შანხაი

შესავალი

შანხაი ჩინეთის უდიდესი ქალაქია და მდინარე იანძიზე მდებარეობს. ქალაქი ქვეყნის უნიშვნელოვანესი კულტურული, ფინანსური და ინდუსტრიული ცენტრია. შანხაი უდიდესი საპორტო ქალაქია მსოფლიოში. სახელწოდება შანხაიც „ზღვის ქალაქს” (სხვაგვარად - „ზღვაზე გასასვლელს“) ნიშნავს. ქალაქის სახელწოდებაც კარგად მიუთითებს ზღვისა და ადგილმდებარეობის მნიშვნელობას შანხაისთვის.

ქალაქს წარსულში უამრავი მეტსახელი ჰქონდა, მათ შორის – “აღმოსავლეთის პარიზი”, “აღმოსავლეთის დედო-ფალი”, “აღმოსავლეთის მარგალიტი” და “აზიის მეძავიც” კი. ეს უკანასკნელი სახელი კორუფციის, ნარკოვაჭრობისა და პროს-ტიტუციის აღზევების გამო დაარქვეს.

შანხაი ადრე მეთევზეთა ერთი მიყრუებული სოფელი იყო. ის ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი მე–20 საუკუნის დასაწყისში გახდა. შანხაის როლი რადიკალურად შეიცვალა მე–19 საუკუნეში, როცა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ მდინარე იანძიზე ის დასავლეთთან ვაჭრობისთვის იდეალურ ადგილად აქცია.

საინტერესო ამბები შანაის შესახებ

ალბათ, გაგიგონია, რომ შანხაი ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქია. შანხაი, ამავე დროს, მსოფლიოში მერვე ქალაქია სიდიდით. შანხაიში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მეთევზეთა ერთი პატარა ქალაქი დღეს უკვე ერთ-ერთი უდიდესი პორტია მსოფლიოში. შანხაი გახდა ყველაზე დიდი სატვირთო პორტი 2005 წლიდან.

თეთრი მაგნოლია თუ გაგიგიათ? თეთრი მაგნოლია ულამაზესი ყვავილია. თეთრი მაგნოლია შანხაის ოფიციალური სიმბოლოა. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გახდა თეთრი მაგნოლია შანხაის სიმბოლო. თეთრი მაგნოლია ის იშვიათი ყვავილია, რომელიც შანხაიში ყვავილობს. თეთრი მაგნოლია ადრეულ გაზაფხულზევე ყვავილობს. ის აპრილის დასაწყისში უკვე ბოლომდე გაფურჩქნულია. მაგნოლია გაზაფხულზე ყველაზე ადრე იშლება. შესაბამისად, მაგნოლია ქალაქის ემბლემად როგორც პირველობის, გაშლისა და გაფურჩქვნის სიმბოლო, ისე შეირჩა. როგორც შანხაის მკვიდრნი ამბობენ, შანხაი და მაგნოლია ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ასე იქცა მაგნოლია ამ უდიდესი ქალაქის სიმბოლოდ.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი შანხაისთან დაკავშირებით. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი სწორედ შანხაიდან პეკინისკენ დადის. პეკინი ჩინეთის დედაქალაქია. შანხაის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ჩინეთის დედაქალაქში ყველაზე სწრაფი მატარებლით იარონ. ეს მატარებელი 486 კილომეტრს გადის საათში. ის ისეთი სწრაფია, საქართველოში რომ მოძრაობდეს, თბილისიდან ბათუმში 50 წუთში ჩავიდოდა...

მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სასტუმრო - „სონგიანგ ბიუტი სპოტი“ (Songjiang beauty spot) - შანხაიში გაიხსნება. სასტუმრო ნაწილობრივ ტბის ქვეშ იქნება - 100 მეტრ სიღრმეში მოთავსდება 400 ნომერი, ბარი, რესტორანი და სპორტული კომპლექსები. წყლის სიღრმეში განთავსდება რესტორანი

შანხაის ღირსშესანიშნაობები

უიუინის ბაღი

ბაღის გაშენება ჯერ კიდევ მე–16 საუკუნეში დაიწყო. იუ ნიშნავს სასიამოვნოს, სახელწოდებიდან კარგად ჩანს, რომ იგი ძალიან სასიამოვნო ადგილია.

ეს ადგილი ჩინეთის ერთ-ერთი ცნობილი დინასტიის წარმომადგენელმა შექმნა თავისი მშობლებისთვის. ამ სასიამოვნო ადგილას ისვენებდნენ ამ იმპერატორის უკვე მოხუცებული მშობლები. იქ ათასობით ჯიშის მცენარე ერთდროულად ყვავის. ბაღი რამდენიმე სექციად იყოფა და ძალიან ბევრი საინტერესო ჯიშის მცენარის ნახვაა შესაძლებელი.

მარგალიტის კოშკი

თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებიდან პირველ ადგილზეა „აღმოსავლეთის მარგალიტის კოშკი“. ეს არის ანძა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შენობათაგანია მთელ აზიაში.

ანძის სიმაღლე 488 მეტრს აღწევს. მასზე ასასვლელად 6 ლიფტი მუშაობს. აღმოსავლეთის მარგალიტის კოშკში განთავსებულია სასტუმრო, რამდენიმე საგამოფენო დარბაზი, სავაჭრო ცენტრიდან 267 მეტრის სიმაღლეზე - მბრუნავი რესტორანი.

ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ აშენებული ყველაზე გრძელი ნაგებობაა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან იწყება და ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ჩინეთის კედელს ყველაზე გრძელ სასაფლაოსაც უწოდებენ, რადგან უამრავი ადამიანი დაიღუპა ამ კედლის მშენებლობისას.

ჩინეთის კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან ახ.წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიის იმპერატორების დროს, მონღოლების, თურქებისა და სხვა მომთაბარე ტომებისგან თავდასხმებისგან დასაცავად.

ამბობენ, ჩინეთის კედლის დანახვა მთვა-რიდანაც არის შესაძ-ლებელი. ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ ჩინეთის კედელი იმდე-ნად დიდი, გრძელი და შთამბეჭდავი ნაგებობაა, რომ ასეთი მითებიც კი ჩნდება ხალხში.

ბუდას ტაძარი

ტაძრებიდან ტურისტების რაოდე-ნობით ყოველთვის გამოირჩეოდა ბუდას ტაძარი. ბუდას ტაძარი 1882 წელს აშენდა, თუმცა, ომის გამო მალე დაინგრა და ხელახლა აშენდა.

ბუდას ტაძრის მთავარი მშვენება ბუდას ორი მონუმენტია. პირველი, ეს არის მჯდომარე ბუდას მონუმენტი. ეს გახლავთ ორმეტრიანი თეთრი სადგამი, რომელზეც დგას მჯდომიარე ბუდას სამკაულებით მორთული მონუმენტი. ამბობენ რომ ქანდაკება იწონის ერთ ტონას ანუ 1,000 კგ-ს.

მჯდომარე ბუდას ქანდაკება დამონტაჟდა ტაძარში, როდესაც მოიტანეს ბერებმა. მეორე მონუმენტია დახრილი ბუდას ქანდაკება. დახრილი ბუდას ორი მონუმენტია ტაძარში: ერთი - 96 სანტიმეტრიანი მონუმენტი და მეორე - ოთხმეტრიანი მონუმენტი, რომელიც სინგაპურიდან ჩამოიტანეს და ტაძარში განათავსეს.

