ჩემი კლასელი დაჯი (ჯ–ჩ)

დაჯი ჩვეულებრივი გოგონაა. ის ჩვენი კლასელია. დაჯი ძალიან ბეჯითია. დაჯი ჩვენს შორის სიბეჯითით გამოირჩევა. ის ბევრს ვარჯიშობს. დაჯი მიჩვეულია ბევრ ვარჯიშს. დაჯი ხშირად არის ჩუმად. თუ რამე არ ჰკითხე, დაჯი ჩუმად იჯდება. დაჯი ჩუმადაც ლაპარაკობს, თითქოს ჩურჩულებს. დაჯი ჩუმი და ბეჯითი გოგონაა. ის სწავლით კლასში ყველას სჯობს. დაჯის ლურჯი თვალები და ჩალისფერი თმები აქვს. დაჯის დაჩიმ ჯინსის ჩანთა აჩუქა. დაჩიც ჩვენი კლასელია. დაჯის ჯინსის ჩანთას მიეჩვია. იგი ჩანთას არ იშორებს. დაჩის ნაჩუქარ ჩანთას ბევრი ჯიბეები აქვს. დაჩის ნაჩუქარი ჩანთაც ლურჯია. დაჯის ჯინსის ჩანთასავით ლურჯი თვალები აქვს. ალბათ იმიტომ არ იშორებს დაჯი ლურჯ ჩანთას. დაჯის დედა ჩეხეთიდანაა. ის ჩეხია. დაჯის დედასაც ლურჯი თვალები და ჩალისფერი თმები აქვს. დაჯი დედას ჰგავს. დაჯის დედაც ჩუმად ლაპარაკობს. დაჯის დედაც თითქოს ჩურჩულებს.