დელფინი

 

ზღვის ბინადართა შორის დელფინი ყველაზე ჭკვიანი ძუძუმწოვარა ცხოველია. იგი ოცდაათ წლამდე ცოცხლობს. დელფინს მონაცრისფრო-მოლურჯო ფერი აქვს.

1

 

იგი რძით კვებავს თავის ნაშიერებს,

თვითონ კი პატარ-პატარა თევზებით იკვებება.

2

 

3

დელფინი თვინიერი და გონიერი არსებაა, რის გამოც ადამიანი მას ადვილად წვრთნის. თუ დელფინებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანი წყალში იძირება, გვერდით უდგებიან და ნაპირზე გაჰყავთ.

 

დელფინები სხვადასხვა ბგერას გამოსცემენ, თითქოს ერთმანეთს ელაპარაკებიანო. შეუძლიათ ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამეორება.

 

4