შანხაის სამზარეულო

შანხაი მდიდარია მრავალფეროვანი რესტორანებითა და ბარებით. რესტორნების სიმრავლით ცნობილია ქუჩა „ჰუანგპუ“. ჩინური სამზარეულო მსოფლიოს სამზარეულოებს შორის ერთ–ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. ჩინელები ჭამენ ყველაფერს, რასაც კი ბუნება აძლევთ, მათ შორის, ძაღლის, გველის, ბაყაყის ხორცს, ჩიტის ბუდეებს, მედუზებსა და უამრავ სხვა, ჩვენთვის წარმოუდგენელ, ცხო-ველსა თუ მწერს. შანხაის სამზარეულო გამოირჩევა ტკბილი, მსუბუქი გემოს მქონე კერძებით, რომელსაც „ჰუ კაის“ უწოდებენ.

ყველაზე გავრცელებული კერძია ქალაქში „გუ ლუ იუკი“, დესერტებიდან - „ბაბაო ფან“, რომელიც ითარგმნება, როგორც ბრინჯის რვა საგანძური. ადგილობრივი კერძები, რომლებიც ძალიან ჰგავს მეზობელი პროვინციების ,,ძიანსუს“ და „ჯეძიანის“ კერძებს, გავრცელებულია მთელ ჩინეთში და დიდი მოწონებით სარგებლობს.

სასმელებს შორის მწვანე ჩაი პირველ ადგილზეა. ზოგიერთ რესტორანსა და კაფეში მას უფასოდაც კი მოგართმევენ. რაც შეეხება ალკოჰოლს, შანხაიში ადგილობრივი ლუდის, „ცინგთაოს“ სმით ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებენ. ტურისტებს კი ბრინ-ჯის ღვინის დაგემოვ-ნების გარეშე არასო-დეს უშვებენ. გავრცელებულია ასევე ბალახისგან დამზა-დებული ღვინო, რომელსაც კერძების დამზადების დროსაც იყენებენ. ჩინეთში შეხვდებით ეგზოტიკურ სასმელს - ღვინოში ან ლუდში დამარინადებულ გველს, ხვლიკს და ფუტკარს. შანხაიში ყველაზე გავრცელებული სასმელია „მაოტაი“. იგი

ჩინური ლიქიორია, რომელიც ქალაქ მაოტაში მზადდება. მის განსხვავებულ გემოს კლიმატი და მცენარეთა მრავალფეროვნება განაპირობებს.

შანხაის მუზეუმი

შანხაის მუზეუმი მდიდარია ანტიკური ხანის ჩინური ხელოვნების ნიმუშებით. იგი 1952 წელს დაარსდა, 1996 წელს კი მეორედ გაიხსნა. მუზეუმი განთავსებულია ქალაქის ცენტრში, „ფიფლ სკვერზე“. ადგილობრივი არქიტექტორის მიერ აგებული შენობა მეტად შთამბეჭდავია. მუზეუმის საძირკველი არის ოთხკუთხედი, ხოლო სახურავი მრგვალია. გამორჩეული ექსტერიერი განასახიერებს უძველეს ჩინეთში არსებულ წარმოდგენას, რომ დედამიწა იყო კვადრატის ფორმის, ხოლო ცა - მრგვალი. ხუთსართულიანი მუზეუმი დაყოფილია თერთმეტ გალერეად და სამ საგამოფენო დარბაზად. მუზეუმის კოლექცია მოიცავს ხელოვნების 120 000 ნიმუშს. გალერეაში ვხვდებით უძველეს დროში დამზადებულ სხვადასხვა სახის ნივთებს: კერამიკას, ავეჯს, ქანდაკებებს, ნეფერტიტის თვლებით გაწყობილ სამკაულებს, ბეჭდებს, მონეტებს, ხელნაწერებს. ბრინჯაოს ნამუშევრებს, უმცირესობების კულტურის ნიმუშებს და ნახატებს. ანტიკური ხანის საგანძურთა ნაწილი ამ მუზეუმში ინახება, მათ შორის ყველაზე მეტად ღირებული და ძვირფასია ნეოლითის ხანის ნაცრისფერი თიხისგან დამზადებული ჭურჭელი.