ხატვის გაკვეთილი


დღეს ხატვის გაკვეთილი გვაქვს. ეს გეომეტრიული ფიგურებია: წრფე, წრე, ოვალი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მართკუთხედი, ვარსკვლავი... ხატვის გაკვეთილზე გეომეტრიული ფიგურებით სურათებს ვხატავთ.

 

წრით მე დავხატე ფეხბურთის ბურთი.

 

 

წრით დაჩიმ დახატა საზამთრო.

 

წრით რატიმ დახატა გლობუსი.

 

წრფით და წრით მე დავხატე კალათბურთის ბურთი.

 

წრფით და წრით დაჩიმ დახატა სასწორი.

 

 

წრით და წრფით რატიმ დახატა მზე.

 

 

ოვალით მე დავხატე რაგბის ბურთი.

 

ოვალით დაჩიმ დახატა ნესვი.

 

ოვალით რატიმ დახატა კვერცხი.

 

სამკუთხედით მე დავხატე ხე.

 

სამკუთხედით დაჩიმ დახატა ანძა.

 

სამკუთხედით რატიმ დახატა საგზაო ნიშანი.

 

ოთხკუთხედით მე დავხატე სახლი.

 

ოთხკუთხედით დაჩიმ დახატა დაფა.

 

ოთხკუთხედით რატიმ დახატა წიგნი.

 

მართკუთხედით მე დავხატე სკამი.

 

მართკუთხედით დაჩიმ დახატა შოკოლადი.

 

მართკუთხედით რატიმ დახატა აიპადი.

 

ვარსკვლავით ყველამ დავხატეთ ვარსკვლავები.