დედის დაბადების დღე
ხვალ დედაჩემის დაბადების დღეა. მე, მამაჩემს და ჩემს ძმას გვინდა, დედას საჩუქარი გავუკეთოთ. „დედა, რა საჩუქარი გაგიკეთოთ?“-ვკითხეთ დედას.
„მე საჩუქარი არ მინდა, თქვენ ხართ ჩემი საჩუქრები!“ – გვიპასუხა დედამ.
მაგრამ მე, მამას და ჩემს ძმას მაინც გვინდა დედას საჩუქარი გავუკეთოთ.
1
მე, მამა და ჩემი ძმა ვფიქრობთ.
შარშან მე დედას ქუდი ვაჩუქე. შარშან ჩემმა ძმამ დედას წიგნი აჩუქა. შარშან მამამ დედას ყვავილები და შოკოლადები აჩუქა.
2
„ახლა რა ვაჩუქოთ?“– იკითხა მამამ.
„ახლა რა ვაჩუქოთ?“–იკითხა ჩემმა ძმამ.
„ახლა რა ვაჩუქოთ?“ – ვიკითხე მე.
3
მამას ერთი აზრი დაებადა. ჩვენ საცხობში წავედით. ჩვენს დედას დიდი მარწყვის ტორტი ვუყიდეთ. მარწყვის ტორტზე 30 სანთელია. დედა 30 წლის გახდა.
4
სანთლები ავანთეთ. დედამ სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
დედა ძალიან ბედნიერია. დედა 30 წლის გახდა.
5