ჩვენი გუნდი


 

ჩვენ კალათბურთელები ვართ.

ეს ჩვენი გუნდია.

გუნდში ყველა წევრი მნიშნელოვანია.

გუნდში ყველას თავისი საქმე აქვს.

მოთამაშეები ერთმანეთს ეხმარებიან.

 

კალათბურთის გუნდში 5 მოთამაშეა.

ერთი მოთამაშე ძალიან მაღალია.

სამი მოთამაშე საშუალო სიმაღლისაა.

ერთი მოთამაშე დაბალია.

 

ვატო ყველაზე მაღალი მოთამაშეა.

ვატო ჩვენს გუნდს იცავს.

 

 

დიტო ყველაზე დაბალი მოთამაშეა.

დიტო ბურთს გვაწვდის.

 

 

გელა ბურთს შორიდან ისვრის.

 

 

გიო ყველაზე სწრაფია.

გიო ბურთს ახლოდან აგდებს.

 

 

ჩვენი გუნდი ძლიერია.

ჩვენს გუნდში საუკეთესო მოთამაშეები არიან.

ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან.