მკერავი ოქრონემსა


 

 

ერთ ქალქში ცხოვრობდა ერთი მკერავი.

მას ერქვა ოქრონემსა.

 

 

ოქრონემსა იმიტომ ერქვა, რომ საუკეთესო ტანსაცმელს კერავდა: ამბობდნენ, ოქროს ნემსი აქვსო...

 

ერთხელ ოქრონემსამ უცნაური სიზმარი ნახა: მკერავი სიზმარში მეფე გახდა. როცა გაიღვიძა, ბევრი იცინა. მაგრამ მკერავმა ეს სიზმარი მეორე დღესაც

ნახა, მესამესაც, მეოთხესაც... მკერავმა გადაწყვიტა სამოგზაუროდ წასვლა. მან გადაწყვიტა მეფედ გახდომა.

 

 

ოქრონემსამ საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვა. აიღო ასი ნემსი, ასი ძაფის გორგალი, სამი მაკრატელი, სათითე და უთო. ოქრონემსამ ქარს სთხოვა „შორს გამაქროლეო“. ქარმა სიხარულით გააქროლა და ერთ დიდ მინდორზე დატოვა. ოქრონემსამ გზა გააგრძელა. ბევრი იარა თუ ცოტა - ერთ ქვეყანას

 

მიადგა. ეს ქვეყანა ძალიან მზიანი და ლამაზი იყო. ამ ქვეყანაში იყო ერთი ქალაქი.

ამ ქალაქში სულ წვიმდა. მზიანი ქვეყნის წვიმის ქალაქში ხალხი სულ ტიროდა. ოქრონემსას ძალიან

გაუკვირდა: „ეს ქვეყანა ასეთი მზიანი და ლამაზია, ამ ქალაქში სულ რატომ წვიმსო?“

„ამ ქალაქში მეფე გარდაიცვალა. პრინცესა სულ ტიროდა და ტიროდა. ბოლოს დაიღალა და გაჩერდა.

 

ისე გაგვიხარდა, რომ ზარბაზნები ვისროლეთო. ზარბაზნების გასროლაზე წვიმა წამოვიდა. იმის მერე სულ წვიმსო!“ - უპასუხა ხალხმა.

ქალაქში წყალი იდგა. წვიმდა და წვიმდა. ბავშვებს ქუჩებში არ უშვებდნენ. ყველას სურდო ჰქონდა. ხალხი სულ ტიროდა.

 

მკერავი ოქრონემსა ჭკვიანი იყო. ის მიხვდა, რომ ზარბაზნის სროლამ ცა გახია. გახეული ციდან კი წვიმა ჩამოდიოდა.

 

„აბა, ბევრი კიბე მომიტანეთო!“ - უთხრა ოქრონემსამ ხალხს. ხალხმა კიბეები მოიტანა. მერე კიბე კიბეზე დაადგეს. ბოლო კიბე ცამდე მივიდა. ოქრონემსამ აიღო თავისი ნემსები, მაკრატლები,

ძაფის გორგლები, უთო და კიბეზე ავიდა. ასი ნემსი, ასი ძაფის გორგალი და სამი მაკრატელი დასჭირდა ცის გაკერვას. ბოლოს მკერავმა ცა გააუთოვა.

 

 

ცა ახალივით გახდა. წვიმა შეწყდა.

გახარებულმა ბავშვებმა ქუჩაში ცეკვა და თამაში დაიწყეს.

 

 

პრინცესამაც გაიგო, რომ უცხოელმა მკერავმა ცა გაკერა. გახარებული პრინცესა ოქრონემსასთან მივიდა და ჩაეხუტა. პრინცესა და ოქრონემსა დაქორწინდნენ. ოქრონემსას სიზმარი ახდა: ის მართლაც გახდა მეფე.