ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება

\"\"

 

ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება

 

შესავალი

ვინ არის ლეონარდო და ვინჩი? დიდი მხატვარი? გამომგონებელი? ინჟინერ-კონსტრუქტორი? მწერალი და მოაზროვნე? ამ კითხვებზე ცალსახა პასუხები არ არსებობს. თუმცა, სჯობს, გავეცნოთ მის შემოქმედებას და დასკვნა, თუ ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი, თავად გამოიტანეთ...

 

1

\"\" ლეგენდა გორგონას ფარზე

 

არსებობს ლეგენდა, რომელიც ლეონარდოს მიერ მოხატულ ფარს ეხება. ლეონარდო 15 წლისაც არ იყო, როდესაც ნაცნობმა გლეხმა მამამისს სთხოვა, ერჩია მხატვარი, რომელიც მრგვალ ფარს მოხატავდა. მამამ ფარი მოსახატად საკუთარ შვილს გადასცა. ახალგაზრდა ლეონარდომ გადაწყვიტა, ფარზე მედუზა გორგონა გამოესახა. ადამიანებზე შთაბეჭდილება რომ მოეხდინა, ლეონარდომ უამრავი ხვლიკი, გველი, კალია და მუხლუხა შეისწავლა. საბოლოოდ კი ისეთი ურჩხული დახატა, რომელიც ცოცხალს ჰგავდა. ურჩხული თითქოს პირიდან ცეცხლს უშვებდა და სუნქვით ჰაერს წამლავდა. ლეონარდოს მამა ნახატის დანახვისას შეკრთა კიდეც. მაშინ ლეონარდომ აუხსნა მამას: „ეს შემოქმედება ხომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება! ის იმგვარ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორიც უნდა მოახდინოს ხელოვნების ნიმუშმა.“

 

საიდუმლო სერობა - 1495-1499

2

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ მსოფლიოს შედევრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. 500 წლის შემდეგაც კი, ლეონარდოს ეს ნამუშევარი ყველაზე გულდასმით შეისწავლება მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ. საიდუმლო სერობის რეპროდუქციები კი ყველაზე პოპულარულია და კარგადაც იყიდება მთელ მსოფლიოში.

3

„საიდუმლო სერობის“ შექმნის ისტორია არ არის გამორჩეული. 1495 წელს ლეონარდოს ვინმე ლუდოვიკო ილ მორომ შეუკვეთა სანტა-მარია დელ გრაცეს სატრაპეზოს კედლის მოხატვა. ეს ტაძარი \"\" მილანში მდებარეობს. ლეონარდოს შეუკვეთეს ქრისტესა და 12 მოციქულის დახატვა. მხატვარმა თავის ნამუშევარზე ძალიან საინტერესო მომენტი გამოხატა: ქრისტე მოციქულებს მათ შორის მოღალატის არსებობას ამცნობს. ლეონარდოს ნამუშევრის მთელი სიდიადე ისაა, რომ ყველა პერსონაჟს განსაკუთრებული ემოციები, თვისებები და ხასიათი გააჩნია და ეს ყველაფერი ამ ფრესკაში ცხადად იხატება.

 

ლეონარდომ ფრესკა ტრადიციული მეთოდით არ შეასრულა. მას არ უნდოდა იმ საღებავების გამოყენება, რომლებიც ფრესკის მხატვრობისას გამოიყენებოდა და ჩქარა შრებოდა. მას უნდოდა, რომ საკმარისი დრო ჰქონოდა თითოეული პერსონაჟის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ლეონარდოს ეს ფრესკა ისეთი გამძლე არ აღმოჩნდა, როგორც მისი მილიონობით რეპროდუქცია და პოსტერი. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში, ფრესკამ ჩამოშლა დაიწყო. რესტავრატორები ცდილობდნენ, ლეონარდოს ქმნილება დაეკონსერვებინათ. რეალურად კი ფრესკა ბევრჯერ გადაიღება.

4

„საიდუმლო სერობა“ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მისი ნახვა მარტივი არ არის. ერთ ჯერზე მხოლო 20-მდე ადამიანს შეუძლია ნამუშევრის ნახვა. ამასთან, მაქსიმალური დრო, რომელიც ნამუშევრის ყურებაში შეიძლება დამთვალიერებელმა გაატაროს, 15 წუთია. შესასვლელი ბილეთის დაჯავშნა ბევრად ადრე მოგიწევთ.

