ლონდონი

შესავალი

ალბათ ყველას გსმენიათ ლონდონის შესახებ. ალბათ ყველამ იცით ინგლისის ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ. ალბათ ყველამ იცით, რომ ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია.

საინტერესოა ლონდონის დაარსების ისტორია. ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. თუმცა, ყველაფერი

თავიდან დავიწყოთ. ჩვენ გიამბობთ ლონდონის დაარსების შესახებ. მოგითხრობთ საინტერესო ფაქტებს ლონდონის შესახებ. გაგაცნობთ ლონდონის ღირსშესანიშნაობებს...

ალბათ, დაინტერესდით...

მაშ, დავიწყოთ ლონდონში მოგზაურობა!

ლონდონი დაარსების ისტორია

ქალაქი ლონდონი რომაელებმა დააარსეს. რომაელთა ჯარი ინგლისში კენტიდან კოლჩესტერისკენ მიემართებოდა.

კოლჩესტერი იმ დროისთვის ინგლისის ყველაზე დიდი ქალაქი იყო. გზად რომაელები შეჩერდნენ მდინარე ტემზასთან. ამ მდინარის გადალახვა რთული იყო. მთავარსარდალმა ხიდის აშენება ბრძანა. მდინარე ტემზაზე რომაელებმა ხიდი ააგეს - სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ლონდონია გაშენებული... ალბათ, იცი, რომ ლონდონი მდინარე ტემზაზეა.

ხიდის აგებამ ჯარების მიმოსვლა გააადვილა. მალე აქ დასახლდნენ რომაელები და ამ ადგილს ლონდონიუმი უწოდეს.

საინტერესო ფაქტები ლონდონი შესახებ

იცოდი, რომ ლონ-დონს მსოფლიოს ქალაქ-საც უწოდებენ? იცოდი, რომ ლონდონი ოცდა-მეერთე საუკუნის მსოფ-ლიოს დედაქალაქადაც დაასახელეს? ალბათ, გსმენია, რომ ლონდონს ბევრი საინტერესო ისტორია უკავშირდება...

იცოდი, რომ ლონდონი სიდიდით მეცხრე ქალაქია მსოფლიოში და პირველი - ევროკავშირის ქვეყნებში? ალბათ გაგიკვირდება: ლონდონი რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის რაოდენობით მერვე იქნებოდა სიდიდით ევროპაში...

იცი, რომ ლონდონი ორი ნაწილისგან შედგება: ლონდონ სიტისგან და ლონდონ ვესტმინსტერის-გან? ლონდონ სიტიში უამრავი ბანკია, ლონდონ ვესტმინსტერში კი პარ-ლამენტისა და მთავრობის შენობებია.

იცოდი, რომ ლონდონში სამჯერ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები? პირველად ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1908 წელს. მეორედ ოლიმპიური თამაშები ლონდონში ჩატარდა 1948 წელს. მესამედ ოლიმპიური თამაშები ლონდონში  2012 წელს ჩატარდა.

ალბათ იცი, რომ ლონდონში უცხოელ სტუ-მართა რაოდენობა ყვე-ლაზე დიდია მსოფლიოში. ტურისტებმა 2012 წელს ლონდონი ყველაზე მიმ-ზიდველ ქალაქად დაა-სახელეს. ლონდონში 270-ზე მეტ ენაზე საუბრობენ და ეს მსოფლიო რეკორდია...

ალბათ ჯერ არ იცი, რომ ტურისტებმა 2012 წელს ლონდონი ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დაასახელეს. ალბათ არც ის იცი, რომ ლონდონი სიძვირით მესამე ქალაქია მსოფლიოში მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ...

ალბათ გაგიკვირდება, როცა გაიგებ, რომ ლონდონში ხუთ მეტროსადგურს ბარების სახელები ჰქვია. იცოდი, რომ ლონდონის მეტრო პირველი იყო მსოფლიოში? იცი, რომ ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორი? ამ ესკალატორს 318 საფეხური აქვს.

ალბათ, იცი, რომ პარ-ლამენტის სასახლეს ვესტმინ-სტერის სასახლეს უწოდებენ. იცოდი, რომ ამ სასახლეში 1100 ოთახზე მეტია? უფრო მეტიც, 100-ზე მეტი კიბეა და მთლიანობაში კორიდორების სიგრძე ხუთი კილომეტრია! გაგიკვირდება და - სასახლეში 19 ბარი და რესტორანია...

ლონდონის ღირშესანიშნაობები

ბუკინგემის სასახლე

ბუკინგემის სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ბუკინგემის სასახლე დედოფლის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. ბუკინგემის სასახლე ააშენა ჯონ შეფილდმა, ბუკინგემის ჰერცოგმა. თავდაპირველად ბუკინგემის სახლი ეწოდა და ჰერცოგმა ის საკუთარ ლონდონურ სახლად აიშენა.

მეფე ჯორჯ მესამემ ბუკინგემის სახლი შეისყიდა თავისი მეუღლისთვის, დედოფალი შარლოტასთვის და ბუკინგემის სახლს ეწოდა დედოფლის სახლი. ბუკინგემის სახლი გადაიქცა ბუკინგემის სასახლედ 1820 წელს დედოფალ ვიქტორიასთვის.

