მსოფლიოს რელიგიები


 

შესავალი

იუდაიზიმი ერთ-ერთ უძველესი რელიგიაა. იგი 3500-4000 წლის წინ შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში-პალესტინაში. იუდაიზმის მიმდევრები ძირითადად ებრაელები არიან . იუდეველებს ერთი ღმერთი სწამთ. ცნობილია, რომ იუდაიზმმა პირველმა აღიარა ერთი ღმერთი.

 

აბრაამი და მოსე

 

 

იუდაიზმის დამაარსებ-ლად აბრაამი ითვლება. აბრაამმა 175 წელი იცოცხლა. იუდაიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა მოსეც. მოსემ ებრაელები ეგვიპტეში მონობისგან გაათავისუფლა.

 

წმინდა წიგნები

 

იუდეველებისათვის წმინდა წიგნებია: თორა და თალმუდი. თორას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თორაში შედის ებრაელთა ისტორია, ასევე წესები, თუ როგორ უნდა იცხოვროს ებრაელმა. თორას ხელით შეხება არ შეიძლება. თორას გრაგნილებს სპეციალური სახელურით იღებენ.

 

ექვსქიმიანი ვარსკვლავი

 

 

ეს დავით მეფის ვარსკვლავია. იყო. ის ქნარზე უკრავდა და საგალობლებს წერდა. ჭაბუკი დავითი გოლიათს შეებრძოლა და დაამარცხა. დავითის ვარსკვლავია გამოსახული ისრაელის დროშაზეც. დავითის ვარსკვლავი ებრაელების სიმბოლო გახდა. ცნობილია, რომ ნაცისტები ებრაელებს აიძულებდნენ, დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი ეტარებინათ.

 

მნიშვნელოვანი დღღესასწაულები

 

პასექი

შესავალი

პასექი არის იუდეველებისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული. პასექის დღესასწაული მოძრავია და მარტის და აპრილის შუალედში აღინიშნება. პასექი ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლას აღნიშნავს. ებრაელი ერი ეგვიპტეში მონობისგან მოსემ გამოიხსნა.

 

პასექის ისტორია

ებრაელი ერი წლეების განმავლობაში ეგვიპტეში მონობაში იმყოფებოდა. მოსემ ღმერთის დავალებით ებრაე-ლები მონობისგან გაათავისუფ-ლა. თუმცა, მონობისგან გათავისუფლება იოლი არ იყო. ეგვიპტის მმართველი - ფარაონი წინ აღუდგა ებრაელების სურვილს.

 

 

ამის გამო ღმერთმა ეგვიპტელები სასტიკად დასაჯა და ათი სასჯელი მოუვლინა. ათ სასჯელს შორის ყველაზე საშინელი ეგვიპტელი ყრმების სიკვდილი იყო. სიკვდილი გვერდს აუვლიდა ებრაელთა სახლებს, რომელსაც ნიშნად კრავის სისხლი ექნებოდა კარებზე. ეგვიპტელთა უფროსი შვილები დაიხოცნენ. გადარჩნენ მხოლოდ ებრაელთა შვილები... ამის შემდეგ ფარაონმა ებრაელ ერს წასვლის ნება დართო. ებრაელებმა ბარგი ჩაალაგეს, სიჩქარეში მათ უსაფუარო პურები - მაცა დააცხვეს. პასექის დღესასწაული სწორედ ამ დღის მოგონებაა, როდესაც ებრაელთა შვილები გადარჩნენ და ებრაელი ერი გათავისუფლდა.

 

პასექის დღესასწაულიაღნიშვნა

 

 

პასექის დღესასწაულამდე 5 დღით ადრე იუდეველთა ოჯახები კრავს არჩევენ, რათა ღმერთს შესწირონ ეგვიპტეში კრავის სისხლით მონიშნული ებრაელთა სახლების მოსაგონრად... დაკლულ კრავს მეორე დღეს მიირთმევენ. ასევე, აცხობენ მაცას - უსაფუარო პურს, ნიშნად ეგვიპტიდან გამოსვლისა, გათავისუფლებისა.