 

\"\" ჯოკონდა: მონა ლიზა

5

ლეონარდომ უამრავი შედევრი დაგვიტოვა, რომელთა ნაწილი დღესაც გვაოცებს. მისი ფერწერული შედევრებიდან გამოსარჩევია მე-16 საუკუნის ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო -

6

„მონა ლიზა“, რომელსაც ასევე „ჯოკონდას“ სახელით ვიცნობთ. ეს ლეონარდოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ტილოს შექმნის ისტორია ძალიან დიდხანს იყო მსჯელობისა და კამათის საგანი. ძირითადად, ტილოს ნატურაზე მსჯელობდნენ. და მაინც, ვინ იყო ეს ქალი, თავისი საოცარი, იდუმალი ღიმილით, რომელიც ლეონარდომ თავის ტილოზე აღბეჭდა? ვინ იყო ის ქალი, რომელსაც ლეონარდომ უკვდავება მიანიჭა? არსებობს ლეგენდა, რომ ლეონარდოს ტილო აბრეშუმის მდიდარმა ვაჭარმა ფრანჩესკო ჯიოკონდომ შეუკვეთა. ტილოზე კი, მისი მეუღლეა აღბეჭდილი. მდიდარ წყვილს ტილო ახალი სახლისათვის \"\" უნდოდა. ცოლ-ქმარს მეორე ვაჟი გაუჩნდა და ამგვარად აღნიშნავდნენ თავიანთ სიხარულს. ბევრი მეცნიერი იზიარებს ამ მოსაზრებას, მაგრამ კამათი მაინც არ წყდება.

სხვა მოსაზრების მიხედვით, ლეონარდომ საკუთარი თავი გამოხატა ტილოზე ქალის სახით. კიდევ სხვა მოსაზრებით, ქალის თვალებში ლეონარდომ უდიდესი მნიშვნელობის სამეცნიერო ფორმულები ჩახატა, რომ-ლებიც დღევანდელ პირო-ბებში, კომპიუტერული ტექ-ნოლოგიების საშუალებით ამოიკითხეს.

სანამდვილე ისაა, რომ ლეონარდო ამ ტილოს მრავალი წლის განმავლო-ბაში ხატავდა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ მონალიზა გენიოსმა საბოლოოდ არ დაასრულა. თუ თქვენ პარიზში მოხვდებით და მონალიზას იხილავთ ლუვრში, თავად დაინახავთ, რომ ტილოზე გამოსახული ქალის კაბის კალთაზე არ არის ის ცნობილი „ფუმატო“ ჩრდილები, რომლებიც ლეონარდოს ტილოებს თანამედროვეებისგან გამოარჩევს. ლეონარდოს თანამედროვეს ცნობით, ლეონარდო მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ „ჯოკონდა“ არ დაასრულა.

 

ადამიანის სხეული და პროპორციები

7

ვიტრუვიუსის ადამიანის ფიგურა ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ნახაზია. ამ ნახაზში ლეონარდომ წარწერებიც გამოიყენა. ტექსტის და ნახაზის საშუალებით იგი ვიტრუვიუსის თეორიებს წარმოადგენდა. ვიტრუვიუსი კი პირველი საუკუნის რომაელი არქიტექტორი იყო. თავის ნაშრომში იგი პროპორციების თეორიას აღწერს ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ვიტრუვიუსი თავის ნაშრომში აღწერს ტაძრების ნაგებობის სიმეტრიებს. ამასთან, არქიტექტორი ამტკიცებს, რომ ადამიანის სხეულის პროპორციები, რომელიც ღმერთმა შექმნა, ტაძრებისა და ეკლესიების შენებისას, მათს პროპორციებში უნდა აისახოს. ვიტროვიუსის მოსაზრებები მის არქიტექტურულ ნიმუშებშიც აისახა.

\"\"

 

8

ლეონარდოს ვიტროვიუსის თეორიის ნახაზი კალმით და მელნით არის შესრულებული. ის ძალიან ცოცხალი და დინამიურია და პატარა ნახაზში მთელ ფილოსოფიას იტევს. სიტყვები და ნახაზი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და ადამიანის სხეულის, არქიტექტურის, პროპორციების, ადამიანის ანატომიისა და სიმეტრიის ერთდროულ და ძალიან მნიშვნელოვან გამოხატულებას წარმოადგენს. ლეონარდოს მიერ უზარმაზარი იდეის ასე ლაკონურად, ნათლად და მკაფიოდ წარმოდგენა გამოარჩევს მას ვიტრუვიუსის სხვა მხატვრებისეული ინტერპრეტაციისგან.

 

ლეონარდოს გამოგონებები

\"\" ლეონარდოს შემოქ-მედება მხოლოდ მისი შედევრებით არ შემოი-ფარგლება. ის ავტორია უამრავი უცნაური და საინტერესო გამოგონებისა. შემოქმედის ნოვატორული იდეები და გამოგონებები დღესაც გვაოცებს.

