არჩილი და ჯარჯი (ჯ–ჩ)


ჩვენ მეგობრები ვართ. მე ჯარჯი ვარ, ეს ჩემი მეგობარი არჩილია.

ჯერ ჯარჯი გავიცნოთ, მერე არჩილი.

  • -გამარჯობა, მე ჯარჯი ვარ!

ჩვენ, მე და არჩილი, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ანუ, მე, ჯარჯი, და ჩემი მეგობარი არჩილი ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ. ჩვენ, ჯარჯი და არჩილი, ჯარშიც ერთად ვიყავით

მე, ჯარჯი, ჩემპიონი ვარ. ჩემი მეგობარი არჩილიც ჩემპიონია. ჩვენ ცხენით ჯირითში გავხდით ჩემპიონები. ჩვენ ჩვენი ქუჩის სიამაყენი ვართ

  • -გამარჯობათ, მე არჩილი ვარ

ჯარჯიმ ჩვენი ჩემპიონობის და ჯარის შესახებ გიამბოთ. მე ჯირითზე შევჩერდები. მე ჩქარა ვაჯირითებ ცხენს. ჯარჯი ორჯერ  ჩქარა აჯირითებს ცხენს. ჯირითისას ჯარჯი მარჯვენა ხელს ხმარობს, მე - მარცხენას. 

ჩვენ ჯარშიც ერთად ვიყავით. ჯარიდან ლურჯი ჩანთა და ჯამი ჩამოვიტანეთ.  

 

ჯარჯისა და არჩილის ოჯახებიც მეგობრობენ. ზოგჯერ ჯარჯისა და არჩილის ოჯახები ერთად ვახშმობენ. ზოგჯერ ჯარჯის და არჩილის ოჯახებიერთად მიირთმევენ ჩაის, ჯემს, ოჯახურს...