კორიდა


 

კორიდა ხართან ბრძოლაა. კორიდა ტარდება ესპანეთში. კორიდა უძველესი ესპანური ტრადიციაა. კორიდას ატარებდნენ უძველესი ესპანელი ტომებიიბერიელები.

იბერიელები მიიჩნევდნენ, რომ ხარი წმინდა ცხოველი იყო. მათ ჩვეულებრივ არ კლავდნენ. ხარის მოსაკლავად რიტუალს ატარებდნენ. ეს რიტუალია დღევანდელი კორიდა. დროთა განმავლობაში, კორიდა წმინდა რიტუალიდან ხალხის გასართობ სანახაობად იქცა.

კორიდაში მონაწილე ხარი ოთხიდან 6 წლამდე უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს 450 კილოგრამზე ნაკლები. ხარს ებრძვის ადამიანი. ხარს მხოლოდ მამაკაცები ებრძვიან. ხართან მებრძოლ მამაკაცს მატადორი ჰქვია. მას ტორეადორსაც უწოდებენ.

 

მატადორი

ხართან შებრძოლება ძალიან რთულია. როცა მატადორი ხართან ბრძოლაში იმარჯვებს, მას ესპანელები მაჩოს უწოდებენ. მაჩო ესპანელებისათვის ძლიერ მამაკაცს ნიშნავს. ყველაზე ცნობილი მატადორი ესპანელი ხულიო აპარიჩიოა. მან ძალიან ბევრი ხარი დაამარცხა კორიდაზე. 2010 წელს ხულიო აპარიჩიო თვითონაც დამარცხდა. ამ წელს ხარების წინააღმდეგ ბრძოლა მადრიდში გაიმართა. ხულიო ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა. ბრძოლისას ხარმა მატადორს რქა სახეში მოარტყა. რქამ ნიკაპი გაჭრა და პირიდან გამოვიდა. ხულიო აპარიჩიოს ოპერაცია გაუკეთეს და სიკვდილს გადაარჩინეს. კორიდის მონაწილეები ხშირად ღებულობენ სერიოზულ ჭრილობებს. ეს კორიდისათვის ჩვეულებრივი ამბავია და ესპანეთში არავის უკვირს.

 

თანამედროვე კორიდა

კორიდა დიდ მოედანზე იმართება. ხალხი შემაღლებულ ადგილზე ზის და იქიდან უყურებს სანახაობას.

 

მოედანზე წვრილი ქვიშაა დაყრილი. კორიდა დაახლოებით 5-6 საათს გრძელდება. მოედანზე ჯერ ხარს უშვებენ, ხარის შემოსვლიდან 3 წუთის შემდეგ მოედანზე მატადორი შემოდის. მატადორი ცხენზე ზის. ცხენიდან ხტება და ხარს კისერში ისარს ურჭობს. ისრის ჩარჭობის შემდეგ ხარი ბრაზიანი ხდება. მას ტკივილი აგიჟებს და გამწარებული იბრძვის. მატადორი ხარს წინ წითელი ფერის ქსოვილს უფრიალებს. ხარი ცდილობს, წითელი ქსოვილი მოიშოროს და მატადორი დაამარცხოს. მატადორი ხარისთვის ისრების სროლას აგრძელებს. ხარი ნელ-ნელა ძირს ეცემა. მატადორის დამხმარეები ცდილობენ, ხარი წამოაყენონ, რათა მან ბრძოლა გააგრძელოს. ზოგჯერ ხარს წამოდგომა აღარ შეუძლია. მაშინ მას თავს ანებებენ და ეტლით მოედნიდან გაჰყავთ. ერთი ხარი მოედანზე დაახლოებით 5-15 წუთი ძლებს. კორიდაზე ყოველთვის ხარი არ კვდება. ზოგჯერ მატადორებიც იღუპებიან. კორიდის ხარი ძლიერი ცხოველია. მასთან შებრძოლება ძნელია...

 

კორიდაკრძალვა

ესპანეთში ჩასული ტურისტები ხშირად ესწრებიან კორიდას. ეს მათთვის საინტერესო სანახაობაა. თუმცა, კორიდას თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ზოგი ფიქრობს, რომ კორიდაზე ხარის სიკვდილი საშინელებაა. მათ ხარი ეცოდებათ ასეთი სიკვდილის გამო. კორიდის მოწინააღმდეგეებმა კანონში ცვლილებები შეიტანეს. ამის შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში, კატალონიაში, კორიდის ჩატარება აიკრძალა. კატალონიაში კორიდა 2012 წლიდან აღარ ჩატარებულა. თუმცა, სხვა რეგიონებში ჯერ კიდევ ტარდება. ბევრი ესპანელი ფიქრობს, რომ კორიდის აკრძალვა არ შეიძლება. მათ სამი მიზეზი დაასახელეს:

კორიდაში ხარი გაბედულად იბრძს. მისი მამაცურად დამარცხება და სიკვდილი უფრო დიდი დანაშაული არ არის, ვიდრე უბრალოდ ხარის დაკვლა. ხარს ხომ ყოველდღიურად კლავენ და ხორცს საკვებად იყენებენ.

ესპანელი ბავშვებისათვის საოცნებოა ისეთი ძლიერები და მამაცები გახდნენ, როგორიც მატადორია.

ესპანეთში თუ კორიდა აიკრძალება, აქ უფრო ნაკლები ტურისტი ჩამოვა. ესპანელების აზრით, ეს მათ შემოსავალს შეამცირებს.

 

ეს საინტერესოა...

მატადორები ხარს წინ წითელ ნაჭერს უფრიალებენ. ხალხის აზრით, წითელი ფერი ხარს არ უყვარს. წითელი ხარს აღიზიანებს და უფრო გაბრაზებული იბრძვის მატადორის წინააღმდეგ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხარი ფერებს საერთოდ ვერ არჩევს. მისთვის სულ ერთი იქნება, რა ფერის ნაჭერს ააფრიალებს მატადორი. ხარს მოძრავი ნაჭერი აფრთხობს და არა მისი ფერი...