ბიგ ბენი

ბიგ ბენი ალბათ ყვე-ლამ იცით. ის ლონდონის პარლამენტის სახლის აღ-მოსავლეთით მდებარე-ობს. ხშირად ბიგ ბენის სახელწოდება საათის სა-ხელწოდება ჰგონიათ. სი-ნამდვილეში ბიგ ბენი დიდი ზარის სახელწოდებაა, რომელიც საათიდან გაისმის. კოშკზე საათი დამონტაჟდა 1859 წელს. ეს საათი უდიდესი იყო იმ დროისთვის მსოფლიოში. საათის წონა 13,5 ტონაა.

ბიგ ბენის სახელწოდებასთან დაკავშირებით, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, ბიგ ბენი ეწოდა მშენებლობის ხელმძღვანელის - ბენჟამინ (ბენ) ჰოლის საპატივცემულოდ. თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ სახელწოდება წამოვიდა ცნობილი მოკრივისა და ჩემპიონის - ბენჟამინ ქაუნთის სახელიდან.

ლონდონის ტაუერის ხიდი

1894 წელს დედოფალმა ვიქტორიამ ტაუერის ხიდი ააგებინა, რომელიც ლონდონის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორიც პარიზისათვისეიფელის კოშკი. ხიდი 100 წლის

განმავლობაში დაახლოებით მილიონჯერ აწიეს - ტემზაზე გემების გასატარებლად. მოქალაქეებს მხოლოდ 1982 წელს დართეს ნება, ტაუერის ხიდზე ასულიყვნენ. მალე მიღებების, დღესასწაულებისა და გამოფენების გამართვაც დაიწყეს ტაუერის ხიდზე.

ლონდონის ტაუერი

ლონდონის ტაუერის მშენებლობა მეფე უილიამ დამპყრობელმა დაიწყო მდინარე ტემზის სანაპიროზე. თავდაპირველად ციხესიმაგრეს გარშემო წყლით სავსე თხრილი ერტყა. 19-ე საუკუნეში ის მიწით ამოავსეს.

საუკუნეების განმავლობაში ლონდონის ტაუერს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. თავდაპირველად ის ციხესიმაგრე იყო, შემდეგ სამეფო რეზიდენცია, ციხე და ზოოპარკი. ტაუერში იყო ზარაფხანაც, სადაც ოქროს მონეტები იჭრებოდა.

თავდაპირველად თეთრი კოშკი აშენდა. შემდეგ დაემატა სხვა კოშკები, მათ შორის ლომის კოშკიც, სადაც ზოოპარკი იყო.

ლონდონის ტაუერში მოღალატეებს ამწყვდევდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

დღეს ლონდონის ტაუერი მუზეუმია. აქ შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირფასი ოქროს სამკაულების ნახვა.

ლონდონის თვალი

ლონდონის თვალი უნიკალური კარუსელია. კარუსელის სიმაღლე 135 მეტრია. კარუსელის ერთ ბრუნს 30 წუთი სჭირდება. კარუსელზე სულ 32 ვაგონია და თითოეული 25 ადგილიანია... ლონდონის თვალს წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ლონდონის თვალი ერთ დროს ყველაზე დიდი და მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში. 2006 წელს ააგეს ეშმაკის ბორბალი „ნანჩანის ვარსკვლავი“, რომელიც „ლონდონის თვალზე“ 25 მეტრით მაღალია. დღესდღებით კი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი სინგაპურშია. მისი სიმაღლე 165 მეტრია.

ტრაფალგარის მოედანი

ტრაფალგარის მოედანი ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია ლონდონში. ტრაფალგარის მოედანი ინგლისელმა არქიტექტორმა სერ ჩარლზ ბერმა შექმნა მეცხრამეტე საუკუნეში.

1805 წელს ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის მეთაურობით საფრანგეთის ფლოტი გაანადგურა. ამ ბრძოლას ტრაფალგარის ბრძოლას უწოდებენ, რომელსაც მიეძღვნა ტრაფალგარის მოედნის მშენებლობა. სწორედ ადმირალი ნელსონის გრანიტის სვეტია აღმართული ტრაფალგარის მოედნის ცენტრში. სვეტის სიმაღლე 50 მეტრია.

ტრაფალგარის მოედანზე ასევე დგას ფრანგული ზარბაზნებისგან ჩამოსხმული ოთხი ლომი. მოედანზე დგას მრავალი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის ძეგლი და ბიუსტი. 1939 წელს მოედანს დაემატა არქიტექტორ ლუთენსონის მიერ დაპროექტებული ორი შადრევანი.

ტრაფალგარის სკვერის კუთხეში ეროვნული გალერეა მდებარეობს, სადაც უნიკალური სურათების ხილვაა შესაძ-ლებელი. გალერეაში შესვლა უფასოა.

პიკადილისკვერი

პიკადილი ლონდონის ცენტრში მდებარე მოედანია. ის სულ ხალხითაა სავსე, რადგან ხუთ მთავარ ქუჩას აერთებს.

პიკადილის მოედნის ცენტრში დგას შაფთსბარის მემორიალური შადრევანი. ის 1893 წელს აშენდა ლორდ შაფთსბარის სახელზე, რომე-ლიც ქველმოქმედ ადამიანად ითვლებოდა.

14

14

შადრევნის თავზე ქანდაკებაა განლაგებული. ქანდაკება ადამიანის მოწყალებას გამოხატავს. ქანდაკებას ბერძნული მითოლოგიის ღმერთის - ეროსის სახელი ეწოდა. ეროსი  სიყვარულის  და სილამაზის  ღმერთია.   შადრევანი ბრინჯაოსგანაა  დამზადებული, ხოლო ქანდაკება -ალუმინისგან. ალუმინი მე-19 საუკუნეში  იშვიათ  და ძვირფას მასალას წარმოადგენდა.

15

15