დიდედასთან (დ)
დათო და დალი დიდედასთან მიდიან. დიდედა სოფელშია. დიდედა დიდ სოფელშია. სოფელს მდინარე ჩამოუდის. მდინარე დიდია. დათოსა და დალის დიდედა კარგი ადამიანია. ის სოფელში გამყიდველია. ის ორმოცდაათი წელია, გამყიდველია.
დიდედას დიდი სახლი აქვს. დიდედას დიდი ბაღი აქვს. ბაღში მანდარინის ხეებია. დიდედას დიდი ბოსტანი აქვს. ბოსტანში პამიდორი და ბადრიჯანია.
დიდედა დილით ადრე დგება. დილით ადრე დიდედა ბოსტანს უვლის. შემდეგ დიდედა მაღაზიაში მიდის. დიდედასთან ბევრი ადამიანი მოდის. დიდედა საჭირო ნივთებს ყიდის. დიდედა გულითადად ესალმება ადამიანებს. დიდედას სოფელში დიდ პატივს სცემენ.
დღეს დიდედას დაბადების დღეა. დათო და დალი დიდედასთან მიდიან. დათო და დალი დიდედასთან საჩუქრით მიდიან. დალის დიდედასთან წინდები მიაქვს. მალე დეკემბერი მოდის. დიდედას წინდები დასჭირდება.
დათოს დიდედასთან კედლის საათი მიაქვს. დიდედა ადრე დგება. დიდედას კედლის საათი დასჭირდება. დალის და დათოს დიდედასთვის ქუდიც მიაქვთ. დიდედას ბოსტანში ქუდი დასჭირდება.
დათო და დალი დიდედასთან სადილად დარჩებიან. დიდედა სადილს ამზადებს. დათოსა და დალის დიდედა სწრაფად ამზადებს სადილს. შვიდზე დათო და დალი უკან დაბრუნდებიან. დათოს და დალის დარჩენა უნდათ. ხვალ სასწავლო დღეა. დათო და დალი სოფელში ვერ დარჩებიან.
- ნახვამდის, დიდედა, არ იდარდო, მალე დავბრუნდებით!
- ნახვამდის, დიდედას სიხარულებო, მალე დაბრუნდით!
- დათო, დროა! შვიდზე ავტობუსი გადის!
- წავედით, დალი!