი ძირითადად ფოთლებითა და სხვადასხვა ხილით იკვებება. ცხვირა მაიმუნს ცურვაც შეუძლია. ცხვირა მაიმუნები ერთად, ოჯახებად ცხოვრობენ. მათ ოჯახში დაახლოებით 20 წევრია. ისინი საფრთხის მოახლოებას ერთმანეთს ატყობინებენ და ცდილობენ, ამ დროს ერთმანეთს დაეხმარონ.

3. გამჭირვლე ბაყაყები

ეს ბაყაყები ჩვეულებრივი ბაყაყებისაგან ორი რამით განსხვავდებიან:

1. მათ გამჭირვალე, მწვანე კანი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ ბაყაყის ყველა ორგანო გარედან დაინახოთ. თუ როდისმე გაგიმართლებთ და მას დაიჭერთ, შეგიძლიათ გარედან დააკვირდეთ, როგორ უცემს ბაყაყს გული.

2. გამჭირვალე ბაყაყებს უცნაური ფეხები აქვთ. მათ ჩვეულებრივი ბაყაყებისაგან განსხვავებით, უფრო გრძელი ბარძაყები ეზრდებათ.

გამჭირვალე ბაყაყები სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობენ. ისინი ძალიან ადვილად მრავლდებიან. მდედრი ბაყაყები კვერცხებს ბალახის ფოთლებზე დებენ, მდინარესთან ახლოს. კვერცხებიდან კი მათი შვილები იბადებიან. გამჭირვალე ბაყაყები პატარები არიან. ისინი 3- 4 სანტიმეტრ სიგრძეს აღწევენ. ყველაზე დიდი გამჭირვალე ბაყაყი 7 სანტიმეტრი სიგრძისაა.

4 . ფილიპინური ტარსიერი

ტარსიერი ძალიან უცნაური ცხოველია. მისი სხეული პატარა ზომისაა, თვალები კი უზარმაზარი აქვს. მისი თვალები დაახლოებით მისი ტვინის ტოლია. ტარსიერებს ხელებზე, ადამიანის მსგავსად, ხუთი თითი აქვთ. მათი შუა თითები განსაკუთრებით ძლიერია. ამ თითებში იმდენი ძალა აქვთ, რაც მთლიანად ერთ ხელში. ხელის თითებზე ფრჩხილები ეზრდებათ, ფეხის თითებზე კი ბრჭყალები. ბრჭყალები მათ გადაადგილებაში ეხმარებათ.

ამ ცხოველის ბეწვი ყავისფერია. ზოგ ტარსიერს მუქი შინდისფერი ბეწვიც აქვს. მათი ბეწვი ძალიან რბილია. ტარსიერებს ძალიან კარგი სმენა აქვთ. მათ შორ მანძილზეც შეუძლიათ ხმების მოსმენა. ტარსიერები სხვადასხვა მწერით იკვებებიან. მათ მწერების დაჭერის უცნაური ხერხი აქვთ: მწერებს ენით იჭერენ. ტარსიერების ძირითადი საჭმელი პეპლები და კალიები არიან.

5. იეტის კიბორჩხალა

იეტის კიბორჩხალა ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს მეცნიერებმა. ის წყნარ ოკეანეში ცხოვრობს. იეტის კიბორჩხალა ძალიან უცნაური კიბორჩხალაა. მისი ფეხები დაფარულია ყვითელი ფერის ნაზი ბეწვით. ასეთი ბეწვი სხვა კიბორჩხალებს არ აქვთ. იეტის კიბორჩხალა 15 სანტიმეტრი სიგრძის იზრდება. ის ძირითადად პატარა კრევეტებითა და წყალმცენარეებით იკვებება.

6. თხუნელა ვარსკვლავის მსგავსი ცხვირით

ის ყველაზე უცნაური თხუნელაა დედამიწაზე. გავრცე-ლებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი ცხვირი თითქოს ვარსკვლავს ჰგავს. ცხვირზე თითის მსგავსი 22 წანაზარდი აქვს. თხუნელა 10-დან 13 სან-ტიმეტრამდე სიგ-რძის იზრდება. ცხოვრობს ნესტი-ან მიწასა და მინდორზე. ძალი-ან უყვარს წვი-მიანი ამინდი. მზეს და სიცხეს ვერ იტანს. სხვა თხუნელებისაგან განსხვავებით, ეს უცნაური თხუნელები პატარა ჯგუფებად ცხოვრობენ. ისინი დღისით და ღამით აქტიურები არიან. არასოდეს ისვენებენ. სულ მიწას თხრიან და საკვებს ეძებენ. ეს თხუნელები ჭამენ ჭიებს, მოლუსკებსა და მწერებს.