9

18

ლეონარდოს გატაცება მფრინავი აპარატები იყო. ის ბავშვობიდან ყურადღებით სწავლობდა ფრინველებს, რომ მათი ფრენის ტექნიკა და შესაძლებლობები კარგად გაეგო. ფრენის სურვილი მას ჯერ კიდევ 1480 წელს გაუჩნდა. თუმცა, მისი ნახაზის მიხედვით, რეალური საფრენი აპარატის შექმნა და ფრენა მან ვერ მოახერხა. არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე ვერტმფრენის მექანიზმი სწორედ ლეონარდო და ვინჩის მოდელის მიხედვით არის შექმნილი. ასევე ბევრია საერთო ლეონარდოს პარაშუტის სქემასა და თანამედროვე პარაშუტის სისტემებს შორის. ლეონარდო ასევე ავტორია პირველი ველოსიპედისა. მისი ველოსიპედის ნახაზი მნახველს გაოცებულს ტოვებს თანამედროვე

10

\"\" ველოსიპედთან მსგავსების გამო.

 

ეს ყველაფერი არაა. ლეონარდოს იდეაა ორლინზიანი ტელესკოპი. ლეონარდოს გამოგონებებს შორისაა საბრძოლო იარაღები და ტექნიკა. მათ შორისპირველი ტანკი, გადასატანი ხიდები ბრძოლისათვის და კატაპულტირების სისტემა.

11

\"\" ალბათ არც ისაა გასაკვირი, რომ პირველი მაღვიძარა საათისა და პროჟექტორის იდეაც ლეონარდოს ეკუთვნის. ლეონარდოს გაუჩნდა პირველი რობოტის იდეაც.

ლეონარდომ დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ინჟინერიაშიც. მისი იდეის გაგრძელებაა მაკრატელი და თანამედროვე ცელი, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ლეონარდოს ჰიდრავლიკური ძრავის იდეა ეკუთვნის. ის დარწმუნებული იყო, რომ წყლის ენერგიის მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ადამიანებისათვის. მას ეკუთვნის პირველი წყლის ბორბლის ძრავა.

ლეონარდოს ნახაზები ძალიან დეტალურია. ის ყველა წვრილმან ნაწილს დიდი ყურადღებით უდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოგონებების დიდი ნაწილი თეორიულ ნაშრომებად დარჩა, მისი როლი თანამედროვე ინჟინერიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ლეონარდო და ვინჩი - მოაზროვნე და ლიტერატორი

12

ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება ამოუწურავია. პრაქტიკულად ვერ დაასახელებთ ხელოვნებისა და მეცნიერების ვერცერთ დარგს, სადაც ლეონარდო და ვინჩის თავისი კვალი არ აქვს დატოვებული. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც საკუთარ გამოგონებებს, ნახაზებს, ჩანახატებს თეორიულ განმარტებსაც ურთავდა, რომელშიც პერპექტივის, არქიტექტურის, ინჟინერიის, მუსიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის უბადლო ცოდნას ამჟღავნებს. ლეონარდოს მკითხველი არ ჰყოლია, თუმცა საკუთარ წიგნებში იგი მუდამ მიმართავს მას. ასევე გამორჩეულია მისი მდიდარი ლიტერატურული შემოქმედებითი მემკვიდრეობა. ის უამრავი ზღაპრის, იგავის, აფორიზმისა და ალეგორიის ავტორია. მისი მოკლე მოთხრობები გასაოცარი იუმორით გამოირჩევა. საოცარი ისაა, რომ სიცოცხლეში გენიოსს არც ერთი წიგნი არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ამისი სურვილი სიცოცხლის ბოლო წლებამდე სულ ჰქონდა.

13

\"\" ლეონარდოს დღიურებიდან ჩვენამდე დაახლოებით 7000-მა გვერდმა მოაღწია. საოცარი ისაა, რომ ეს ჩანაწერები სარკისებური ეფექტითაა გაკეთებული.

 

დასკვნა

ლეონარდო და ვინჩის პიროვნებას, შემოქმედებასა და მემკვიდრეობაზე დაუსრულებლად შეიძლება წერაც და საუბარიც. მისი ცხოვრება მთლიანად ერთი დიდი ამოუხსნელი გამოცანაა და კითხვას ბადებს:

როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამდენი?

14

\"\"

ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებსაც არ გააჩნიათ. თუმცა, ლეონარდოს საკუთარი შემოქმედებისადმი ორიგინალური დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც ასე გამოხატა:

„ის, ვინც პრაქტიკულ საქმიანობას ცოდნის გარეშე იწყებს, მეზღვაურს ემსგავსება, რომელიც ზღვაში კომპასისა და საჭის გარეშე სამოგზაუროდ მიდის... პრაქტიკა ყოველთვის თეორიის უბადლო ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს.“

\"\"

 

15