ციცის წვიმის დროს ცოტა სცივა (ც-წ)


  • -ციცი,  წვიმს?- ეკითხება ცუცა ციცის.
  • -კი, წვიმს, ცოტა ხნის წინ დაიწყო წვიმა, - პასუხობს ციცი.
  • -არ გცივა? მე მცივა...
  • -არა, არ მცივა, მომწონს, როცა წვიმს.
  • -მეც მომწონს, მაგრამ მცივა! - არ ჩერდება ციცი.
  • -მეც მომწონს, თან არც მცივა, წვიმა მომწონს, ძალიან მიყვარს, წვიმა, როცა ცრის, - აგრძელებს ცუცა.
  • -წვიმს, ცივა, წვიმის წვეთები ციდან ცვივა... ციცი, ძალიან ცივა! - წუწუნებს ისევ ციცი. ციცის არ მოსწონს წვიმა. წვიმა ციცის ცუდ ხასიათზე აყენებს
  • -მცივა, ძალიან მცივა! -წუწუნებს ციცი.
  • -მე არ მცივა, ძალიან მომწონს წვიმა! -ცქრიალებს ცუცა.
  • -შეხედე, რა ცაა, ესაა რაცაა! - ისევ ცქრიალებს ცუცა.
  • -რა ცაა?! წვიმს, წვეთები ცვივა ციდან, ძალიან ცივა, ცუდად ვარ! - ისევ წუწუნებს ციცი.
  • -რამდენი წლის ხარ, ციცი?-ცვლის საუბრის  თემას ცუცა.
  • -გუშინწინ ცამეტი წლის გავხდი.
  • -ცამეტი წლის ხარ? - ეკითხება ციციისევ ცუცას.
  • -კი, ცამეტი წლის.
  • -მეც ცამეტი წლის ვარ. მე ცხრა დღის წინ გავხდი ცამეტი წლის.
  • -სწავლობ?
  • -დიახ, ვსწავლობ, მეცხრამეტე სკოლაში, თან წარჩინებული მოსწავლე ვარ!
  • -მეც ვსწავლობ, მეოცე სკოლაში, მეც წარჩინებული მოსწავლე ვარ.
  • -წიგნის კითხვა მოგწონს?
  • -ძალიან მომწონს, მასწავლებელი ბევრ წიგნს გვაკითხებს.
  • -ჩვენც, წიგნების კითხვა მოსწავლეებს მოსწონთ! - ისევ ცქრიალებს ცუცა

აღარ ცივა ციცისაც. ისიც ცქრიალებს და წიგნებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებელზე და სწავლაზე ლაპარაკობს.

 

წვიმის დროს სციოდა ციცის. წვიმის დროს აღარ სცივა ციცის. ციცის და ცუცას მოსწონთ წვიმა. ციცი და ცუცა წვიმაში სწავლაზე და წიგნებზე საუბრობენ. ცოტა ხანში წვიმა შეწყდა.წვიმა სწრაფად შეწყდა. ოც წუთში წვიმა აღარ მოდიოდა. ოცი წუთის წინ კი ძალიან წვიმდა. ციცი და ცუცა უწინდელივით ცქრიალებენ.