ტოკიო

შესავალი

აღმოსავლეთის დედაქალაქის შესახებ თუ გსმენია რამე? მართალი ხარ, იაპონიის დედაქალაქის - ტოკიოს შესახებ გეკითხები...

ტოკიოსთან დაკავშირებით, ალბათ, მიწისძვრები და ცუნამები გახსენდება. მართალი ხარ, ამ ქალაქში ძალიან ხშირია მიწისძვრა და ცუნამი. მიუხედავად ამისა, ტოკიო მაინც ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობით მთელ მსოფლიოში, მის სანახავად უამრავი ხალხი ჩადის, იმპერატორის სასახლე, ცათამბჯენები, უძველესი ტაძრები და მუზეუმები, გინზას უბანი თუ დისნეი ლენდი ტოკიოს ულამაზესი ადგილებია. ამიტომ ყველა ადამიანს უნდა ამ ქალაქის შესახებ მეტი გაიგოს...

მოდით, ჩვენც ნუ დავაყოვნებთ, ჩვენც ვიმოგზაუროთ ტოკიოში და გავიგოთ უფრო მეტი „აღმოსავლეთის დედაქალაქის“ შესახებ.

ტოკიოშესახებ

ტოკიო იაპონიის კუნძულების ყველაზე დიდ, კანტოს ველზე მდებარეობს. იგი ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქი 1869 წელს გახდა. სწორედ იმ დროიდან უწოდეს მას ტოკიო, რაც აღმოსავლეთის დედაქალაქს ნიშნავს, წინათ კი ამ ქალაქს ედო ერქვა და იაპონიაში არაფრით გამოირჩეოდა. იგი სათევზაო ადგილს წარმოადგენდა.

ტოკიო ძველისა და ახლის შერწყმაა. აქ არის თანამედროვე სახლები და შენობები, აქვეა უძველესი ტაძრები. ტოკიო თანამედროვე მოდისა და ტექნიკის ცენტრია. ამავე დროს, ტოკიოში ძველი დასახლების - ედოს ტრადიციებიცაა თავისი თევზაობის კულტურით.

იცოდი, რომ ტოკიო 23 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს? იცოდი, რომ 23 ადმინისტრაციული ერთეულით ქალაქი ტოკიო მსოფლიოს უდიდეს ქალაქად ითვლება?

იცოდი, რომ ტოკიო, ცენტრალური ქუჩების გარდა, მოიცავს უკაცრიელ პატარა კუნძულებს? ეს მივარდნილი კუნძულები ტოკიოდან 1850 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული.

გსმენია, რომ ტოკიოში უამრავი ბანკია? გსმენია, რომ ნიუ იორკთან და ლონდონთან ერთად, ტოკიო მსოფლიოში ყველაზე დიდი ცენტრია ბანკების რაოდენობით?

იცოდი, რომ ტოკიოში ყველაზე კარგად დაქსელილი რკინიგზაა? იცოდი, რომ ტოკიო 2006 წლამდე ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლებოდა? იცოდი, რომ ტოკიო ყველაზე გამწვანებული ქალაქია აზიაში?

ალბათ, გსმენია ტოკიოს ტრაგედიების შესახებ. ტოკიოში ხშირად ტრაგედიები მიწისძვრების, ცუნამის, ატომური ბომბის ჩამოგდების, ეკოლოგიური კატასტროფების გამო მომხდარა...

ტოკიოს თევზის ბაზრის შესახებ თუ გსმენია? ტოკიო ცნობილია აგრეთვე თევზების ბაზრით. თევზების მრავალფეროვნებით ტოკიოს თევზების ბაზარი (ცუკიჟი) პირველია მთელ მსოფლიოში.

ტოკიოს ღირსშესანიშნაობები

მიდთაუნ აუერი

ტოკიო ცათამბჯენების ქალაქიცაა, მაგრამ მსოფლიოს სხვა ქალაქების ცათამბჯენებთან შედარებით, აქაური ცათამბჯენები უფრო დაბალია. მეტიც - ტოკიოში საერთოდ აკრძალული იყო 31 მეტრზე მაღალი შენობების აგება. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ხშირი მიწისძვრები იყო. მიუხედავად ამისა, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ტოკიოში მაინც აშენდა რამდენიმე ცათამბჯენი. მათ შორის გამორჩეულია 2007 წელს დასრულებული "მიდთაუნ ტაუერი". ამ ცათამბჯენის სახელწოდება ნიუ-იორკის უბნის სახელწოდებიდან მომდინარეობს. „მიდთაუნი“ - ასე ეწოდება ნიუ-იორკში ერთ-ერთ დასახლებას. „მიდთაუნ ტაუერი“ ქალაქის უმაღლესი ნაგებობაა.

