დინოზავრები


 

1

დინოზავრები ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ადამიანები და სხვა ცხოველები გაჩნდებოდნენ. ისინი 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს. 65 მილიონი წლის წინ კი გადაშენდნენ. დღეს არავინ იცის, რა იყო მათი დაღუპვის მიზეზი. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ დინოზავრები არ გადაშენებულან, განვითარდნენ და სახე იცვალესო. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მათი გარეგნობით, ცხოვრების წესით. ამიტომ გადაწყვიტეს, მიწაში სამარხები გაეთხარათ,რომ რაიმე საინტერესო ფაქტები ეპოვათ. 1824 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა უილიამ ბაქლენდმა იპოვა პირველად დინოზავრის სამარხი,სადაც აღმოაჩინა მისი ყბის ძვალი. ეს ძვალი ბაქლენდმა მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც მეგალოზავრი უწოდა,რაც „დიდ ხვლიკს“ ნიშნავს. „დინოზავრის“ სახელი კი პირველად 1842 წელს გაჩნდა და იგი ბრიტანელმა მეცნიერმა,რიჩარდ

2

ოუენმა შემოიტანა.

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე....

3

ყველაზე დიდი დინოზავრი – სეისმოზავრია, მისი სიგრძე უნდა ყოფილიყო 50 მეტრი.

 

ყველაზე დიდი მტაცებელი – გიგანტოზავრი იყო. სიგრძე - 12.5 მეტრი. წონა - 8 ტონა.

ყველაზე გრძელი მტაცებელი – სპინოზავრია, სიგრძე 17 მეტრი, წონა უცნობია.

 

4

ყველაზე პატარა დინოზავრი - აკუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი.

ყველაზე სახელგანთქმული კი საშინელი ტირანოზავრია.

 

5