ბერლინის კედელი
ბერლინის კედელი არის 1378 კილომეტრი სიგრძის საზღვრის სიმბოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. კედელი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარეობდა. დღეს ამ კედლისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩასულმა სტუმარმა ნახოს იგი და მის შესახებ ისტორია მოისმინოს.
ბერლინის კედლის ისტორია კი მართლაც ძალიან საინტერესოა. ეს კედელი დედაქალაქის ორად გაყოფას უკავშირდება. კედლის აქეთ-იქეთ მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება, კედელის მიღმა გადასულიყვნენ და იქ დარჩენილი ნაცნობ-მეგობრები მოენახულებინათ. ბერლინის კედელს ძალიან ბევრი სევდიანი ისტორია უკავშირდება, ხოლო მისი დანგრევა მთელი გერმანიისათვის სასიხარულო ამბად იქცა.
ბერლინის კედლის აგება
1939-1945 წლებში მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე საშინელი ომი მიმდინარეობდა. ამ ომს მეორე მსოფლიო ომს უწოდებენ, რადგან მასში თითქმის მთელი მსოფლიო იყო ჩართული. მათ შორის იყვნენ გერმანია და საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი ერქვა რამდენიმე გაერთიანებულ სახელმწიფოს, მათ შორის - საქართველოც იყო.
4
4
როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი არეულობა, შიმშილი და დაპირისპირება იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა „ცივი ომი“. ეს იყო დაძაბული მდგომარეობა ორ დიდ და ძლიერ სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. მათ ვერ გაიყვეს ძალაუფლება ომის შემდეგ. ასეთი მდგომარეობა იყო გერმანიაშიც, აქ იყვნენ როგორც ამერიკელი, ასევე საბჭოთა ჯარისკაცებიც. ისინი გერმანიაში საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებისათვის იბრძოდნენ. ქვეყანა რამდენიმე ნაწილად გაიყო. გაიყო ბერლინიც.ჯერ კიდევ არ იყო გამყოფი კედელი აგებული, მაგრამ ბერლინის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა მაინც ჭირდა. შუა ბერლინში, სადაც დღეს ჩეკპოინტ ჩარლის დიდი მუზეუმია, ადრე სამოქალაქო შემოწმების ადგილები იყო აღმართული. ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები იდგნენ და შემოწმების გარეშე მეორე მხარეს არავის უშვებდნენ.
ჩეკპოინტი გაჩნდა ბერლინის კედლის შენების პერიოდში. დასავლეთიდან აღმოსავლეთ ბერლინში გადასვლის უფლება ეძლეოდათ მხოლოდ უცხოელ ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში მუშაობდნენ, აგრეთვე დიპლომატებს. მალევე აიგო
ბერლინის კედელიც, ის მტკიცე გამყოფი ხაზი, რომელიც დედაქალაქს ორად ჰყოფდა. მისი აგება 1961 წელს დაიწყეს.
კედელი თავიდან მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ მალევე, უფრო მეტი სიმკაცრისათვის, მის გვერდით მეორე კედელიც ააგეს. კედლის აქეთ დარჩა დასავლეთ გერმანია, ხოლო კედლის იქით – აღმოსავლეთ გერმანია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მართავდა. ორ კედელს შორის კი დარჩა მიწის პატარა მონაკვეთი, რომელსაც გერმანელები „არავის ქვეყანას“ ეძახდნენ.
ცხოვრება კედელს იქ
ით და კედელს აქეთ8
8
როგორ ცხოვრობდა ხალხი ორად გაყოფილ დედაქალაქში? მათ ძალიან გაუჭირდათ კედელთან შეგუება. ბევრ ადამიანს ბერლინის კედლის მიღმა დარჩა ნათესავები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ვეღარასოდეს ნახავდნენ. მათ არ ჰქონდათ აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინში გადასვლის უფლება და პირიქით. ტრანსპორტიც კი, რომელიც ბერლინის ამ ნაწილებს ადრე ერთმანეთთან აკავშირებდა გაუქმდა და აღარ მოძრაობდა.საერთოდ, გერმანელი ხალხი დადგენილ წესებს ადვილად ეგუება. თუმცა, ბერლინის კედლის არსებობასთან შეგუება, რომელიც გერმანული და საბჭოთა მთავრობების დადგენილი წესი იყო, გერმანელებმაც კი ვერ შეძლეს. ბევრმა ადამიანმა სცადა კედელს მიღმა გადასვლა და გაქცევა. განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის – აღმოსავლეთ ბერლინის მხრიდან გარბოდნენ გერმანელები დასავლეთ ბერლინისაკენ.
ბერლინის კედელი მართლაც გადაულახავი საზღვარი იყო. გარდა იმისა, რომ კედელი მაღალი იყო და ზედ ასვლა ძნელი გახლდათ - დაცული იყო მავთულხლართებით, რომელშიც დენი გადიოდა. ადამიანი მავთულის შეხებისთანავე კვდებოდა. ბერლინის კედელს იცავდა პოლიციაც, მათ უფლება ჰქონდათ, გაქცეულებისათვის ესროლათ და მოეკლათ. 239 ადამიანი დაიღუპა კედელზე გადასვლის მცდელობისათვის.
ბოლოსიტყვაობა
ბერლინის კედელი 1991 დაანგრიეს. მისი დანგრევა უკავშირდება საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის სახელს, რომელმაც დიდი ცვლილებები შეიტანა საბჭოთა კავშირის მმართველობაში და დაასრულა ცივი ომი. ცივი ომის დასრულების აღსანიშნავად საზეიმოდ დაინგრა ბერლინის კედელიც. ეს იყო მოვლენა, რომელსაც მთელი გერმანია სიხარულით შეხვდა.