რაგბი
რაგბის თამაში
დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დღეს რაგბის თამაში ტარდება. საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს უპირისპირდება. დღევანდელ თამაშში ერთა თასის გამარჯვებული გამოვლინდება. დღეს ერთა თასის ორი საუკეთესო გუნდი ხვდება ერთმანეთს.
ლევანი მოუთმენლად ელის თამაშს. თამაში საინტერესოდ დაიწყო. საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებმა თამაშის საწყის ეტაპზევე ლელო გაიტანა და 5:0 დაწინაურდა. ქართველებმა ლელოს გარდასახვაც მიაყოლეს და ანგარიში 7:0 გახდა. მალევე ამას მეორე ლელო მოჰყვა. პირველი ტაიმი ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს.
მეორე ტაიმში რუმინეთის ნაკრები გონს მოეგო. სტუმრები შეტევაზე გადავიდნენ. მალე რუმინელებმა ორი ლელო და ორი გარდასახვა გაუტანეს ქართველებს. ამას რუმინელთა შესრულებული ულამაზესი სამ ქულიანი საჯარიმოც მოჰყვა და მალე რუმინელები დაწინაურდნენ.
ქართველები ხუთი ქულით აგებდნენ. ქართველთა შემადგენლობაში ამ დაძაბულ მომენტში ლევანი გამოჩნდა. თამაშის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა. მსაჯმა შერკინება დანიშნა რუმინელთა საჯარისმოსთან ახლოს. შერკინების შემდეგ ბურთი ქართველებს დარჩათ. ქართველებმა შეტევა გაშალეს მარაოსავით და შემდეგ შეტევის მიმართულება მეორე ფლანგზე გადაიტანეს. სწორედ აქ მიიღო ლევანმა ბურთი თანაგუნდელისგან. ლევანი სწრაფი მოძრაობით გასცდა რამდენიმე მეტოქეს, შეიჭრა რუმინელთა საჯარიმო ხაზთან და ხუთი რუმინელით გარშემორტყმულმა ბურთი რუმინელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა.
„არის, არის“,- აღტაცებული ყვირის ლევანი. ერთა ლიგა მოგებულია. ერთა ლიგის თასი საქართველოს გადაეცა. თასი ლევანმაც დაიჭირა და ზევით აიტაცა. უეცრად ლევანს ხელი ძალიან ეტკინა. ზევით ატაცებული ხელი ლევანმა საწოლის თავს მიარტყა. ხელის ტკივილმა ლევანი გამოაღვიძა. . .
ლევანს რაგბი ისე უყვარს, რომ ღამე ესიზმრება კიდეც. რუმინეთისა და საქართველოს თამაში დღეს იმართება. დიდი მატჩის დაწყებამდე ლევანმა გადაწყვიტა რაგბის შესახებ საინტერესო ამბებს გაეცნოს. . .
რაგბი
რაგბი მსოფლიოში ცნობილი თამაშია. ის 1823 წელს ინგლისში გამოიგონეს. როგორც ხედავთ, ფეხბურთის მსგავსად რაგბიც ინგლისში გამოიგონეს. რაგბის და ფეხბურთის თამაში ადრე ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
ამჟამად რაგბის და ფეხბურთის თამაში ერთმანეთს აღარ ჰგავს, მაგრამ საერთო ელემენტები მაინც დარჩენილია. რაგბში ფეხბურთის მსგავსად ფეხით თამაში შეიძლება, ფეხით სრულდება აგრეთვე საჯარიმო დარტყმა და გარდასახვა. საჯარიმო დარტყმისა და გარდასახვისას მოთამაშემ ბურთი ორ ძელს შორის უნდა გააძვირინოს. რაგბის ეს წესები მის ფეხბურთთან მსგავსებას მიანიშნებს.
ამერიკულ ფეხბურთი და რაგბიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს მიზნისა და თამაშის სტილის თვალსაზრისით. რაგბშიც და ამერიკულ ფეხბურთშიც მოთამაშეების მიზანია მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე დაამიწოს ბურთი.
რაგბშიც და ამერიკულ ფეხბურთშიც მოქმედებს საჯარიმო დარტყმისა და ორ ძელს შუა ბურთის გატანის წესები. ამერიკული ფეხბურთისა და რაგბის ბურთებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მიუხედავად ამისა ამერიკული ფეხბურთი და რაგბი განსხვავებული თამაშებია და განსხვავებული წესები აქვთ. განსხვავებულია მოთამაშეთა რაოდენობა, მსაჯების რაოდენობა, თამაშის ხანგრძლივობა, მოთამაშეთა ჩაცმულობა და ფორმები. განსხვავებულია სხვა უამრავი წესიც.
აღსანიშნავია, რომ თვითონ რაგბის რამდენიმე სახეობა არსებობს. რაგბის თითოეულ გუნდში 15 მოთამაშეა. თუმცა დღესდღეობით თხუთმეტკაციანი რაგბის გარდა, არსებობს ცამეტკაცა და შვიდკაცა რაგბი.
