შიში (შ)
მაშო შიმპანზეა. მაშო მიშას შიმპანზეა. დიდი ეშმაკი ვინმეა მაშო!
მაშო მიშას ძალიან უყვარს. მიშა მაშოს შვილივით უვლის. მიშა მაშოს
ათამაშებს. მიშა მაშოს ჩაცმაში ეშველება. მიშა მაშოს ჭამაში ეშველება.
მიშა მაშოს ბანაობაშიც ეშველება. მაშო სულ პატარა იყო, როცა მიშას
სახლში მოუყვანეს.
მიშა მაშოს მშობელივით უვლის. მაგრამ მაშოც არაა მიშასთან
ვალში. გაკვეთილების შემდეგ მიშო თუ თამაშით ერთობა, მიშას
დედა შეშფოთებულია. მაშო მიშოს დედას აშოშმინებს. ეშმაკობს მაშო.
თამაშობს მიშო. დედა სახლში ფუსფუსებს. მაშო და მიშა თამაშობენ.
გუშინ მაშომ მიშა შეაშინა. მიშას ძალიან შეეშინდა.
მაშომ იეშმაკა. მაშომ შუქი ჩააქრო. მაშომ შავი შალი შემოიხვია.
მაშო კუთხეში გაშეშდა. მიშა ოთახში შემოვიდა. მიშამ შუქი აანთო
და მაშოს შავი შალი შენიშნა. მიშამ შიშისგან შეჰყვირა. მაშოს
შერცხვა.
- მაშო, აბა რას შვრები? არ შეიძლება ასე, მაშო! მეტი აღარ
შემაშინო! - მიშო უკვე ცოტა დამშვიდდა. მაშომ მიშას ეშმაკურად
გაუღიმა. მიშა სულ დამშვიდდა.
მაშოსაც გულზე მოეშვა. უკვე ეშმაკურად ეღიმება მაშოს.
მაშო მიხვდა, რომ თამაში ასე ჩაიშლება. თამაში მაშინვე ჩაიშლება,
თუ მაშო მიშას შეაშინებს.