კაირო

შესავალი

კაირო ეგვიპტის დედაქალაქია. ის უდიდესი ქალაქია აფრიკაში. კაირო მეთექვმეტე ქალაქია მსოფლიოში მოსახლეობით. კაიროს ოფიციალური სახელია "ალ-ქაჰირა", სახელი "ალ-ქაჰირა" ითარგმნება, როგორც "გამარჯვებული" ან „ტრიუმფატორი“ . ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან - "მტერთა დამთრგუნველი“ - უნდა წარმოქმნილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა.

კაიროს მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი უჭირავს. ის მდინარე ნილოსზეა გაშენებული. მდინარე ნილოსი უდიდეს როლს თამაშობდა და თამაშობს კაიროს განვითარებაში.

საინტერესო ამბები კაიროს შესახებ

2

2

კაირო ერთ-ერთი უძველესი, ეგვიპტური ცივილიზაციის აკვანია. კაიროსთან ახლოს მდებარეობს სახელგანთქმული ხეოფსის პირამიდა. ხეოფსის პირამიდა 2 მილიონი ქვის ბლოკისგან არის აშენებული, მის აშენებას 20 წელიწადზე მეტი დასჭირდა.

კაირო არა მარტო პირამიდებით არის ცნობილი. აქ არის ეგვიპტეში უძველესი სინაგოგა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალ-აზარის უნივერსიტეტი, რომელიც კაიროშია, ყველაზე ძველი უნივერსიტეტია მსოფლიოში.

კაიროს ეროვნული მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და ყველაზე მდიდარი თავისი კოლექციითა და სიძველით.

კაიროს მუზეუმი

ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი ან შემოკლებით - ეგვიპტის მუზეუმი - კაიროში, ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექციაა მსოფლიოში. მუზეუმის კოლექციაში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია.

მუზეუმი ეგვიპტის მთავრობის მიერ 1835 წელს დაფუძნდა, როგორც ეგვიპტური ანტიკური ნიმუშების სამსახური, რათა შეეზღუდათ უძველესი ისტორიული ნივთების ძარცვა არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან. თავად მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს ფრანგი არქეოლოგის აუგუსტ მარიეტის მიერ შეგროვებული კოლექციით. კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეოკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, კაიროს ცენტრში.

კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონ ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს.

მუზეუმის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით, 1981 წელს დახურეს. 1985 წელს ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.

კაიროს ციტადელი

კაიროს ციტადელი 1176-1183 წლებში აშენდა ეგვიპტის სულთნის სალადინის მიერ.

ამბობენ, რომ ციხე-სიმაგრესთან სუფთა ჰაერი იყო და ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სალადინმა სწორედ ეს ადგილი შეარჩია ციხე-სიმაგრის მშენებლობისთვის.

ლეგენდის მიხედვით, სალადინმა საქონლის ხორცის ნაჭრები კაიროს სხვადასხვა უბანში ჩამოკიდა. ერთ-ერთი ადგილი სწორედ კაიროს ციტადელის ტერიტორია იყო. ხორცის ნაჭერი ყველგან გაფუჭდა, ხორცი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ კაიროს ციტადელის ტერიტორიაზე შემოინახა უვნებლად. ამიტომაც, სწორედ ამ ადგილას გადაწყვიტა სულთანმა, აეშენებინა კაიროს ციტადელი.

კაიროს ციტადელის დაარსების გარდა, უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს ამ ციტადელის შესახებ. ალბათ, დაგაინტერესათ ამ ფაქტებმა. რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ:

კაიროს ციტადელი ეგვიპტის მთავრობის რეზიდენციას წარმო-ადგენდა 1860 წლამდე, 1860 წლიდან კი ეგვიპტის მმართველები სხვა სასახლეში გადავიდნენ.

კაიროს ციტადელთან სამი მეჩეთია განთავსებული. ესენია: ალ-ნასირ მუჰამედის მეჩეთი - ადრეული მამლუქების პერიოდიდან; სულეიმან ფაშას მე-16 საუკუნის მეჩეთი, რომელიც პირველი ოსმალური სტილის მეჩეთია ციტადელში; მესამე მეჩეთი კი მუჰამედ ალის მეჩეთია, რომელიც კაიროს ციტადელის წვერზე მდებარეობს. ის 1828-1848 წლებში აშენდა.

კაიროს ციტადელში უამრავი საინტერესო შენობა და დაწესებულებაა განთავსებული. ასე, მაგალითად, კაიროს ციტადელის ნაწილია ეგვიპტის ეროვნული სამხედრო მუზეუმი და ეგვიპტის პოლიციის მუზეუმი.

კაიროს ციტადელის არქიტექტურა უნიკალურია და ის ერთ-ერთი ცნობილი ნაგებობაა მსოფლიოში შუა საუკუნეების ნაგებობათა შორის. ციტადელის არქიტექტურა აიუბიდურ, მამლუქურ და ოსმალურ სტილშია.

