მსოფლიოს უმაღლესი შენობები


 

შესავალი

შენობა არის ახალი და ძველი, დიდი და პატარა, მაღალი და დაბალი. ზოგიერთი შენობა ძალიან მაღალია. ადრე მაღალ შენობებს იშვიათად აგებდნენ. მაღალი შენობები უფრო თანამედროვე და მოდურია. მაღალ შენობებში არის ოფისები და სავაჭრო ცენტრები. ოფისებში ბევრი ადამიანი მუშაობს. სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთი იყიდება. მაღალ შენობებში ყოველთვის ბევრი ხალხია.

\"\" მსოფლიოში არსებობს განსაკუთრებით მაღალი შენობებიც. ამ წიგნში რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით.

 

ბურჯ ხალიფა

\"\"

 

ბურჯ ხალიფა, ანუ ხალიფას კოშკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა. ის ქალაქ დუბაიში მდებარეობს. დუბაი ძალიან ლამაზი ქალაქია. აქ ბევრი ახალი შენობაა. განსაკუთრებით ლამაზი „ხალიფას კოშკია“. მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დამთავრდა. კოშკის სიმაღლე 830 მეტრს აღწევს. კოშკში სულ 163 სართულია. შენობაში არის სასტუმრო, რესტორნები, ქალაქზე გადასახედი დარბაზები და სხვადასხვა გასართობი ოთახი. როდესაც ხალიფას კოშკი აშენდა,დუბაის სხვა სასტუმროებში ოთახები ცარიელი დარჩა. ტურისტებს სურდათ, ერთხელ მაინც მოხვედრილიყვნენ მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაში. ხალიფას კოშკის სასტუმროში დღესაც უამრავი ტურისტი ცხოვრობს.

 

მექაქლოქ როიალ თაუერი (მექის საათის სამეფო კოშკი)

ქლოქ როიალ თაუერი მდებარეობს საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში.მისიმშენებლობა 2012 წელს დასრულდა.

\"\"

 

კოშკი 601 მეტრისიმაღლისა. შენობას 120 სართული აქვს. შენობაში არის სასტუმროები და ორი მეჩეთი. მეჩეთში ჩამოდიან მუსლიმანი მლოცველები. ისინი მეჩეთში ლოცულობენ. თაუერზე დიდი ზომის საათია დამაგრებული. საათიანი კოშკი ძალიან ჰგავს ლონდონის „ბიგ-ბენის“ კოშკს. მექის კოშკის საათი 46 მეტრია. საათს უზარმაზარი ისრები აქვს. ისრები და რიცხვები დაფარულია მასალით, რომელიც მასსიცხისა და წვიმისგან იცავს. საათს ზემოდან ძვირფასი მინა ფარავს. მექა ქლოქ თაუერი მსოფლიოს ერთ-ერთიუმაღლესი შენობაა.

 

ტაიპეი

\"\"

 

ტაიპეი ტაივანის ქალაქია. ტაიპეიში რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქს ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი აქვს. ყველაზე საინტერესო ტურისტებისათვის ტაიპეის კოშკია. კოშკი 2004 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 509 მეტრია. კოშკში 101 სართულია. ტაიპეის კოშკი სრულიად უსაფრთხოა. მის ახლოს ორჯერ იყო ძლიერი მიწისძვრა, თუმცა კოშკი არ დაზიანებულა. ტაიპეისკოშკი თანამედროვეა, თუმცა აგებულია ჩინური ტრადიციების მიხედვით. კოშკის აშენება მილიარდ-ნახევარი ევრო დაჯდა.

 

პეტრონასის კოშკები

\"\" პეტრონასის კოშკებს ხშირად „პეტრონასის ტყუპებსაც“ უწოდებენ. ეს არის ორი 452 მეტრი სიმაღლის შენობა. „პეტრონასის ტყუპები“ ერთმენთის გვერდით დგას. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათ ტყუპები ჰქვიათ, რადგან ერთი და იმავე ზომისა და ფორმის არიან. პეტრონასის ტყუპი კოშკები მალაიზიაში, ქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარეობს. ეს კოშკები უფრო ადრე აშენდა,ვიდრეტაიპეი, ხალიფას კოშკი და სხვა მაღალი შენობები. პეტრონასის კოშკები მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობებად ითვლებოდა, ვიდრე ტაიპეის კოშკი აშენდებოდა. დღეს ეს კოშკები ყველაზე მაღალ ტყუპ შენობებად ითვლება.

