ბიჭი და ჩანთა (ჩ-ჭ)


 

 

 

 

 

 

 

 

მანჩო პატარა გოგონაა. მას პაჭუა ცხვირი და ჭორფლები აქვს. მანჩოს ხუჭუჭა, ჩალისფერი თმები აქვს. ის სულ გაჩეჩილი დადის. დედა სულ იმას ჩივის, მანჩოს თმის დავარცხნა ჭირივით ეზარებაო. მანჩო ჭკვიანია და იცის - გაჩეჩილი თმები სულაც არ უხდება, მაგრამ ურჩევნია, ქუჩაში ყველა გაჩერდეს და თვალებდაჭყეტილმა უყუროს, ვიდრე ხუჭუჭა და გაჩეჩილ თმას ხელი მოჰკიდოს და გაისწოროს ან შეიჭრას...

 

 

 

 

1

 

2

\"\"

 

 

 

 

 

ერთხელ მანჩო ქუჩაში მიდიოდა. ხუჭუჭა, ჩალისფერი თმა ჩვეულად გაჩეჩილი ჰქონდა. პატარა ქუჩის ჩასახვევში, გაჩერებასთან ბიჭი იდგა. ბიჭსაც ბაჭუა ცხვირი და ჭორფლები ჰქონდა. ხუჭუჭა თმები გასჩეჩოდა. ძალიან ჭკვიანი, მაგრამ სევდიანი თვალები და გაკნაჭული ფეხები ჰქონდა.

რა გჭირს? - მიიჭრა მანჩო ბიჭთან. მანჩოს ეჭვიც არ გასჩენია, რომ ბიჭს გასაჭირი ჰქონდა.

რა მჭირს? - მიაჩერდა ბიჭი მანჩოს.

რაღაც გიჭირს.

 

 

 

3

 

4

\"\"

 

 

 

რა მიჭირს? - ბიჭი ისედაც ჩუმად ლაპარაკობდა, ბოლოს კი ჩურჩულზე გადავიდა.

დედაჩემს ჩანთა ავტობუსში დარჩა. ჩანთაში მთელი თვის ნავაჭრიდან დარჩენილი ფული იდო. რამ ჩაადებინა ჩანთაში, არ ვიცი. თუ ჩანთა მოპარვას გადარჩა, მაშინ ჭადრაკის ჩემპიონატზე ჩავფრინდები. თუ არა, ჩემთვის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩაიშალა!

მანჩო გაჩუმებული იდგა, გაჩერებული. ბიჭს დახმარება სჭირდებოდა.

ჩანთის გამო ჩაშლილი ჭადრაკი ჩემპიონატი! - ჩუმად ფიქრობდა მანჩო.

მერე ჭკუა გაუნათდა. ბიჭს ხელი ჩაავლო და ქუჩის ჩასახვევისკენ გაიქცა.

 

5

 

6

\"\"

 

 

 

 

ამ ქუჩის ჩვიდმეტ ნომერში ბოლოს გაჩერება იყო. მანჩო და ბიჭი ავტოფარეხის ჭიშკარს მიეჭრნენ. ჭიშკარი არ იყო ჩაკეტილი. ავტობუსები ჩამწკრივებულიყვნენ.

ჭკვიანმა მანჩომ ბიჭის გაჭირვება ავტობუსის მძღოლებს გაუზიარა. ყველა ავტობუსებში ჩანთის ძებნაში ჩაერთო. ჩანთა კარის უკან გამოჭრილ კოჩოზე იდო.

მანჩო სიხარულისგან ჭიკჭიკებდა. ბიჭი ჭადრაკის ჩემპიონატზე უეჭველად ჩაფრინდებოდა.

შენ იცი! - უჩურჩულა მანჩომ ბიჭს ყურში და გაჩეჩილ თმებზე მსუბუქად მოქაჩა.

ბიჭმა ჩუმად ჩაიცინა.

მადლობა! ჩემი გადამრჩენელი ხარ! ჩემპიონი ჩამოვალ უკან.

7

 

8

\"\"