ღვინის დღესასწაული (ღ-ხ)


 

ეს ჩემი სოფელია. ჩემს სოფელს უსახელო ჰქვია. უსახელაური ვენახის ჯიშია. უსახელაურისგან სახელგანთქმული ღვინო მზადდება. დღეს ჩვენს სოფელს ზღვა უცხო ხალხი ასევია. უსახელოში ახალი ღონისძიება ხორციელდება. ამ ღონისძიებას ღვინის დღესასწაული დაარქვეს. დღესასწაული დღეს უნდა გაიხსნას და მთელი ღამე გაგრძელდეს. დღეს მოხალისეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან. მოხალისეები უსახელოელებს ვენახში მიეხმარებიან. დღეს უსახელოს სტუმრები საზღვარგარეთიდანაც ეწვევიან.

 

 

 

 

მოხალისეები ვენახს შეესევიან, ყურძენს და ხეხილს დაკრეფენ, ღვინოს დაწურავენ, ხეხილს დააბინავებენ, მერე ხვავიან სუფრას მიუსხდებიან, სახუმარო და სახალისო სიმღერებს იმღერებენ და მოილხენენ. ლხინი ღამითაც გაგრძელდება, უსახელაურში ხომ ყველა სახლის კარი ღიაა. უსახელაურში ყველა სახლში უხარიათ სტუმარი. სადღეგრძელოები, სიმღერები, ცეკვები, სახალხო ლექსები მთელი ღამე უსაზღვროდ გრძელდება. ხანდახან ღამენათევი სტუმრები დღე ისევ მხნედ არიან. ღონემიხდილი და დაღლილი აქ ხვალეს არავინ ხვდება!

 

 

 

დღეს ღონისძიებაზე ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოვიდა. ხალხურ სიმღერას და ცეკვას ამგვარ დღესასწაულებზე სხვანაირი ხიბლი აქვს. ხალისიანი სიმღერებით და ცეკვებით მსახიობები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თვითონაც ხალისობენ და სხვებსაც ახალისებენ. მხიარულმა სიმღერებმა მიხაკო პაპას სიმღერის საღერღელი აუშალა. მიხაკო პაპამ ომახიანი სადღეგრძელო თქვა, ხელადა ღვინო დაცალა და სიმღერა დაიწყო. მსახიობები მიხაკო პაპას აჰყვნენ.

 

 

 

 

 

 

 

მიხაკო არ იღლებოდა. სიმღერის ხმა აღარ თავდებოდა. ღვინო ზღვასავით იღვრებოდა ხელადებში....

მხიარულება და ხალისი ღამეც გაგრძელდა. უსახელაურის ღვინის დღესასწაული ხალხურ ღონისძიებად გადაიქცა.