რაგბის ლეგენა
რაგბს ფეხბურთის მსგავსად უამრავი ვარსკვლავი არ ჰყავს. მიუხედავად ამისა რაგბს თამაშობდა ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელმაც რაგბში რევოლუცია მოახდინა. მან თავისი თამაშით მთლიანად შეცვალა რაგბის თამაშის სტილი და ხიბლი. რაგბის ეს მოთამაშე რაგბის ლეგენდა ჯონა ლომუ გახლავთ.
ჯონა ლომუ 1975 წელს ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში დაიბადა. მისი სიმაღლე 196 სანტიმეტრი იყო, წონა კი 108 კილოგრამს აღემატებოდა. მიუხედავად ასეთი ზომისა იგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ადამიანი იყო მსოფლიოში. ჯონა ლომუ ას მეტრს 10,9 წამში დარბოდა. მას უბრალოდ ვერ აჩერებდნენ, ვერ ეწეოდნენ, ვერ ერეოდნენ, ვერაფერს აკლებდნენ. მის შესახებ ერთ-ერთი ცნობილი რაგბისტი უილ კარლინგი ამბობდა: „რაც უფრო სწრაფად გარბის მით უფრო საშიშია. როგორი წარმოსადგენია შენს ცხვირწინ აღმართული 120 კილოგრამიანი კაცი, რომელიც ელვის სისწრაფით მიჰქრის, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გადაგთელავს“
ლომუმ ახალი ზელანდიის ნაკრებში 63 თამაში ითამაშა და 37 ლელო გაიტანა, ის ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გახდა ახალი ზელანდიის ნაკრების წევრი და გამორჩეული მოთამაშე.
მათ შორისაა ცნობილი, 1999 წლის მსოფლიოს თასის ნახევარფინალის გარღვევა საფრანგეთთან, როდესაც მარტომ მიმოფანტა მთელი საფრანგეთის ნაკრები. ასევე გამორჩეული იყო 1995 წლის ნახევარფინალი, როცა ჯონა ლომუმ ინგლისის ნაკრებს ოთხი ლელო დაუდო.
ლომუსი ყველა მეტოქეს ეშინოდა ამავე დროს ყველა პატივს სცემდა. 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალის წინ, როცა ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშებოდა, სამხრეთ აფრიკის მაშინდელი პრეზიდენტი ყველა მოთამაშეს მიესალმა, ხოლო როცა ლომუს მიახლოვდა პირდაპირ უთხრა: „ყმაწვილო, ყველაზე მეტად შენი მეშინია“. სხვათა შორის, ჯონა უდიდეს პატივს სცემდა სამხრეთ აფრიკელებს, როგორც ყველაზე ღირსეულ მეტოქეს. ამის გამო ჯონა ლომუ ღირსების და ღირსეული რაგბისტის სიმბოლოდაც იქცა.
სამწუხაროდ, ჯონამ მალე დაანება რაგბის თამაშს თავი. მას თირკმელების პრობლემა გამოუშკარავდა. თურმე ლომუს ეს პრობლემა ჯერ კიდევ 1995 წელს აღმოაჩნდა, როცა კარიერას იწყებდა. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი არ გამოაშკარავეს.
მალე ჯონას ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა, რომ არათუ რაგბის თამ,აში, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ჯონამ გაიკეთა ოპერაცია. მას მეგობრის თირკმელი გადაუნერგეს. თუმცა თამაში მაინც აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, ჯონამ რაგბიში დაბრუნება მაინც სცადა. თამაშობდა სხვადასხვა გუნდში, თუმცა ის ჯონა ლომუ აღარ იყო. . .
ლომუ რაგბის ცოცხალი ლეგენდაა. ის მხოლოდ 38 წლისაა და რომ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას შეიძლება დღესაც ეთამაშა. დღეს კი მისი ჯანმრთელობა კვლავ შერყეულია. მას ესაჭიროება მეორე თირკმლის გადანერგვა, თუმცა ამის გაკეთება ჯერ ვერ ხერხდება. მისი ჯანმრთელობა საკმაოდ შერყეულია, თუმცა როგორც ის ამბობს, მას მისი ოჯახი აცოცხლებს.
მას არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ვაჟიშვილი ჰყავს. ჯონას და მის ოჯახს დიდი იმედია აქვთ, რომ ჯონას ჯანმრთელობა მალე გამოსწორდება. ამის იმედი აქვთ რაგბის ყველა გულშემატკივარს, იმედია რაგბის ცოცხალი ლეგენდა კიდევ დიდხანს იცოცხლებს. . .
ლევანმა რაგბის შესახებ კითხვა დაასრულა. მატჩის დაწყების დრო მოვიდა. ლევანი სტადიონზე უნდა წავიდეს და საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს.
ლევანს ძალიან უყვარს რაგბი, მაგრამ რაგბი თვითონ არასდროს უთამაშია. გუშინდელი სიზმრისა და ლომუს ისტორიის გაცნობის შემდეგ რაგბის თამაში გადაწყვიტა.“ მე ქართველი ჯონა ლომუ გავხდები“