ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია
შესავალი
ლეონარდო და ვინჩი გენიალური იტალიელი მხატვარი, არქიტექტორი, გამომგონებელი, მწერალი და მოაზროვნე იყო მისი ბიოგრაფია უამრავი საინტერესო ფაქტის შემცველია და, იმედია, დაგაინტერესებთ...
1
ბავშვობა
ლეონარდო 1452 წელს დაიბადა ფლორენციის ახლოს, პატარა ქალაქში. მისი მშობლები არ იყვნენ დაქორწინებულები. პატარა ლეონარდო დედასთან იზრდებოდა. ლეონარდოს დედა ლამაზი გლეხი - კატერინა იყო. ლეონარდოს მამა მალე სხვა, მდიდარ და დიდგვაროვან ქალზე დაქორწინდა. მათ შვილი არ ეყოლათ. ლეონარდო მამამ - პიერო და ვინჩიმ თავისთან წაიყვანა. მას კარგი განათლება მისცეს. მამას უნდოდა, შვილს მისი პროფესია აერჩია. არაფერი გამოვიდა, ლეონარდოს კანონები არ აინტერესებდა.
ლეონარდო სამი წლის იყო, როცა დედას დააშორეს. მთელი სიცოცხლე დიდი მხატვარი და მოაზროვნე ცდილობდა, რომ დედის სახება გაეხსენებინა და თავის ნახატებში აესახა.
ყმაწვილობა და ფლორენციის პერიოდი
2
2
15 წლის ლეონარდო ფლორენციაში გააგზავნეს შეგირდად. ფლორენცია იტალიის განათლების ცენტრად მიიჩნეოდა. ლეონარდო ანდრეა ვეროკიოს სახელოსნოში მიაბარეს. ვეროკიოს სახელოსნოში ლეონარდო სწავლობდა ხაზვას, ქიმიას, ლითონთან მუშაობას, თაბაშირისა და ტყავის დამუშავებას. გარდა ამისა, ის ეუფლებოდა ფერწერას, სკულპტურასა და მოდელირებას. ვეროკიოს სახელოსნოში ლეონარდო და ვინჩისთან ერთად შეგირდებად ბევრი მომავალი სახელოვანი მხატვარი იყო. პერუჯიო, ბოტიჩელი, ლორენცო დი კრედი და ბევრი, ბევრი სხვა. ვეროკიოს სახელოსნოში აგრეთვე ხშირად მოდიოდნენ სხვა ცნობილი მხატვრები.
20 წლის ასაკში ლეონარდომ წმინდა ლუკას გილდიის ოსტატის წოდება მიიღო.
3
გამარჯვებული შეგირდი
4
ერთხელ ოსტატმა ლეონარდოს ანგელოზის დახატვა სთხოვა ტაძრის ერთ-ერთ კედელზე. ლეონარდოს დახატულმა ანგელოზმა ოსტატის ნამუშევარი დაჩრდილა. ამბობენ, რომ ლეონარდოს პირველმა ოსტატმა ხატვას თავი დაანება. მან ვერ გადაიტანა, რომ საკუთარმა შეგირდმა ხატვაში აჯობა. ლეონარდო ჯერ კიდევ ვეროჩინიოსთან მუშაობდა, როდესაც ფლორენციის მხატვართა კავშირში მიიღეს განსაკუთრებული ნამუშევრებისთვის.
5
ლეონარდომ დატოვა ოსტატის სახელოსნო. იგი ფლორენციაში დარჩა და დამოუკიდებლად მუშაობდა. ფლორენციაში მუშაობის ბოლო წლებში მან 2 დიდი შეკვეთა მიიღო. პირველი იყო - „მოგვთა თაყვანისცემა“, რომელიც სან-დომინგოს მონასტერში უნდა შესრულებულიყო. მეორე კი წმინდა ბერნარდის კაპელის მოხატვას გულისხმობდა. თუმცა, პირველი ნამუშევარი არასოდეს დამთავრებულა, ხოლო მეორე კი - არასდროს დაწყებულა. ლეონარდომ ორივე სამუშო მიატოვა და მილანში გადასახლდა.
