იაპონია
შესავალი
ალბათ გსმენია იაპონიის შესახებ. იაპონია აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. იაპონიაში მზე პირველი ამოდის, რადგან ის ყველა ქვეყანაზე აღმოსავლეთითაა. ამიტომ იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ. იაპონიაში 128 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იაპონიაში ყველაზე დიდი რაოდენობით თანამედროვე ტექნიკა მზადდება. ამიტომ იაპონიას თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყანასაც უწოდებენ. იაპონია ძალიან თანამედროვე ქვეყანაა, მაგრამ მას იმპერატორი დღესაც ჰყავს.
იაპონელებს ძალიან ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ. ისინი საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. იაპონია ტურისტების საყვარელი ქვეყანაცაა. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი იაპონიას მარტსა და აპრილში სტუმრობს. ამ პერიოდში იაპონიაში საკურა ჰყვავის.
საკურა
საკურა იაპონური ალუბლის ხეა. ის გაზაფხულზე ყვავის. საკურა იაპონური კულტურის ნაწილია. მისი ყვავილობა ძველ იაპონურ ნახატებზეა გამოსახული.
საკურა სულ შვიდი დღე ყვავის. ეს შვიდი დღე იაპონელებისთვის დღესასწაულია. ამ დღესასწაულს ჰანამის უწოდებენ. ჰანამი იაპონურად ყვავილის ყურებით ტკბობას ნიშნავს.
საკურას ყვავილი ვარდისფერი ან თეთრია. იაპონელებს ყველგან აქვთ საკურას ხეები. საკურას იპონელების ეზოებში, ბაღებში, სკვერებში ნახავთ. იაპონელები საკურას ფოთლებს საკვებად იყენებენ.
სუში
იაპონელების ძირითადი საკვები ძველი ტრადიციებიდან მოდის. ისინი ზღვის პროდუქ-ტებითა და ბრინჯით იკვებებიან. იაპონელები საკვებად დანას და ჩანგალს არ იყენებენ. ისინი საკვებს ხის ორი ჯოხით მიირთმევენ.
სუში ტრადიციული იაპონური საკვებია. ის მზადდება უმი თევზისა და ბრინჯისგან.
იაპონურ კერძში მთავარი მისი სილამაზეა: კერძი ლამაზად უნდა იდოს თეფშზე.
სუში არა მარტო იაპონელებს უყვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ძვირი კერძია მსოფ-ლიოში.
სამურაი
სამურაი ძველად იაპონელ მეომრებს ერქვათ. სამურაი იაპონურად სამსახურს ნიშნავს. სამურაი ბატონს ემსახურებოდა და იცავდა. ბრძოლის დროს სამურაი ხმალს იყენებდა. ხმალს იაპონურად კატანა ჰქვია. სამურაი ცნობილი იყო ხმლით ბრძოლის ხელოვნებით.
სამურაები განსაკუთრებულ სამოსს ატარებდნენ. მათ ჰქონდათ თავიანთი კანონების წიგნიც. სამურაები ამ კანონებს პატივს სცემდნენ და ბატონის ერთგულები იყვნენ.
ტყვედ ჩავარდნილი სამურაები თავს იკლავდნენ. ისინი მუცელს ხმლით იფატრავდნენ. ამ წესს ჰარაკირი ეწოდება. ჰარაკირი ვაჟკაცობის სიმბოლო იყო.
სამურაების ცხოვრებაზე ბევრი წიგნია დაწერილი. ასევე, გადაღებულია ცნობილი იაპონური ფილმი „შვიდი სამურაი“.
კაბუკი
იაპონელებს ხელოვნების ძველი ტრადიციები აქვთ. იაპონურ თეატრს კაბუკი ჰქვია. კაბუკი სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას ნიშნავს.
ძველად მსახიობები მხოლოდ ქალები იყვნენ. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ყველაფერი შეიცვალა: მსახიობები მხოლოდ მამაკაცები გახდნენ. მსახიობებიც განსაკუთრებულ სამოსს ატარებდნენ. ეს სამოსი ხალათს ჰგავდა. ამ ხალათს იაპონურად კიმონო ჰქვია. კიმონო ახლაც ძალიან პოპულარულია იაპონიასა და სხვა ქვეყნებშიც.
კაბუკის თეატრში მნიშვნელოვანი იყო მსახიობების მაკიაჟი. ისინი მაკიაჟს თვითონ იკეთებდნენ. ჯერ სახეზე ზეთსა და ცვილს ისვამდნენ, შემდეგ თეთრ საღებავს, ბოლოს კი წითელ და შავ ხაზებს იკეთებდნენ ტუჩებსა და თვალებზე.
სპექტაკლის ბოლოს მსახიობები სახეზე აბრეშუმის ნაჭერს იდებდნენ. ასე მაკიაჟი აბრეშუმის ნაჭერზე გადადიოდა. ამ აბრეშუმის ნაჭერს მსახიობები დიდხანს ინახავდნენ.