იმპერატორის სასახლე

ტოკიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია იმპერატორის სასახლე. იმპერატორის სასახლე მე-19 საუკუნეში ააგეს. ჩვეუ-ლებრივ დღეებში იმპერა-ტორის სასახლეში მოქალაქე-ებისთვის შესვლა აკრძა-ლულია. მნახველებისთვის იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერიმპერატორის დაბადების დღეს, 23 დეკემბერსა და ახალ წელს, 2 იანვარს იხსნება. იმპერატორის დაბადების დღე, როგორც სახელმწიფო დღესასწაული, იაპონიაში 1873 წლიდან აღინიშნება.

ამჟამინდელი იმპერატორის სასახლის ადგილზე იყო ედოს ტაძარი. ედო, ალბათ, გახსოვთ, ტოკიოს ძველი სახელი. სხვათა ორის, ედოს ტაძარი ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს ტაძრადაც ითვლებოდა. ის მე-17 საუკუნეში აშენდა. ედოს ტაძარი დაიწვა 1657 წლის დიდი ხანძრისას.

1869 წლიდან ტოკიო გახდა იაპონიის დედაქალაქი და ეს ადგილი გახდა იმპერატორის სასახლე. თუმცა, სასხლე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1923 წლის იაპონიის ძლიერი მიწისძვრით და მეორე მსოფლიო ომის დაბობვებით; იგი, ფაქტობრივად, ხელახლა ასაშენებელი გახდა.

იმპერატორის სასახლეში იმპერატორი და მისი ოჯახი ცხოვრობს. სასახლეში განლაგებულია როგორც სამუშაო ოთახები, აგრეთვე საცხოვრებელი ოთახები, სტუმრების ოთახები და ადმინისტრაციული ოთახები.

იმპერატორის სასახლე ბაღებითდა ტყეებით არის ცნობილი. იმპერატორის სასახლე ძალიან ძვირადღირებული ადგილია. მიწა, სადაც იმპერატორის სასახლეა, იმაზე ძვირად ღირებულია, ვიდრე მთლიანად კალიფორნიის შტატი ამერიკაში. ტყეები და ბაღები სასახლის ერთ-ერთი მთავარი ადგილია. სასახლე იყოფა 4 ბაღად.

გინზას ქუჩა

კომერციული თვალსაზრისით, ქალაქის ცენტრია თვალ–უწვდენელი ბრწყინვალე ქუჩა გინზა. ეს ქუჩა ნამდვილი სამოთხეა და ტოკიოს უმთავრეს ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიება. გინზა არის ტოკიოს ყველაზე დიდი ცენტრი უამრავი მაღაზიით, ბარით, რესტორნით, ბანკით და ა.შ. ამ უბანში არის უამრავი მუზეუმი და ტაძარიც. ეს ქუჩა განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა ყველაფერი განათებულია...

გინზა მნიშვნელოვანი საბანკო ადგილი ჯერ კიდევ 1612 წელს გახდა. 1612 წელს აქ ააშენეს ზარაფხანა. ალბათ, იცი, ზარაფხანა რაც არის: ადგილი, სადაც ფულს ჭრიან. საინტერესოა, რატომ დაარქვეს ამ ქუჩას გინზა; ნეტავ რას ნიშნავს გინზა? „გინ“ იაპონურად ვერცხლს ნიშნავს, გინზა კი - ვერცხლის სასახლეს და სავაჭრო ადგილს. რადგან გინზა ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საბანკო და სავაჭრო ადგილი, შესაბამისი სახელიც დაარქვეს. გინზა გავრცელებული სახელი იყო იაპონიაში. დაახლოებით 600 ადგილს უწოდებდნენ გინზას. დროთა განმავლობაში ამ ადგილებს „პლაზა“ დაერქვა, ხოლო ტოკიოს ეს უბანი კვლავ გინზად მოიხსენიება.

გინზას უბანში ექვსი დიდი სავაჭრო მაღაზია და 30-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის საფირმო ბუტიკია განლაგებული. ამ უბანში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ყველაზე თანამედროვე ტექნიკა, აგრეთვე მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელი.

ცნობილ მაღაზიებს შორის გინზაზე შეხვდებით კრისტიან დიორს, ტიფანის, გუჩის, ჰერმესს და უამრავ სხვა ცნობილ მაღაზიას. გინზა ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია ტოკიოს სტუმრებისთვის.

ტოკიოს დისნეილენდი

ტოკიოს დისნეილენდი, ალბათ, გაგიგია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ტოკიოში. ტოკიოს დისნეილენდი მსოფლიოში მერვე ადგილია, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად დადიან ან წასვლა სურთ. ტოკიოს დისნეილენდი ბავშვებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.

ტოკიოს დისნეილენდში არის უამრავი სათავგადასავლო ატრაქციონი, თეატრალური ატრაქციონები, საკონცერტო და გასართობი ადგილები. ტოკიოს დისნეილენდი საუკეთესო ადგილია ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც.