საათი


იცი, რომ საათი საუკუნეების წინ მოიგონა ადამიანმა?

იცი, რომ პირველ საათს არც ისარი ჰქონდა და არც რიცხვები?

\"\"

 

\"\"

 

\"\"

 

პირველი საათი არ წიკწიკებდა.

პირველი საათი არ რეკავდა და დილას არ გვაღვიძებდა.

 

\"\"

 

პირველი საათი ძალიან მარტივი იყო.

ის მზის მიხედვით მუშაობდა.

ის დროს მზის მიხედვით ზომავდა.

 

\"\"

 

შემდეგი საათი წყლის საათი იყო.

ამ საათზე წყლის წვეთები წკაპუნით ეწვეთებოდნენ ზემოდან ქვემოთ.

როდესაც ყველა წვეთი ჩამოეწვეთებო-და, ერთი საათი გავიდოდა.

\"\"

 

შემდეგი საათი ქვიშის საათი იყო.

ამ საათში წყლის წვეთების მაგივრად ქვიშა იპნეოდა.

ერთ საათში საათის ერთი ბოლო იცლებოდა.

ადამიანები დროს ასე იგებდნენ.

\"\"

 

პირველი საათი, რომელიც ჩვენსას ჰგავს, მე-6 საუკუნეში გაჩნდა.

ამ საათს ისრები ჰქონდა. ამ საათს რიცხვები ეწერა.

წიკ-ტაკ-წიკ-ტაკ, - წიკწიკებდა პირველი მექანიკური საათი.

\"\"

 

მალე საათიდან გუგულმა დაიწყო გამოსვლა:

- გუგუ! გუგუ! - აღვიძებდა ადამიანებს გუგულიანი საათი.

\"\"

 

შენი საათი როგორია?

 

\"\"