შენ ადამიანი ხარ!
ნატომ დედას ჰკითხა:
რატომ არ შემიძლია ფრენა?
დედამ უპასუხა:
იმიტომ, რომ ფრთები არ გაქვს.
შენ ჩიტი არ ხარ.
შენ ადამიანი ხარ.
ნატომ კიდევ ჰკითხა დედას:
რატომ არ შემიძლია ყეფა?
დედამ უპასუხა:
იმიტომ, რომ ძაღლი არ ხარ.
შენ ადამიანი ხარ.
ნატომ კიდევ ჰკითხა დედას:
რატომ არ შემიძლია ძალიან სწრაფად სირბილი?
დედამ უპასუხა:
იმიტომ რომ შენ ცხენი არ ხარ.
შენ ადამიანი ხარ.
ნატომ დედას უთხრა:
რა ცუდია...
მე შემიძლია ისეთი რამ,
რაც ცხენს,
ძაღლს
და ჩიტს
არ შეუძლიათ?
დედამ უპასუხა:
შეგიძლია.
შენ ლაპარაკობ,
შენ წერ,
შენ კითხულობ.
შენ ადამიანი ხარ!