შემოდგომა გალაღდა

ხეებს ფოთლები სცვივა.

ჩიტებს ძალიან სცივათ.

მზე ისე აღარ ათბობს.

წვიმა გრძელ ლექსებს ამბობს.

პაპამ ყურძენი დაკრიფა,

ბებომ ჩურჩხელა დაკიდა.

ვაშლი და მსხალი დაშაქრდა,

ატამი წითელს დახარბდა.

ეს შემოდგომა გალაღდა,

ბარაქა, ბიჭო, ბარაქა!