 

ქრისტიანობა

 

შესავალი

 

ქრისტიანობაც ისრაელში შეიქმნა. 312 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამის შემდეგ ქრისტიანობა განსაკუთ-რებით სწრაფად გავრცელდა.

ქრისტიანობას მთელს მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ქრისტიანული რელიგია იესო ქრიტეს მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც 20 საუკუნის წინ ბეთლემში, ისრაელში დაიბადა. ქრისტიანების რწმენით, იესო ქრისტე ღმერთის შვილი იყო. იესო ქრისტემ 33 წელი იცოცხლა. რომაელებმა იესო ქრიტე ჯვარზე გააკრეს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვალებიდან მესამე დღეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა.

 

წმინდა წიგნი

 

ქრისტიანებისათვის წმინდა წიგნი ბიბლიაა. ბიბლია ორი ნაწილისაგან შედგება: ძველი და ახალი აღთქმა. იესო ქრისტეს ცხოვრება, სასწაულები და სწავლება ახალ აღთქმაშია გადმოცემული. მისი ცხოვრება ოთხმა მოციქულმა: მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს.

 

რწმენა

ქრისტიანებს სწამთ რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, მაგრამ მას აქვს სამი სახე: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და წმინდა სული (ანუ სულიწმიდა).

 

 

მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი

 

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ადამიანებში გაჩნდა განსხვავებული აზრი, თუ როგორ ემსახურათ ქრისტესთვის. 1054 წელს დიდი საეკლესიო განხეთქილების შედეგად, ქრისტიანული ეკლესია გაიყო ორ ნაწილად: აღმოსავლურ-მართლმამდიდებლურ და დასავლურ-კათოლიკურ ეკლესიებად.

 

მართლმადიდებლობა

 

 

მართლმადიდებლობა „მართალ“ თაყვანისცემას გულისხმობს. მისი კანონები ძირითადად ეფუძნება შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას. მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ ისინი ქრისტეს სწავლებას შეუცვლელად ინახავენ და ისე ადიდებენ ღმერთს, როგორც ამას ქრისტეს მოციქულები აკეთებდნენ.

მართლმადიდებლები ეკლესიაში წირვებს და ლოცვებს ესწრებიან, რომელთაც მოძღვრები ატარებენ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველაზე მაღალი სამღვდელო პირია პატრიარქი.

 

კათოლიციზმი

კათოლიკურ ეკლესიაში რომის პაპი უმაღლესი პირია. კათოლიკეები მას პეტრე მოციქულის მემკვიდრედ მიიჩნევენ. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე რომის პაპები რელიგიურ საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.

კათოლიკეები ეკლესიაში იკრიბებიან საკვირაო მესაზე. მესა ორღანის მუსიკის თანხლებით სრულდება. მას პასტორი უძღვება. ადრე კთოლიკურ ეკლესიებში მესა მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა, მაგრამ 1962-1965 წლებში ვატიკანის მეორე მსოფლიო კრებაზე ეროვნულ ენებზე მესის ჩატარება ნებადართულად გამოაცხადეს.

 

შობა

შესავალი

შობა ქრიტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. კათოლიკეები შობას 25 დეკემბერს, ხოლო მართლმადიდებლები - 7 იანვარს აღნიშნავენ.

 

ქრისტეს შობის ისტორია

ქრისტეს დედა მარიამი იყო, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. მარიამს ანგელოზი გამოეცხადა და აცნობა, რომ შვილი შეეძინებოდა, რომელიც სამყაროს გამოიხსნიდა. მაშინ ისრაელი რომის იმპერიას ეკუთვნოდა და მოქალაქეთა აღწერა დაიწყო. მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ ბეთლემში უნდა ჩაწერილიყვნენ, რადგან დავით მეფეც ბეთლემიდან იყო.

ბეთლემში ჩასვლისას სასტუმრო სავსე იყო სტუმრებით, ამიტომ ბოსელს შეაფარეს თავი. ქრისტე ბოსელში დაიბადა. ახალშობილი ქრისტეს სანახავად აღმნოსავლეთიდან სამი მოგვი მივიდა. მათ საჩუქრები მიართვეს ქრისტეს.

 

შობის აღნიშვნა

 

შობას განსაკუთ-რებული მზადებით ხვდებიან ქრისტია-ნები. ნაძვის ხე და სანტა კლაუსი შობის და ახალი წლის საერთაშორისო სიმბოლოებია. ეკლესიებში ტარდება საშობაო წირვა და მესა. საქართველოში ტარდება ალილოს მსვლელობაც. მეალილოები ქუჩებში დადიან, გალობენ და ხალხს ქრისტეს შობას ახარებენ. ხალხი მეალილოებს საჩუქრებით ხვდება.

 

ისლამი

შესავალი

ისლამი ქრისტიანობის შემდეგ, მეორე უდიდესი რელიგიაა მიმდევრების რაოდენობით. მას მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ისლამის მიმდევრებს მუსლიმები ჰქვიათ.

 

მუსლიმების რწმენა

მუსლიმებს სწამთ, რომ არსებობს ერთი ღმერთი - ალაჰი. ალაჰმა თავისი სიტყვა მუჰამედს გადასცა. ამიტომ მუჰა-მედი არის ალაჰის წინასწარმეტყველი. ისლამურ რელიგიაში მუჰამედის სახით გამოსახვა იკრძალება.

 

მუჰამედი

მუჰამედი არაბეთში დაიბადა და მექაში ალაჰის მოძღვრებას ქადაგებდა. მუჰამედს სდევნიდნენ, ამიტომ მან მედინას შეაფარა თავი. მექა და მედინა წმინდა სალოცავი ქალაქებია მუსლიმებისთვის.. მუჰამედის რელიგია მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ გავრცელდა.

 

ყურანი

 

 

ყურანი მუსლიმთა წმინდა წიგნს ჰქვია. წიგნი დაწერილია მუჰამედის მიერ, მექასა და მედინაში, არაბულ ენაზე. ის 114 სურისგან შედგება. ყურანი შეიცავს მუსლიმებისთვის ცხოვრების წესებს. ყურანი არის ერთადერთი წმინდა წიგნი, რომელიც მეშვიდე საუკუნიდან დღემდე არ შეცვლილა.

 

მოლა

მოლა მუსლიმთა სასულიერო პირია. დღის განმავლობაში მოლა მორწმუნეებს ხუთჯერ მიმართავს. მოლას ძლიერი ხმა უნდა ჰქონდეს, რადგან მისი ხმა ყველამ გაიგოს. ლოცვისას მოლა ყველა მხარეს მონაცვლეობით იყურება.

 

ისლამის ხუთი სვეტი

ისლამის ხუთი სვეტი, ანუ ხუთი კანონი მუსლიმთა ცხოვრების წესია. ეს წესებია: 1. გწამდეს ალაჰი და მუჰამედი, 2. ყოველდღე ილოცე, 3. გაეცი მოწყალება, 4. რამაზანის დროს იმარხულე, 5. შეასრულე „ჰაჯი“ (მექის მოლოცვა).

 

მეჩეთი

მეჩეთი თაყვანისცემის ადგილია. ის არაბული სიტყვაა და მორჩილებს ნიშნავს. პირველი მეჩეთი მუჰამედმა მედინაში ააგო.

 

ჰაჯი

შესავალი

ჰაჯი მუსლიმების წიმნდა ადგილის - მექას მონახულებას გულისხმობს. ის დიდი დღესასწაულია. ყველა მორწმუნე მუსლიმის მოვალეობაა, სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოინახულოს მექა.

 

 

ჰაჯის აღნიშვნა

ჰაჯის რიტუალი ბიბლიური აბრაამისაგან მოდის.

ყოველწლიურად მექაში 2 მილიონზე მეტი მორწმუნე ჩადის. ჰაჯი ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვაა ამიტომ ყველა მორწმუნეს ერთნაირი სამოსი აცვია. ჰაჯი ხან ზაფხულში, ხანაც ზამთარში აღინიშნება. მორწმუნემ ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს. ამის შემდეგ მორწმუნეები არაფას წინ ფართო მინდორზე ერთად დგებიან და ლოცულობენ.