კაბუკი დღესაც იაპონელების საყვარელი გასართობია.
ბონსაი
იაპონელებისთვის, ტრადიციების გარდა, სილა-მაზეც მნიშვენლოვანია. ამიტომაც გამოიყვანეს ბონსაი - ჯუჯა ხე. ბონსაი ქოთანში იზრდება. ის ნამდვილ ხეა, ოღონდ ძალიან პატარაა... ბონსაი ნამდვილ ხეს ჰგავს, ოღონდ ძალიან პატარაა – ის დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრია. ბონსაის გაზრდა ძალიან რთულია. მისი გაზრდისთვის სპეციალური ნიადაგი, მზის კაშკაშა სინათლე,
წყალი და სასუქია საჭირო.
შოგი
იაპონურ ჭადრაკს შოგი ჰქვია.
პირველად ჭადრაკი ინდოეთში მოიგონეს. შოგი ინდური ჭადრაკის შემდეგ გაჩნდა, მერვე საუკუნეში.
თუმცა, ინდური ჭადრაკისგან შოგი რამდენიმე წესით განსხვავდება: მაგალითად, იმით, რომ თამაშში მოწინააღმდეგის მიერ აყვანილი ფიგურა შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს...
ორიგამი
ორიგამი ქაღალდისგან ნივთების შექმნის ხელოვნებაა. ქაღალდის სამშობლო ჩინეთია, თუმცა ქაღალდისგან მშვენიერი ნივთების შექმნა იაპონელების მოგონილია. ორიგამის ხელით ამზა-დებენ. ძველად მას განსა-კუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და რელიგიური დღესასწაულების დროს გა-მოიყენებდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე იაპო-ნელები პატარა კოლოფს - სანბოს აკეთებდნენ, რომელშიც თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს დებდნენ. სანბოთი იაპონელებს ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ...
როგორც ხედავთ, იაპონური ხელოვნება რელიგიაშიც არის ასახული.
იაპონელები ფიქრობდნენ, რომ ვისაც ორიგამის დამზადება კარგად შეეძლო, ძალიან განათლებული და დახვეწილი პიროვნება იყო. იაპონელები განსხვავებული ფიგურებით განსხვავებულ გრძნო-ბებს გამოხატავდნენ. მეგობრობის სიმბოლოები იყო პეპელა, ჩიტი და ყვავილი.
ყველაზე ცნობილია იაპონური ორიგამის ფიგურაა თეთრი წერო. თეთრი წერო ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა. იაპონელებს სჯერათ, რომ ის, ვინც 100 თეთრ ქაღალდის წეროს გააკეთებს და სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუსრულდება. საინტერესოა, რომ წერო დაუჭრელი ქაღალდისგან მზადდება.
კიმონო
კიმონო იაპონელი ქალების ტრადიციული სამოსია. კიმონომ შესაძლებელია ხალათი გაგახ-სენოთ. ის გრძელი კაბაა, რომელიც წელ-ზე ქამრით იკვრება. არსებობს როგორც ქალის, ისე მამაკაცის კიმონო. ერთი შეხე-დვით, კიმონო მარტივი სამოსია. რეალურად, ის 20 ელემენტისგან შედგება, რომლებიც აუცილებელია ჩაცმის დროს. ყველა წესის დაცვით კიმონოს ჩაცმა მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა სამი ადამიანი. კიმონო საკმაოდ მოუ-ხერხებელი სამოსია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღევანდელ დღეს იაპონელი ქალები კიმონოს გამარტივებული წესით იცვამენ. ისინი არ იკეთებენ ყველა ელემენტს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიმონოს მოხატულობას. გავრცელებულია კიმონო წელიწადის დროების გამოსახულებით.
იაპონელები კიმონოს შიგნით იცვამენ პერანგს და ქვედაბოლოს. ფეხზე იცვამენ გეტას - იაპონურ ფეხსაცმელს. გეტა ხისგან და ტყავისგან მზადდება. ქუსლის ზომა დაახლოებით ათი სანტიმეტრია. ძველად ეს ფეხსაცმელი მეომრებს ეცვათ და იბრძოდნენ.
იკებანა
იკებანა განსაკუთრებული ხელოვნებაა. იკებანა ყვავილებისგან დამზადებული თაიგულია. ძველად იკებანას რელიგიურ დღესასწაულებზე იყენებდნენ და მას ღმერთს მიართმევდნენ..
იკებანას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მასში უნდა იყოს ცის, მიწისა და ადამიანის სიმბოლური გამოსახულება. ამ სამ სიმბოლოს იკებანას ოსტატები ყვავილებით, ბალახებით, ნედლი ტოტებით და ლარნაკებით ახერხებენ. თაიგულის მომზადებისას ისინი მკაცრ
პროპორციებს იცავენ.