საღინე (ღ)


საღინე საყვარელი გოგონაა. ის ყვავილების მაღაზიაში მუშაობს. ყვავილების მაღაზიას „სალაღობო“ ჰქვია. საღინეს ამქვეყნად ყველაზე მეტად ყვავილები უყვარს. საღინეს საყვარელ ყვავილებს შორის უსაყვარლესი ყვავილები ღიღილო და ყაყაჩოა. საღინეს ღიღილოსფერი თვალები აქვს. საღინეს თითქოს თვალები ღიღილოსფრად შეუღებეს. როცა საღინე იღიმება, მისი ღიღილოს თვალებიც იღიმებიან. როცა საღინე მოწყენილია, მისი ღიღილოს თვალებიც ნაღვლიანად იყურებიან.

 

 

 

 

საღინეს, ყვავილების გარდა, სიმღერაც უყვარს. საღინე დილას ადრე იღვიძებს. ზამთარში, როცა საღინე იღვიძებს, ჯერ ღამეა. საღინე ყავას დიდი ყლუპებით სვამს, მერე კი მაღაზიაში გარბის. ყვავილების გაყიდვა მაღაზიაში 10 საათზე იწყება. საღინე მაღაზიას 7 საათზე აღებს. ყვავილების მაღაზია „სალაღობოში“ ყვავილები მუყაოს ყუთებით მოაქვთ. ყვავილების ყუთებს კი მაღაზიის საწყობში ინახავენ.

საღინე საყვავილეში ყვავილებს ჰყიდის და თან ღიღინებს. საღინე საყვარელ სიმღერებს სულ ღიღინებს. საღინე ძალიან უყვართ მყიდველებს. მყიდველები სულ უღიმიან საღინეს.

რას ღიღინებ, საღინე? - ეღიმება მყიდველს.

საყვარელ სამღერას! - უღიმის ღიღილოს თვალები საღინეს.

ყურს გიგდებ, ყოველთვის ღიღინებ და ყოველთვის გიღიმის თვალები! - კიდევ ეღიმება მყიდველს.

ყოველთვის არა! - ეღიმება საღინესაც. გუშინ საღამოს ძალიან მოწყენილი ვიყავი.

მოწყენილი საღინე ამქვეყნად არავის უნახავს. საღინეს სულ უღიმის ღიღილოს თვალები. საღინე სულ საყვარელ სიმღერას ღიღინებს.