7. ანგორის კურდღელი

ანგორის კურდღელი შინაური ცხოველებიდან უძველესი ჯიშისაა. ისინი მრავლად არიან თურქეთში. ჩვეულებრივი კუ-რდღლის მსგავსად, ანგორის კურდღელსაც აქვს ნაზი და ფაფუკი ბეწვი. თუმცა მისი ბეწვი, ჩვეულებრივი კურდღლისაგან განსხვავებით, გრძელია. გრძელი ბეწვის გამო ისინი დიდები ჩანან. ცხელ ამინდში ანგორის კურდღელს ძალიან უჭირს გაძლება. ისინი სიცხეში იხუთებიან. ამიტომ მათ ჭრიან ბეწვს. მაშინ ანგორის კურდღელი ჩვეულებრივ კურდღელს ემსგავსება.

8. უნგრული კომონდორი

წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი სპაგეტი ერთად! ახლა ამ სპაგეტის გროვას დაუხატეთ თვალები! თქვენ გამოგივიდათ უნგრული კომონდორი. კომონოდრი ძაღლის ჯიშია. ამ ძაღლის ბეწვს განსა-კუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან მისი სიგრძე 1 მეტრს აღწევს. სხვა ძაღ-ლების ბეწვის დავა-რცხნა ადვილია, კო-მონდორის ბეწვის დავარცხნა კი შეუძლებელია. როცა მისის ბეწვი იზრდება, ის აუცილებლად უნდა დალაგდეს და დაიშალოს. მოუვლელი ბეწვი ერთმანეთში იხლართება და ძაღლი ამის გამო ძალიან წუხდება. კომონდორის გამოკვება ადვილია. ის დღეში მხოლოდ ერთ კილოგრამ საკვებს ჭამს. უნგრული კომონდორი მეცხვარე ძაღლია. ის მეცხვარეებთან ერთად ცხვარს მწყემსავს. ხალხში მათი მოშინაურების ლეგენდაც კი არსებობს. ამბობენ, რომ უნგრული კომონდორები მგლის შვილები არიან. პატარა მგლის ლეკვები მეცხვარეებს უპოვიათ და მათთვის წყალი მიუციათ. ზოგმა ლეკვმა წყალი ძაღლის მსგავსად დალია, ზოგმა კი ის პირდაპირ გადაყლაპა. ვინც წყალი გადაყლაპა, ის ლეკვები დახოცეს. დანარჩენები კი წაიყვანეს და მოაშინაურეს. ასე დარჩნენ უნგრული კომონდორები მეცხვარეებთან.

9. ზღვის გოჭი

მას ზღვის გოჭი ჰქვია, მაგრამ არაფ-რით ჰგავს ჩვეულებ-რივ გოჭს. ზღვის გოჭი ცხოვრობს ოკეანეებში მთელ დედამიწაზე. ის ათი სანტიმეტრი სიგრძისაა. ზღვის გოჭს ოთხი საცეცი აქვს. ამ საცეცების დახმარებით ის საკვებს მოიპოვებს და გადაადგილდება. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ზღვის გოჭს შეუძლია საცეცები დამალოს და გამოაჩინოს. ის საცეცებს ბერავს, როცა სჭირდება. როცა არ უნდა - მას ნელ-ნელა აქრობს - მთელი სხეულით შეისრუტავს. ზღვის გოჭები საკვებისთვის ზღვის ფსკერზე ძალიან ღრმად ჩადიან. იქ ტალახია. ზღვის გოჭები ამ ტალახით იკვებებიან.

10. „აიე-იე“ ანუ ხელფეხა

ასეთი უცნაური სახელი ძალიან უცნაურ ცხოველს აქვს. ის პატარა მაიმუნია და მადაგასკარზე ცხოვრობს. მას ძალიან უცნაური სხეული აქვს. მისი კუდი დანარჩენ სხეულზე გრძელია, ტანი - 40 სანტიმეტრი, კუდი კი 60 სანტიმეტრი აქვს. აიე-იე 2 კილოგრამს იწონის. მას დიდი თავი და დიდი ყურები აქვს. ხელებზე და ფეხებზე თითები აქვს. ყველა თითზე ბრჭყალები ეზრდება, მაგრამ ფეხების ცერა თითებზე ჩვეუ-ლებრივი ფრჩხილები აქვს. აიე-იე იკვებება მანგოსა და ქოქოსის ხის ნაყოფით. მას ძალიან უყვარს ხოჭოები და მატლები. ამ ცხოველსხელფეხსაც უწოდებენ მისი გრძელი ხელებისა და ფეხები გამო.