შვიდი


 

შვიდი მნიშვნელოვანი ციფრია.

 

შვიდი დღეა კვირაში.

 

 

შვიდი ფერი აქვს ცისარტელას.

 

 

შვიდი მიმართულებაა.

 

 

შვიდი ნოტია მუსიკაში.

 

 

კვირის დღეებია:

პირველი დღე - ორშაბათი,

მეორე დღე - სამშაბათი,

მესამე დღე - ოთხშაბათი,

მეოთხე დღე - ხუთშაბათი,

მეხუთე დღე - პარასკევი,

მეექვსე დღე - შაბათი,

მეშვიდე დღე - კვირა.

 

 

ცისარტყელას ფერებია:

პირველი ფერი -წითელი,

მეორე ფერი - ნარინჯისფერი,

მესამე ფერი - ყვითელი,

მეოთხე ფერი - მწვანე,

მეხუთე ფერი - ცისფერი,

მეექვსე ფერი - ლურჯი,

მეშვიდე ფერი - იისფერი.

 

 

შვიდი მიმართულებაა:

პირველი - მარჯვნივ,

მეორე - მარცხნივ,

მესამე - წინ,

მეოთხე - უკან,

მეხუთე - ზევით,

მეექვსე - ქვევით,

მეშვიდე - შუაში.

 

 

შვიდი ნოტია:

პირველი ნოტი - დო,

მეორე ნოტი - რე,

მესამე ნოტი - მი,

მეოთხე ნოტი - ფა,

მეხუთე ნოტი - სოლ,

მეექვსე ნოტი - ლა,

მეშვიდე ნოტი - სი.

 

 

შენი საყვარელი ციფრი რომელია?