რამდენი თვალი აქვს შუქნიშანს


 

შუქნიშანს სამი თვალი აქვს.

 

ერთი თვალი კეთილია.

მეორე თვალი მკაცრია.

მესამე თვალი _ გამაფრთხილებელი.

 

1

 

 

კეთილი თვალი მწვანეა.

2

ის როცა ანთია, შეიძლება მოძრაობა.

 

 

მკაცრი თვალი წითელია.

ის როცა ანთია, მოძრაობა არ შეიძლება.

3

 

 

მესამე თვალი ყვითელია.

ის როცა ანთია, გვაფრთხილებს.

ის გვაფრთხილებს, რომ მალე წითელი ან მწვანე თვალი აინთება.

4

ის გამაფრთხილებელია.

 

დააკვირდით შუქნიშნის თვალებს!

 

 

ისინი ჩვენ გვაფრთხილებენ, რომ მოძრაობის

წესები არ დავარღვიოთ.

5