თვლა
ციფრებისა და რიცხვების დასახელებას თვლა ჰქვია. სულ ათი ციფრი არსებობს: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. რიცხვები კი ციფრებისაგან შედგება. მაგალითად, 10 ერთიანისა (1) და ნულისაგან (0) შედგენილი რიცხვია. 45 - ოთხიანისა (4) და ხუთიანისგან (5).
თვლის დროს ციფრებსა და რიცხვებს ვიყენებთ.თვლას ბავშვები ძალიან ადრე იწყებენ. ისინი მას ან სახლში სწავლობენ, ან ბაღში.
ყველაზე უფრო კარგად ბავშვი თვლას სკოლაში სწავლობს. თვლა არასოდეს სრულდება. ციფრი მხოლოდ 10 გვაქვს. რიცხვების რაოდენობა კი უსასრულოდ გრძელდება. ამის გამო ბავშვებსაც უსასრულოდ შეუძლიათ დათვლა.
დათვლა შეიძლება ყველა საგნისა. მაგალითად: ერთი ვაშლი, 5 ფორთოხალი, 13 კანფეტი და ა.შ. ითვლიან წაღმაც და უკუღმაც
წაღმა თვლა არის პატარა რიცხვიდან დიდი რიცხვისაკენ დათვლა. უკუღმა თვლა კი დიდი რიცხვიდან პატარისკენ დათვლაა. წაღმა თვლა ძალიან ჰგავს კიბის საფეხურების ავლას. უკუღმა თვლა კი კიბის ზედა საფეხურიდან ქვემოთ ჩამოსვლას.
თვლის ცოდნა ყველასთვის საჭიროა. მას ადამიანი ყოველდღე იყენებს. მაგალითად, თქვენ შედიხართ მაღაზიაში ორი ცალი შოკოლადის საყიდლად. საჭიროა იცოდეთ, რამდენია ციფრი ორი.
შოკოლადები უნდა დაითვალოთ. თუ გამყიდველი ხურდას დაგიბრუნებთ, ხურდაც უნდა დაითვალოთ. ამით მიხვდებით, რა ღირდა შოკოლადი და კიდევ რამდენი ფული დაგრჩათ. თვლის ცოდნა ასევე ძალიან დაგეხმარებათ მათემატიკის კარგად სწავლაში.
თვლა რთული არ არის. ზოგ ბავშვს სწავლის დაწყების პერიოდში თვლა უჭირს. ამ დროს მათ შეუძლიათ სათვლელი ჩხირები ან საკუთარი ხელის თითები დაიხმარონ.