ცხოველთა ნაშიერები

„შვილო, სად ხარ?“ – ეძებს დათვი თავის ბელს ბუნაგში. ბელი არსად ჩანს. დათვი გაიქცა ბელის მოსაძებნად.

დათვს გზაში მელა შეხვდა: „მელა, ჩემი ბელი სად არის, ხომ არ გინახავს?“ – ეკითხება დათვი მელას.

„არა, შენი ბელი არ მინახავს. არც ჩემი ლეკვი მინახავს!“ – პასუხობს მელა.

„შვილო, სად ხარ?“ – ეძებს მელა თავის ლეკვს სოროში. გაიქცნენ დათვი და მელა ბელისა და ლეკვის მოსაძებნად.

გზად დათვს და მელას ციყვი შემოხვდათ. „ჩემი ბელი და მელას ლეკვი ხომ არ გინახავს?“ – ეკითხება დათვი ციყვს.

„არა, შენი ბელი და მელას ლეკვი არ მინახავს. ჩემი დღნაშვიც არსად ჩანს!“ – პასუხობს ციყვი.

„შვილო, სად ხარ?“ – კითხულობს ციყვი და ეძებს დღნაშვს ფუღუროში. ციყვს თავისი დღნაშვი ფუღუროში არ დახვდა.

გაიქცნენ დათვი, მელა და ციყვი ბელის, ლეკვის და დღნაშვის მოსაძებნად.

გზად დათვს, მელას და ციყვს ცხენი შეხვდათ. „ჩემი ლეკვი, დათვის ბელი ან ციყვის დღნაშვი ხომ არ გინახავს?“ – ეკითხება მელა ცხენს.

„არა, არც შენი ლეკვი, არც დათვის ბელი და არც ციყვის დღნაშვი არ მინახავს. მართლა, ჩემი კვიციც არსად ჩანს!“ –პასუხობს ცხენი.

„შვილო, სად ხარ? კითხულობს ცხენი და ეძებს კვიცს. ცხენს თავისი კვიცი თავლაში არ დახვდა. გაიქცნენ დათვი, მელა, ციყვი და ცხენი ბელის, ლეკვის, დღნაშვისა და კვიცის მოსაძებნად“.

გზად დათვს, მელას, ციყვს და ცხენს სპილო შეხვდათ. „ჩემი დღნაშვი, მელას ლეკვი, დათვის ბელი ან ცხენის კვიცი ხომ არ გინახავს?“ - ეკითხება მელა სპილოს.

„არა, არც შენი დღნაშვი, არც მელას ლეკვი, არც დათვის ბელი და არც ცხენის კვიცი არ მინახავს. მართლა, ჩემი სპლიყვიც არსად ჩანს!“ - პასუხობს სპილო.

სპილო, ცხენი, ციყვი, მელა და დათვი მინდვრისკენ გარბიან თავიანთი შვილების მოსაძებნად. მინდორში კი ბელი, ლეკვი, დღნაშვი, კვიცი და სპლიყვი მხიარულად თამაშობენ.