ბიძინას ძაღლი ბაძო (ძ-წ)


 

ბაძო ბიძინას ძაღლია. ბიძინამ ბაძო გაწვრთნა.

- ბაძო, წადი, ძვალი მოიტანე! - უძახის ბიძინა ბაძოს. ბაძო მიძუნძულებს, ძვალს პირს წაავლებს და ბიძინასთან მოაძუნძულებს.

\"\"

– ბაძო, წიგნი მოიტანე! - უძახის ბიძინა ბაძოს. ბაძო არ ინძრევა, წამოწოლილია.

– ბაძო, წიგნი! - დაიძაბა ბიძინა. ბაძო ოთახიდან იძურწება. ბაძო წიგნს პირს წაავლებს და ბიძინასთან მოაძუნძულებს. ძალიან გაიწაფა ბაძო.

 

\"\"

 

ბაძოს წითელი ძეხვი ძალიან უყვარს. უხ, რა ძუნწია ბიძინა! პაწაწინა ძეხვის ნაწილს უწილადებს ბაძოს. ეს პაწაწინა ძეხვი გააძღებს ბაძოს? მაგრამ ძეხვი ძვირია. ბაძო წუნია არ არის. ბაძოს ძვალიც ძალიან მოსწონს. ძიძგნის და ძიძგნის ბაძო ძვალს.

\"\"

 

სამი წლის წინ ბაძომ ბიძინა გადაარჩინა. იმ დღეს ძალიან წვიმდა. ბიძინა ბიძის ქორწილში იყო. ბიძინა ძალიან დათვრა ქორწილში. ბიძინა წამოდგა და თავისი წითელი მანქანისკენ წაიწია. ბაძო აწრიალდა, შეწუხდა. მიწას გაეკრა თათებით. არ ინძრევა ბაძო. ბიძინას ბიძაც ძალიან შეწუხდა.

\"\"

 

 

 

ნუ წახვალ! გამოიძინე, ბიძინა, და ისე წადი! – ბიძას ძალიან უნდა, რომ ბიძინამ გამოიძინოს. ბიძა წუხს. აბა, ნასვამი სად უნდა წავიდეს ბიძინა? ბიძინა ბიძას გაუძალიანდა.

- წავალ, ბიძაჩემო, წავალ! არ მეძინება. წასვლა მირჩევნია.

\"\" ბაძომ ბიძინასკენ წაიწია. ბაძო ბიძინას წვივში სწვდა.

 

 

 

 

 

 

 

- გაიწი, ბაძო!

- გაიწი მეთქი! - გაწიწმატდა ბიძინა.

ბაძო წვივზე ჩამოეკონწიალა. ბაძო გაუძალიანდა. ბიძინამ ძვრაც ვერ უყო. ბაძო ძლიერია. ბაძომ იცის, რომ ბიძინა წითელი მანქანით არ უნდა წავიდეს. ბიძინაც ძლიერია. ბიძინამ ბაძოს წიხლი უთავაზა. ბაძო მაინც ბიძინას წვივზეა ჩამოკონწიალებული.

 

\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

წვიმს. წვიმის წვეთები წურწურით ჩამოსდის ბიძინას. ბაძო ბიძინას წვივზეა ჩამოკონწიალებული. მაგრამ ბაძო ბიძინას წვივს არ ტკენს. დაიღალა ბიძინა. დაიღალა ბაძო.

კარგი, არ წავალ - წამოსცდა ბიძინას. ბაძო არ ინძრევა.

– ბაძო, არ წავალ! დავიძინებ!

ბაძო ბიძინას წარშეუხრელად უყურებს.

ბაძო ბიძინას ერთგული ძაღლია.

ბაძო ბიძინას ერთგული მეგობარია.