პირამიდები

კაიროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირს-შესანიშნაობა პირამიდე-ბია. ეგვიპტის პირამი-დები მსოფლიოს საოც-რებაა. ეს უზარმაზარი ქვის შენობებია, რომლე-ბიც ეგვიპტელებმა ძალიან დიდი ხნის წინ ააგეს. ეგვიპტელები ამ უზარმაზარ შენობებს მანქანებისა და ტრაქტორების გარეშე აშენებდნენ. ისინი უზარმაზარ ლოდებს ხელით ზიდავდნენ. პირამიდები ძალიან დიდხანს შენდებოდა. პირამიდებს ეგვიპტელები ფარაონებისათვის აგებდნენ პირამიდებს შორის ყველაზე დიდია გიზის პირამიდა. გიზის პირამიდა აშენდა ეგვიპტის ფარაონის ხუფუს განსასვენებლად. გიზის პირამიდა მოიცავს სამ განსასვენებელ პალატას. როდესაც იგი თავდაპირველად აშენდა ( დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2550 წელს) ის იყო თითქმის 147 მეტრი სიმაღლის . დღეს, ეროზიის შედეგად, პირამიდის სიმაღლე მხოლოდ 139 მეტრს შეადგენს, დღესდღეობით გიზას პირამიდას უამრავი ტურისტი სტუმრობს. თქვენც შეგიძლიათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ გიზას პირამიდა. გიზას პირამიდაში შესვლა „ყაჩაღები გვირაბად“ წოდებული შესასვლელითაა შესაძლებელი.

გიზის პირამიდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ამასთანავე გიზას პირამიდა პირველია მსოფლიოს საოცრებათა შორის, რადგან ის ყველაზე ძველია. ამასთანავე, გიზის პირამიდა არის ყველაზე დიდი პირამიდა, რაც ოდესმე აშენებული მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიზა 2 მილიონ სამასი ათასი დიდი ქვისგან არის აგებული. ამასთანავე, თითოეული ქვის წონა 5-6 ტონაა, თუმცა ზოგიერთი ქვის წონა 20 და 30 ტონასაც აღწევს და არის 70 ტონის ქვებიც.

გიზის პირამიდის უძველესი სახელი ხუფუს ჰორიზონტი იყო.

ეს პირამიდა ერთადერთია ეგვიპტეში, რომელსაც აქვს გასასვლელები ზევით და ქვევით. თუ გსურთ მოინახულოთ მეფის პალატა, ფეხით უნდა დაუყვეთ ქვემოთ და ბევრი იაროთ.

გიზის დიდებულ პირამიდას მოძრავი კარი ჰქონდა შესასვლელში. ის დაახლოებით 20 ტონას იწონიდა და ხელის კვრით ადვილად შეიძლებოდა გაღებულიყო შიგნიდან. გარედან მისი პოვნა რთული იყო, რადგან კედელში მყარად იყო ჩასმული და არ ჩანდა.

გიზის პირამიდას გასაოცარი არქიტექტურა და სიმეტრია აქვს. პირამიდა ისეა აგებული, რომ მისი ოთხივე მხარე ცოტათი ჩაზნექილია. განსაკუთრებული არქიტექ-ტურისა და მათემატიკური სიზუსტისა და სიმეტრიის გამო, გიზის პირამიდის ზუსტი ასლის აშენება შეუძლებელია.

ალ-აზარის უნივერსიტეტი

ალ-აზარის უნივერსიტეტს ზო-გიერთი მეცნიერი და ეგვიპტელები უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევენ მსოფლიოში. ეს უნივერსიტეტი მეათე საუკუნის ბოლოს დაფუძნდა და უკვე 988 წელს აქ განათლებას იღებდნენ. ამ უნივერსიტეტში თავდაპირველად განათლების მიღება არაფორმალურად ხდებოდა, მაგრამ თანდათან უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ფორმალური განათლება, რაც გულისხმობდა სტუდენტების მიღებას, სასწავლო გეგმის შემუშავებას, დიპლომის გაცემას და ა.შ. ამ უნივერსიტეტში დასაწყისიდანვე ისლამური სამართალი, არაბული ენა და თეოლოგია ისწავლებოდა. უნივერსიტეტი ისლამური და არაბული სამყაროს განათლების აღიარებული ცენტრია.

ალ-აზარის თანამედ-როვე უნივერსიტეტის შექმნა 1960 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან უნივერსი-ტეტში გაჩნდა ისეთი ფაკულტეტები, როგო-რიცაა სამედიცინო და საინჟინრო ფაკულტეტები. უნივერსიტეტში პირველი ქალი მიიღეს მხოლოდ 1962 წელს. ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დღესდღეობით უნივერსიტეტს მრავალი ფაკულტეტი და რეგიონალური ფილიალი გააჩნია.

ბოლოსიტყვა

როგორც ნახეთ, კაირო ძალიან საინტერესო, ლამაზი, მნიშვნელოვანი და ისტორიული ქალაქია. ამ ქალაქის შესახებ, უამრავი შეიძლება ილაპარაკო, წაიკითხო და დაწერო. ის იდუმალი, ამოუცნობი და ამოუწურავი ქალაქია. თუ დაგაინ-ტერესა, შეგიძლია ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი ნახო კაიროსა და ეგვიპტის შესახებ. როცა დიდი გაიზრდები, აუცილებლად უნდა მოინახულო კაირო - ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, იქ ხომ მსოფლიოს პირველი საოცრება დაგხვდებათ...