\"\"

 

„პეტრონასი“- არის დიდი კომპანია მალაიზიაში. ეს კომპანია აწარმოებს მინერალურ ზეთებს და ყიდის მათ. „პეტრონასი“ ძალიან მდიდარი კომპანიაა. რატომ ჰქვია კოშკებს კომპანიის სახელი? კომპანია „პეტრონასი“ მუშაობს სწორედ ამ ორ უზარმაზარ კოშკში. აქ მათი სამუშაო ოფისებია. „პეტრონასი“ მდიდარი კომპანიაა. მათ ოფისებში 10 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კოშკები ერთმანთთან შეერთებულია დახურული ხიდით. კოშკების მშენებლობა 800 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. „პეტრონასის“ კოშკები ქალაქის ყველაზე ლამაზი შენობაა.

 

ეიფელის კოშკი

\"\"

 

ეიფელის კოშკი მსოფლიოში ცნობილი კოშკია. იგი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს. ეიფელის კოშკს ყოველდღე ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. თავიდან ეს კოშკი პარიზელებს ძალიან არ მოეწონათ. მას „სიმახინჯეს“ ეძახდნენ და ფიქრობდნენ რომ ქალაქს ამახინჯებდა. შემდეგ ნელ-ნელა შეეჩვივნენ ეიფელის კოშკს. ეიფელის კოშკი 324 მეტრი სიმაღლისაა. კოშკში გაკეთებულია ლიფტი და კიბეები. დამთვალიერებელს შეუძლია ორივეს გამოყენება. კოშკიდან თითქმის მთელი პარიზიჩანს.ეიფელის კოშკზე დამაგრებულია სატელევიზიო ანძა. კოშკი 1889 წელს აშენდა. მისი არქიტექტორი ფრანგი გუსტავ ეიფელი იყო. კოშკს მის პატივსაცემად ეიფელის კოშკი დაარქვეს.

 

ბიგ-ბენი

\"\"

 

ლონდონში პარლამენტის სასახლის გვერდით არის მაღალი კოშკი. ამ კოშკს ბიგ-ბენი ჰქვია. ადრე მას წმინდა სტეფანეს კოშკი ერქვა. წმინდა სტეფანეს კოშკი 1858 წელს ააგეს. იგი არც ისე მაღალია, როგორც ტაიპეი ან მექის საათების სამეფო კოშკი. ბიგ-ბენი მხოლოდ 96 მეტრს აღწევს, თუმცა მას მთელი მსოფლიო იცნობს. კოშკის ორ მხარეს უზარმაზარი საათებია ჩაშენებული. საათების უკან არის ზარი. სწორედ ამ ზარის სახელია ბიგ-ბენი. ბიგ-ბენი შემდეგ მთლიანად კოშკს დაერქვა. მაინც რატომ ჰქვია კოშკს ბიგ-ბენი? ვინც კოშკზე ეს უზარმაზარი ზარები აიტანა და დაამაგრა ძალიან დიდი კაცი იყო. მას ბენი ერქვა. ინგლისურად „ბიგ“- დიდს ნიშნავს. კოშკს „დიდი ბენის“ სახელი ჰქვია.

 

ბოლოსიტყვაობა

მაღალ შენობებში ბევრი სამუშაო ოფისის და მაღაზიის გაკეთება შეიძლება. მაღალ შენობებს ლიფტები აქვთ. ლიფტით სხვა სართულზე ასვლა და ჩამოსვლა ადვილია. ბავშვებს ძალიან უყვართ ლიფტით მგზავრობა. ბავშვებს მოსწონთ მაღალი შენობები. მაღალი შენობებიდან გადმოხედვა საინტერესოა. აქედან ქალაქი ძალიან ლამაზი ჩანს.