როცა გავიზრდები...


ნიკო პატარა ბიჭია. ნიკოს უნდა დიდი იყოს. ნიკო დედას ეკითხება:

 

დედა, როდის მეყოლება ავტომანქანა?

 

 

როდესაც დიდი ბიჭი გაიზრდები-უპასუხა დედამ.

დედა, როდის წავალ სანადიროდ მამასთან ერთად?

 

როდესაც დიდი ბიჭი გაიზრდები-უპასუხა დედამ.

დედა, როდის წავალ მარტო სათევზაოდ?

 

 

როდესაც დიდი გაიზრდები-უპასუხა დედამ.

დედა, როდის წავალ მარტო დასასვენებლად?

 

როდესაც დიდი ბიჭი გაიზრდები-უპასუხა დედამ.

დედა როდის შემეძლება გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება?

 

როდესაც დიდი ბიჭი გაიზრდები უპასუხა დედამ.

 

„როდესაც დიდი ბიჭი გავიზრდები მეყოლება მანქანა. მანქანით წავალ სათევზაოდ და სანადიროდ. მანქანით დასასვენებლადაც წავალ. როდესაც დიდი ბიჭი ვიქნები ყოველთვის გვიან დავიძინებ და ყოველთვის გვიან გავიღვიძებ“-უთხრა ნიკომ დედას.