უცნაური გენიოსები


ზოგიერთ ადამიანს უცნაური ქცევა ახასიათებს. უცნაური ადამიანები ისე არ იქცევიან როგორც სხვები. უცნაურობა ნიშნავს სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულობას. როდესაც არ იქცევი ისე, როგორც სხვა.

უცნაურობები ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ. თქვენ აქ წაიკითხავთ ცნობილი მწერლების, მხატვრების და მუსიკოსების უცნაური ჩვევების შესახებ.

 

ონორე დე ბალზაკი ფრანგი მწერალი იყო. ბალზაკი ბერის ანაფორაში წერდა ნაწარმოებებს. თუმცა ბალზაკი ბერი არ ყოფილა.

 

 

ფრიდრიხ შილერი გერმანელი მწერალი იყო. ნაწარმოებების წერის დროს შილერი მაგიდის უჯრაში დამპალ ვაშლებს ინახავდა. შილერი არ ლაპარაკობდა, თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლები არ ეწყო.

 

ფიოდორ დოსტოევსკი რუსი მწერალი იყო. ფიოდორი თვითონ არ წერდა. ფიოდორი სხვას კარნახობდა

 

სალვადორ დალი ესპანელი მხატვარი იყო. ფანტაზიის გასაძლიერებლად სალვადორ დალის ბუზები სჭირდებოდა. სალვადორ დალი ბუზებს ყიდულობდა.

 

 

ფრანც შუბერტი ავსტრიელი კომპოზიტორი იყო. შუბერტი სანამ პიესას დაწერდა სავარცხელზე უკრავდა.

 

ემილ ზოლა ფრანგი მწერალი იყო. ნაწარმოებზე მუშაობის დროს ემილ ზოლა საკუთარ თავს სკამზე აბამდა.

 

 

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გერმანელი კომპოზიტორი იყო. ბეთჰოვენი ნაწარმოების დაწერის წინ თავზე ერთ ვედრო ცივ წყალს ივლებდა.