ქუჯი
ქუჯი ბიჭია. ის ჩვიდმეტი წლის ხდება. ქუჯი ჭიდაობაზე დადის. ჩვიდმეტი წლის ბიჭი უკვე ჩემპიონია. ქუჯი ჩვენს ეზოში ცხოვრობს. ქუჯი რომ ქუჩაში გამოჩნდება, პატარები ღობის ჭუჭრუტანებიდან უჭყიტინებენ. ქუჯიმ ერთხელ კიდევაც დაიჩივლა, „ჯავრით არ ვარ, ამ ჭინკებივით ბიჭებს მგონი ჩუმჩუმად ჩემი ეშინიათო“.
ქუჯი ჩუმი ბიჭია. ის სულ არ არის ჭირვეული. ხანდახან გაჯიქდება ხოლმე, თუ ეჭვი გაუჩნდა, რომ ვიღაცას ჩაგრავენ. ოღონდ არასდროს გადააჭარბებს. უსამართლოდ არავის ეჩხუბება. ქუჯი ძალიან გულჩვილი ადამიანია. ქუჩი გაჭირვებაში არავის დატოვებს. ის კი არა, ქუჩაზე ქალი თუ დაინახა ჩანთით, ჩასჭიდებს თავის ჯანიან მარჯვენას და ჩქარ-ჩქარა ჩამოიქროლებს მთელ ქუჩაზე.
სულ ჯანმრთელსა და გამარჯვებულს გევლოს, ჯანი არ მოგკლებოდეს! - ერთმანეთს ეჯიბრებიან ჩვენი ქუჩის მობინადრე ქალები ქუჯის ლოცვაში.
ქუჯი ჩუმადაა. ჭიდაობამ დაადინჯა ბიჭი. ქუჯის მარჯვენის იმედი ჩვენი ქუჩის ყველა ბიჭს აქვს. თუმცა, ქუჯის მარჯვენა არასდროს დასჭირვებია. ჩვენ კი ჯიუტად გვჯერა, რომ ქუჯი ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებს.
ქუჯის ერთი გოგო მოსწონს. ვიცით, ფანჯარასთან სდარაჯობს. დაჯი რომ ქუჩაში დაინახავს, ქუჯი ჭარხალივით წითლდება. ქუჯი კარგი ბიჭია და დაჯი - ჭკვინი გოგო. ჩვენზე უკეთ იცის, როგორი დინჯი, ჩუმი და გულჩვილია ქუჯი.
იმ დღეს, ქუჯი რომ ჩემპიონი გახდა, დაჯი ჩვენთან ერთად სტუმრად იჯდა. ქუჯიმ რომ გაიმარჯვა, დაჯის სახე აუჭარხალდა.
რა ჯადოსნური დღეა! - დაჯი სახარულისგან ჩურჩულზე გადავიდა.
დაჯი და ქუჯი მალე ჯვარს დაიწერენ.