რა გვაქვს საუზმედ
- რა გვაქვს საუზმედ? იკითხა ტასომ.
- ჩაი, პური,კარაქი და ყველი, - უპასუხა დედამ.
- კარაქს რისგან ამზადებენ?
-იკითხა ტასომ.
- კარაქს რძისგან ამზადებენ, - უპასუხა დედამ.
-ყველს რისგან ამზადებენ?
- კიდევ იკითხა ტასომ.
-ყველსაც რძისგან ამზადებენ,
- უპასუხა დედამ.
-პურსაც რძისგან ამზადებენ?
- ისევ იკითხა ტასომ.
-არა, პურს რძისგან არ ამზადებენ. პურს ხორბლისგან და წყლისგან ამზადებენ.
-ჩაის რისგან ამზადებენ?
-ჩაის ფოთლებისგან ამზადებენ.
ჯერ ფოთლებს კრეფენ, შემდეგ ახმობენ.
ტასო,მოდი,ვისაუზმოთ!