ლეონარდო და ვინჩის კარიერა ვითარდებოდა. თუმცა, მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო იგი ბევრ საინტერესო სამუშაოს ჩამოაცილეს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი ლეონარდოსთვის ის იყო, რომ იგი სიქსტის კაპელას დასახატად არ მიიწვიეს...
მილანის პერიოდი
5
მილანში ჩასული ლეონარდო და ვინჩი 1482 წელს ქალაქის ჰერცოგმა დაიქირავა. ლეონარდო და ვინჩის ტიტული ჰერცოგ ლუდოვიკო სფორზასთან იყო „ჰერცოგის მხატვარი და ინჟინერი“. რეალურად ლეონარდო ჰერცოგის მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი იყო. მეტიც, ლეონარდო მუშაობდა ნაგებობათა დიზაინსა და სამხედრო კონცეფციების შემუშავებაზეც. ლეონარდო და ვინჩი მილანში 17 წელი გაჩერდა. მისი წასვლის მიზეზი კი ჰერცოგის ძალაუფლების დაკარგვა გახდა, რომელიც მილანში საფრანგეთის შეჭრამ გამოიწვია.
6
მილანში ყოფნის პერიოდში ლეონარდო და ვინჩიმ 6 მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაინც შექმნა. მათ შორისაა „საიდუმლო სერობა“. ძალიან რთულია ლეონარდოს ამ პერიოდის ნამუშევრების ნახვა, რომლებიც ეკლესიების კედლებზეა შესრულებული.
პროფესიული მოღვაწეობა 1476-1513 წლებში
24 წლის ლეონარდო, 3 სხვა ახალგაზრდასთან ერთად, სასამართლოს გადასცეს. მას არატრადიციულ ორიენტაციაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ ახალგაზრდები გაამართლა. ლეონარდოს ცხოვრებაზე ამ პერიოდის შესახებმცირე ინფორმაციაა შემონახული, მაგრამ, სავარაუდოდ, მას საკუთარი სახელოსნო ჰქონდა ფლორენციაში. ეს 1476-დან 1481 წლამდე გრძელდებოდა..
7
გაგიკვირდებათ, მაგრამ ლეონარდო ნიჭიერი მუსიკოსიც იყო. 1484 წელს მან შექმნა ვერცხლის ლირა, რომელსაც ცხენის თავის ფორმა ჰქონდა. ლორენცო მედიჩიმ, ფლორენციის ჰერცოგმა, ლეონარდო მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო მოროსთან მშვიდობის ელჩად გაგზავნა. ლეონარდოს შექმნილი ლირაც მოროს უსახსოვრეს.
პირადი ცხოვრება
8
ქალი ყარყუმით
ლეონარდოს უამრავი მეგობარი და მოსწავლე ჰყავდა. მაგრამ ჰყავდა თუ არა საყვარელი ადამიანი, ამაზე სარწმუნო ინფორმაცია არ მოიპოვება. ლეონარდოს ახალგაზრდობის დროინდელმა სასამართლომ გავლენა მოახდინა მის ხასიათზე. იგი გულდაგულ მალავდა თავის პირად ცხოვრებას საზოგადო-ებისგან. ლეონარდოს ცოლი არ ჰყოლია. არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ ლეონარდოს უყვარდა და ურთიერთობა ჰქონდა მი-ლანის ჰერცოგის - ლუდო-ვიკო მოროს ფავორიტთან - ჩეჩილია გალენარისთან. ზუსტად არავინ იცის, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. მაგრამ ლეონარ-დომ ცნობილ ნახატში „ქალი ყარყუმით“ სწორედ ჩეჩილია დახატა.
მონა ლიზას ქურდობა
ლეონარდოს ტილო მონა ლიზასთან ბევრი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ბევრი ნერვიულობა მოჰყვა 1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრიდან მის მოპარვას. მუზეუმის გახსნისას, მონა ლიზას სანახავად მოსულ დამთვალიერებლებს ცარიელი ადგილი დახვდათ. მონა ლიზა ლუვრიდან მოიპარეს.
9
მუზეუმი ერთი კვირით დაიხურა. ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ფრანგი პოეტი აპოლინერი კი დააპატიმრეს და ძარცვაში მონაწილეობა წაუყენებს ბრალად. პოეტმა, თავის მხრივ, იმ ეპოქის დიდი მხატვარი - პაბლო პიკასო „ამხილა“ თანამონაწილეობაში. საბოლოოდ, ორივე გაათავისუფლეს, რადგან მათი უდანაშაულობა ნათელი იყო.
1912 წელს, თითქმის 2 წლის შემდეგ, მონა ლიზა იპოვეს. დასკვნის მიხედვით, ლუვრის თანამშრომელი, პერუჯია იყო მონა ლიზას ქურდი. მან ნახატი საკუთარი ქურთუკით გაიტანა საღამოს, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ. პერუჯია საკუთარ ქურდობას უცნაურად ხსნიდა. ის ამბობდა, რომ მონა ლიზა იტალიის საკუთრებაა, რადგან ლეონარდო და ვინჩი იტალიელი იყო. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც: ქურდის მეგობარი მონა ლიზას ასლებს ხატავდა და ყიდდა. მეგობრებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ ასლების ფასი გაიზრდებოდა, თუ ორიგინალი ნახატი გაქრებოდა.
პერუჯია მაშინ დააკავეს, როდესაც მონა ლიზას გაყიდვას ცდილობდა. ტილო ლუვრში დააბრუნეს და ამის შემდეგ იგი იქ არის გამოფენილი. მონა ლიზას ღიმილი დღესაც მილიონობით დამთვალიერებელს აკვირვებს და აღაფრთოვანებს.
10
ცხოვრების ბოლო წლები
კლო-ლუსე - ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალების ადგილი
საინტერესოა, რომ ლეონარდო ესწრებოდა მეფე ფრანცისკ I-ის შეხვედრას რომის პაპთან, ლევ X-სთან ბოლონიაში, 1515 წლის დეკემბერში. ფრანცისკმა ოსტატს დაავალა მექანიკური ლომის დამზადება, რომელიც დადიოდა და მკერდიდან ლილიების თაიგულს აჩენდა. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ეს ლომი შეეგება მეფეს ლიონში პაპთან მოლაპარაკების დროს.
11
14
1516 წელს ლეონარდომ მიიღო საფრანგეთის მეფის მიპატიჟება და საცხოვრებლად კლო-ლუსეში გადასახლდა, რომელიც მეფე ფრანცისკ I-ის სამეფო კოშკთან ახლოს მდებარეობდა. ლეონარდომ მეფის პირადი მხატვრის, ინჟინრისა და არქიტექტორის წოდება მიიღო და კარგ ანაზღაურებასაც იღებდა. ლეონარდოს იტალიაში არ ჰქონია ინჟინრის წოდება მიღებული. საფრანგეთში კი ის არ იყო პირველი იტალიელი, ვინც ფრანგი მეფისაგან მიიღო „ოცნების, აზროვნებისა და შექმნის თავისუფლება“.
12
ლეონარდო და ვინჩის ქანდაკება ამბუაზეში, მეფის სასახლეში
საფრანგეთში ლეონარდო პრაქტიკულად არ ხატავდა. სამაგიეროდ, ის აქტიურად იყო ჩართული სასახლის ზეიმებსა და მიღებებში, ამასთან, ახალი სასახლის დაგეგმარებით იყო დაკავებული. სასახლეს იმ დროისათვის წარმოუდგენელი მდებარეობა უნდა ჰქონოდა და მის წინ მდებარე მდინარისათვის მიმართულება უნდა შეეცვალათ. სპირალური კიბეებით დაემშვენებინათ. მაგრამ გენიოსს სიკვდილამდე 2 წლით ადრე მარჯვენა ხელი წაერთვა. ლეონარდო დახმარების გარეშე ძლივს გადაადგილდებოდა. საფრანგეთში ცხოვრების მესამე, 1519 წელი ლეონარდომ ლოგინში გაატარა. იგი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. 23 აპრილს ლეონარდოს სული მეფისა და საუკეთესო მეგობრის - ფრანცისკ I-ის ხელებში დაულევია. ლეონარდო მეფის სასახლის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის ქვას კი შემდეგ წარწერა გაუკეთეს: „ამ ქვის ქვეშ განისვენებს ლეონარდო და ვინჩი, საფრანგეთის სახელმწიფოს უდიდესი მხატვარი, ინჟინერი და არქიტექტორი“.
13