ჩემი დილა (ვვ - ააა)
ჩემი დილა
ჩემი დილა 8 საათზე იწყება. დილას ვდგები. პირველ რიგში ვვარჯიშობ. მე ვვარჯიშობ პატარა ნოხზე, რომელიც ლოგინთან მაქვს დაფენილი.
ერთი - ნოხიდან ფეხები წამოვწიე,
ორი - ჩავწიე,
სამი - მთელი წონით ორივე ხელზე ვვარდები...
ახლა თითო ხელზე გადავედით:
ერთი - ხელი ავწიე,
ორი - დავწიე,
სამი - მარჯვენა ხელზე მთელი წონით ვვარდები.
ახლა მარცხენის დროა:
ერთი - ხელი ავწიე,
ორი - დავწიე,
სამი - მარცხენა ხელზე მოცელვით ვვარდები.
მე ძლიერი ხელები და ფეხები მაქვს. ამგვარი ვარჯიშებით კი უფრო ვვითარდები. კუნთები მივითარდება, ძალა მემატება და დილიდან მხნედ ვგრძნობ თავს.
ვბანაობ, კბილებს ვიხეხ. სარკის წინ ვტრიალებ. სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუღიმი და თმებს ვივარცხნი. ვიცვამ ტანზე და ფეხზე.
ახლა საუზმის დროა. საუზმეს ხილით ვიწყებ. დილით ხილის ჭამა ყველაზე მარგებელია. ხილი გამთავებია. ეზოში ჩავდივარ. ეზოში ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაა. ამ მაღაზიამ ჩემი ცხოვრება გააადვილა. ვსაუზმობ, ვსადილობ თუ ვვახშმობ - ახალი ხილ-ბოსტანი ყოველთვის ეზოში მაქვს. თანაც საღი და ჯანმრთელი ხილი და ბოსტნეულია. დედა ამბობს, ამდენი მოწამლული ხილ-ბოსტნეულის ჭამამ მთელი ქალაქი დააავადაო. ჩამოტანილი ხილ-ბოსტნეული რატომ უნდა ვჭამოთ - ჩვენებური ჯანმრთელობას გააათმაგებსო.
მაღაზიასთან მივდივარ. სულ 3 ლარი მაქვს. ვვარაუდობ, რომ ეს ფული ჩემი საყვარელი ხილის საყიდლად მეყოფა. ვვარაუდობ, რომ ვაშლი - 1.5 ლარზე მეტი არ ეღირება. ვვარაუდობ, რომ ფორთოხალიც ალბათ 2 ლარზე ძვირი არ ღირს. ვვაჭრობ. ერთი კილო ვაშლი და 2 დიდი ფორთოხალი მომივიდა...
მშვენიერია!
საუზმეც მივირთვი. ხილს გახუხული პური და ყავა დავაყოლე. „ასეთი საუზმე ჯანმრთელობას გააათმაგებს“ - ვიმეორებ დედის სიტყვებს.
სუფრიდან ვდგები. ჩანთას ვიღებ.
სამსახურში წასასვლელად მზად ვარ.